ნატო ტეტელოშვილი

ქართველი ექიმი, მეცნიერი, იმუნოლოგი.

ნატო ტეტელოშვილი (დ. 1985, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, იმუნოლოგი.

ნატო ტეტელოშვილი
დაბ. თარიღი 1985
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ექიმი და იმუნოლოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მეცნიერ-იმუნოლოგი ნატო ტეტელოშვილი პირველი ქართველი მეცნიერია, რომელიც აშშ–ში კოლუმბიის სამედიცინო ცენტრში კლონირებაზე მუშაობს. იგი იმ ჯგუფის წევრია, რომელმაც მსოფლიო მედიცინაში გადატრიალება მოახდინა. დაამთავრა თბილისის მე-60 საშუალო სკოლა. მამა კახელი ჰყავს, დედა — უკრაინელი. ექიმობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, რაც ალბათ უკრაინელი ბებიის დამსახურებაა, რომელიც პროფესიით პედიატრია. ნატომ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი. პროფესორ ივანე თარხნიშვილის სამეცნიერო საზოგადოების წევრიც გახლდათ, ჩართული იყო სამეცნიერო კვლევებში, მუშაობდა პროფესორ გია ბურკაძესთან­ და მის ჯგუფთან პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტში.

ქართველი მეცნიერი მუშაობდა ნიდერლანდების ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს უნივერსიტეტში, ქალაქ გრონინგენში. ეს სასწავლებელი 1614 წელს დაარსდა და 2012 წლის აპრილში ნიდერლანდების საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლად დასახელდა. ნატო ტეტელოშვილი ამ უნივერსიტეტში 7 წლის წინ მოხვდა. 2008 წელს ჩააბარა მისაღები გამოცდები მაგისტრატურაში და სრული დაფინანსება მოიპოვა­. მალე წარჩინებულთა ე.წ. ტოპ-25 %-ში მოიპოვა ადგილი. მაგისტრატურაში სწავლისას მისი სტატიები იბეჭდებოდა საერთაშორისო ჟურნალებში. ამან მისცა სტიმული ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ჩაებარებინა, ისევ სრული დაფ­ინანსებით. იმ პერიოდში დაინტერესდა იმუნოლოგიით, განსაკუთრებით იმუნოგენეტიკითა და აუტოიმუნური პათოლოგიებით.

დოქტორანტურის თეზისზე მუშაობის და­სრულების შემდეგ ნატომ აპლიკაციები გაგზავნა სადოქტორო პროგრამებზე. გამოხმაურებამ­ არ დააყოვნა, აშშ-დან თითქმის ერთდროულად სამი მკვლევარი დაუკავშირდა. გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა, რადგან სამივე ვარიანტი საინტერესო იყო. არჩევანი საბოლოოდ­ კოლუმბიის უნივერსიტეტზე შეაჩერა. გასაუბრებებისა და პრეზენტაციების შემდეგ, 150 კანდიდატში აირჩიეს. 2016 წლის თებერვლიდან კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ტრანსლაციური იმუნოლოგიის ჯგუფში დაიწყო მუშაობა საყოველ­თაოდ ცნობილ ექიმ რემი კრეუსოტთან. ჩართული იყო 2 პროექტში, შეისწავლა სპეციფიკური იმუნოლოგია­ და პირველი ტიპის დიაბეტი თაგვის მოდე­ლზე. იკვლევს გენეტიკური კომპონენტის როლს დაავადების ჩამოყალიბებაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ყაჯრიშვილი თორნიკე, ქართველი მეცნიერი აშშ-ის კლონირების ცენტრში მიიწვიეს // კვირის პალიტრა, 2015, 9-15 ნოემბერი, N45, გვ. 17

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება