ნატიფი ხელოვნების სასახლე (მეხიკო)

ნატიფი ხელოვნების სასახლე (ესპ. Palacio de Bellas Artes) — მთავარი ოპერის თეატრი მეხიკოში, მექსიკა. შენობის პროექტი 1901 წელს შეიქმნა და ეკუთვნის იტალიელ არქიტექტორ ადამო ბოარის, თუმცა მშენებლობა 1934 წლამდე გრძელდებოდა. შენობაში გაერთიანებულია თვალისმომჭრელი არტ-დეკო ინტერიერი დიდებულ არტ-ნუვო ექსტერიერთან. შენობის კონსტრუქცია იმდენად მძიმეა, რომ ის წელიწადში რამდენიმე სანტიმეტრით იძირება მშენებლობის დასრულების შემდეგ.

ნატიფი ხელოვნების სასახლე

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება