ნატო ონიანი

საქართველოს რადიოს პოლიტიკურ გადაცემათა რედაქციის რედაქტორი

ნატო ონიანი (დ. 23 ივლისი, 1961, ქობულეთი) — ქართველი ჟურნალისტი.

ნატო ონიანი
დაბადების თარიღი 23 ივლისი, 1961 (1961-07-23) (63 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

1985 წელს იყო საქართველოს რადიოს პოლიტიკურ გადაცემათა რედაქციის რედაქტორი; 1989-1992 წლებში პროგრამა „პიკის საათის“ რედაქტორი და ინფორმაციის რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1992-1996 წლებში ტელეკომპანია II არხის ინფორმაციის რედაქციის მთავარი რედაქტორი; 1996 წლიდან პირველი არხის ინფორმაციის რედაქციის მთავარი რედაქტორი; ამჟამად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

ორგანიზაციის წევრი

რედაქტირება
  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1998-1999, გვ. 264

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება