ნაურუს ისტორიანაურუს ისტორიის კოლონამდელი პერიოდის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი წერილობითი წყაროებისა (კუნძულზე მისიონერების გამოჩენამდე ნაურულ ენას დამწერლობაც არ ჰქონია) და არქეოლოგიური მონაცემების არ ქონის გამო. კოლონიური პერიოდი კი დაკავშირებულია ნაურუს მთავარ ბუნებრივ სიმდიდრესთან — ფოსფორიტებთან (ან ნაურუიტთან).

ნაურიელების ტრადიციული სახლები არენიბეკში (1896)
ტრადიციული სახლი და ჩაბმული ნავი. ნაურუ (1896)

პირველი ევროპელი, რომელიც ნაურუს კუნძულს მიადგა იყო ბრიტანელი კაპიტანი ჯონ ფირნი, მან ის 1798 წლის 8 ნოემბერს გახსნა[1]. შედეგად ნაურუ ერთი მეორეს მიყოლებით სხვადასხვა კოლონიური სახელმწიფოს ტერიტორიად გვევლინება: 1888 წელს — გერმანიის, 1914 წელს — ავსტრალიის, 1942 წლიდან 1945მდეიაპონიის, შემდეგ კვლავ ავტრალიის[2]. 1968 წელს კუნძულმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხოლო 1999 წელს ნაურუს რესპუბლიკა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა[2].

1906 წლიდან კუნძულზე სხვადასხვა კოლონიებისა და კომერციული კომპანიების მიერ მუშავდებოდა ფოსფორიტი[2]. მცირე მიკრონეზიური ქვეყნისთვის ფოსფორიტი შემოსავლის ერთადერთი წყარო გახდა, მან უზრუნველყო ნაურუს მოსახლეობის ცხოვრება მაღალ დონეზე, რამდენიმე ათწლეული წლით[1], თუმცა 1990-იანებში მმართველობის არასტაბილურობამ და დაუფიქრებელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანა დიდ ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანა[2]. ვალუტის წყაროს გაფართოების მცდელობით, ნაურუს რესპუბლიკა მსხვილი ოფშორული ზონა გახდა[2]. ხორციელდებოდა ნაურული პასპორტების გაყიდვა[1]. მხოლოდ 2004 წლის დასაწყისში, ახალი მთავრობის მოსვლით, ქვეყანაში ეკონომიკამ განვითარება იწყო[3].

პირველი კოლონისტები რედაქტირება

არქეოლოგიური მტკიცებულებების არ ქონის გამო ნაურუს კუნძულის პირველი მოსახლეობის შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი, თუმცა რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, ნაურუს კუნძული შესაძლებელია დასახლებული ყოფილიყო ავსტრონეზიელებით, ფილიპინების სამხრეთი ნაწილიდან და მოლუკის კუნძულების ჩრდილოეთი ნაწილიდან[4]. სხვა ვერსიის თანახმად, პირველი მიგრანტები ბისმარკის კუნძულებიდან მოვიდნენ და წარმოადგენდნენ პროოკეანურ ეთნოს, ჯერ კიდევ მის დაშლამდე მალაიზიელებით, მიკრონეზიელებითა და პოლინეზიელებით[5].

ნაურუს ისტორიის ადრეულ პერიოდში მოსახლეობა წარმოდგენილი იყო თორმეტ ტომად და ცხოვრობდნენ 168 სოფელში[6]. ეს ტომებია: დეიბოე (ნაურ. Deiboe), ეამვიდამით (ნაურ. Eamwidamit), ეამვიდარა (ნაურ. Eamwidara), ეამვით (ნაურ. Eamwit), ეამგუმ (ნაურ. Eamgum), ეანო (ნაურ. Eano), ემეო (ნაურ. Emeo), ეორარუ (ნაურ. Eoraru), ირუცი (ნაურ. Irutsi), ირუვა (ნაურ. Iruwa), ივი (ნაურ. Iwi) და რანიბოკი (ნაურ. Ranibok)[7]. ახლა ეს თორმეტი ტომი გამოსახულია ნაურუს რესპუბლიკის სახელწიფო დროშასა და გერბზე. ტომები აღარ არსებობს, ხოლო ნაურუს თითოეული მოსახლის იდენტიფირება ხდება იმ ოლქის მიხედვით, რომელშიც ცხოვრობს.

ირუვას ტომი შედგებოდა გილბერტისა და ბანაბას კუნძულებიდან XIX საუკუნეში წამოსული მოსახლეობისგან[8][9]. ირუცისა და ივის ტომს თანამედროვე წინაპარი არ ჰყავს, რადგან მათი უკანასკნელი წარმომადგენლები დაიღუპნენ იაპონიის მიერ ნაურუს ოკუპირებისას მეორე მსოფლიო ომის დროს.

 
ახალგაზრდა ნაურუელები 1914)

უზენაესი ლიდერი, რომელსაც დაემორჩილებოდა მთელი 12 ტომი, არ არსებობდა. ამის მაგივრად ყველა ტომს საკუთარი წინამძღოლი ჰყავდა[6].

ევროპელების გამოჩენამდე ნაურუს მოსახლეობა იმყოფებოდა გადანაწილების პრიმიტიულ სტადიაზე და შედგებოდა სამი კლასისგან:

  • ტემობინე (ნაურ. temonibe) — სახეობის უფროსი წევრები.
  • ამენანგამე (ნაურ. amenangame) — უმცროსი წევრები, ტომის ძირითადი მასა.
  • იტსიო (ნაურ. itsio) — მონები[10].

Deutsches Kolonial Lexikonის სახელმძღვანელოს მიხედვით, ნაურული საზოგადოება შედგებოდა ექვსი კლასისგან[6]. მათგან ოთხი თავისუფალი მიწათმოქმედი იყო: ტემონიბა (ნაურ. Temonibä), ემო (ნაურ. Emo), ამანენგამა (ნაურ. Amänengamä) და ენგამა (ნაურ. Engamä). ხოლო ორი — დამოკიდებული კატეგორია: იძიო (ნაურ. Idzio) და იტიორა (ნაურ. Itiora). თუმცა მათი ბუნება არ იხსნება.

ადამიანები კლასებში ნაწილდებოდნენ იმის მიხედვით თუ რომელ ფენას განეკუთვნებოდა დედამისი. ქალიშვილი, დაბადებული ვაჟიშვილამდე, და ვაჟიშვილი განეკუთვნებოდნენ დედის კლასს, ხოლო შვილები, დაბადებული პირველი ვაჟიშვილის შემდეგ, განეკუთვნებოდნენ რიგით შემდეგ კლასს[6].

ნათესავები ცხოვრობენ ეზოში შემდგარი 2-3 სახლისგან. ზოგიერთი ეზო სოფელს წარმოადგენდა. ზოგიერთი სოფელი შეადგენდა გაუს (ოლქი)[6].

ნაურუელების ძირითადი სამუშაო სასოფლო მეურნეობა იყო (ქოქოსის პალმები, ბანანები, პანდანუსები) და ასევე თევზაობა [11] (მათ შორის თევზი ჰანოსის ხელოვნური გამრავლება ბუადას ლაგუნასა და ანაბარის ტბაში)[12]. თევჭერის მეურნეობა მკაცრად იყო დაყოფილი ოჯახებს შორის და გამოყოფილი კედლითა და ღობეებით. პირობები, საჭირო თევზის ნორმალური გამრავლებისთვის, უფროსი თაობის მიერ იყო უზრუნველყოფილი: ისინი რეგულარულად რევდნენ წყალს მისი ჟანგბადით გამრავლებისთვის და ამით აჩქარებდნენ თევზის ზრდას. ბავშვებს მკაცრად ეკრძალებოდათ წყალზე დარტყმა ბანაობისას, რადგან ნებისმიერ ხმაურს შეეძლო შეეშინებინა ჰანოსი, რომელიც სხვა ოჯახისკენ გაცურავდა[12].

კოლონამდელი ეპოხა რედაქტირება

პირველი კონტაქტი ეროპელებთან რედაქტირება

1798 წელს ბრიტანელმა კაპიტანმა ჯონ ფირნმა თავისი ექსპედიციისას, ახალი ზელანდიიდან სამხრეთ ჩინეთის ზღვისკენ, პირველად მიუახლოვდა ნაურუს. დაარქვა სასიამოვნო კუნძული (ინგლ. Pleasant Island), რადგან აღფრთოვანდა კუნძულის კეთილგანწყობილი მოსახლეობით, ისინი ბრიტანულ ხომალდს ყოველგვარი შეიარაღების გარეშე მიუახლოვდნენ, ხოლო მათ სხეულზე არ აღინიშნებოდა რამე სახის ტატუირება, როგორც ოკეანის სხვა ხალხებში იყო მიღებული. ხმელეთის თვალიერებისას, რომელზეც ადამიანთა დიდი რაოდენობა შეკრებილიყო, ფირნი მივიდა დასკვნამდე, რომ კუნძული მჭიდროდაა დასახლებული. თუმცა გადმოსვლა მაინც ვერ გაბედა. ამ ვიზიტის შემდეგ ნაურუ იზოლაციაში მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იყო.

პირველი ეროპელები, რომლებიც აქ დასახლდნენ იყვნენ ნორფოლკის კუნძულზე დიდი ბრიტანეთიდან დეპორტირებული ირლანდიელი წარმოშობის დეზერტირები და კონტრაბანდისტები, (ამ ადგილას იმყოფებოდა გამოსასწორებელი კოლონია განსაკუთრებულად საშიში დამნაშავეებისთვის, რომლებიც ავსტრალიაში გადაჰყავდათ), პატრიკ ბიორკი და ჯონ ჯოუნსი, 1830 წელს ისინი გამოიქცნენ ნორფოლკიდან და მიადგნენ ნაურუს. 1837 წელს კუნძულზე უკვე მცხოვრებ რვა ევროპელ დამნაშავეს დაემატა კიდე ხუთი დეზვრტირი. ჯონ ჯოუნსი კი ნაურუს ნამდვილი დიქტატორი გახდა, ის კეთილშობილად ექცეოდა თანამოაზრეებს და სასტიკად სჯიდა მტერს. მიუხედავად ამისა მოსახლეობის მოთმინება ამოიწურა და ის გადაასახლეს ნაურუდან 300 კმ-ზე განლაგებულ კუნძულზე ოშენ (ან ბანაბა).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Центр независимых исследований.(ინგლისური)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Энциклопедия Наций — История Науру.(ინგლისური)
  3. [Министерство иностранных дел Франции — Внутренняя политика Науру.(ფრანგული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-09. ციტირების თარიღი: 2018-08-19. Министерство иностранных дел Франции — Внутренняя политика Науру.(ფრანგული)]
  4. Douglas L. Oliver. «Islands of the Pacific». University of Hawaii Press, 1989. — С. 13. — ISBN 0-8248-1233-6
  5. Беликов В. И. «Происхождение и миграции полинезийцев (по лингвистическим данным)». В сборнике статей: Пути развития Австралии и Океании: история, экономика, этнография. Москва, изд-во «Наука», 1981. С. 243—254.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Deutsches Kolonial Lexikon.(გერმანული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-04. ციტირების თარიღი: 2018-08-19.
  7. История Науру.(ინგლისური)
  8. Solange Petit-Skinner’s. «The Nauruans». San Francisco: MacDuff Press, 1981.
  9. ნაურუ // მსოფლიო ხალხები. ისტორიული და ეთნოგრაფიული სახელმძღვანელო, საბჭოთა ენციკლოპედია, 1988. — გვ. 321-322.
  10. Carl N. McDaniel, John M. Gowdy, Paradise for Sale, Chapter 1 დაარქივებული 2007-10-01 საიტზე Wayback Machine.
  11. FAO — Лесное хозяйство Науру.(ინგლისური)
  12. 12.0 12.1 Южнотихоокеанский секретариат — Науруанский план развития аквакультур.(ინგლისური)