ნაფუსის ქედი (არაბ. الجبل الغربي) — ქედი ჩრდილო-დასავლეთ ლიბიაში. კუესტების ერთობლიობაა. გადაჭიმულია ქალაქ ღარიანიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ქალაქ ვაზინამდე დაახლოებით 250 კმ-ზე. სიმაღლე დაახლოებით 1000 მ-მდე. წარმოადგენს საზღვარს ლიბიის სანაპიროს ვაკესა (ჩრდილოეთით) და ტრიპოლიტანიის პლატოს (სამხრეთით) შორის. დანაწევრებულია ღრმა ხეობებით. მიმდებარე ტერიტორია ბერბერებით არის დასახლებული. 2011 წელს ლიბიაში მომხდარი სამოქალაქო ომის დროს ადგილობრივმა ხალხმა აქტიური მონაწილეობა მიიღო კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მთებში ომი გაჩაღდა, რომელმაც მიიღო ნაფუსის მთების კამპანიის სახელწოდება.

ნაფუსის ქედი
ნაფუსის ქედი
ნაფუსის ქედი
კოორდინატები: 31°51′54″ ჩ. გ. 11°47′36″ ა. გ. / 31.86500° ჩ. გ. 11.79333° ა. გ. / 31.86500; 11.79333
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
სიმაღლე 981 
სიგრძე 250 კმ
ნაფუსის ქედი — ლიბია
ნაფუსის ქედი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება