ნატო ვაჩნაძის და ნიკოლოზ შენგელაიას ქუჩა

(გადამისამართდა გვერდიდან ნატო ვაჩნაძის ქუჩა)

ნატო ვაჩნაძის და ნიკოლოზ შენგელაიას ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (გარეთუბანი); ლადო გუდიაშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის დასაწყისში. ქუჩა შედგება ორი მონაკვეთისაგან. ერთ მონაკვეთს ერქვა გრაფის ქუჩა (შეტანილია 1841 წელს შედგენილ თბილისის შედგენილ ქუჩების სიაში), მეორეს — ნიკოლოზის შესახვევი. 1827 წელს გენერალმა ივანე პასკევიჩმა ერევნის აღებისათვის გრაფის წოდება მიიღო და ქუჩის სახელიც აქედან მომდინარეობს, ნიკოლოზის შესახვევის სახელწოდებით კი — იქვე მდებარე ყოფილი ნიკოლოზის მოედნიდან. გაერთიანებულ ქუჩას 1922 წელს მუზეუმის ქუჩა დაერქვა, 1953 წელს კი ნატო ვაჩნაძის სახელი ეწოდა. 2015 წელს სახელი კვლავ შეეცვალა და ნატო ვაჩნაძის და ნიკოლოზ შენგელაიას ქუჩა დაერქვა.[1] შემონახულია XIX საუკუნის II ნახევრის საცხოვრებელი სახლები.

ნატო ვაჩნაძის და ნიკოლოზ შენგელაიას ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
უბანი გარეთუბანი
წინა სახელები მუზეუმის ქუჩა, ნატო ვაჩნაძის ქუჩა

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება