ულვა (ნასოფლარი)

არქეოლოგიური ძეგლი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდაში, ანდრია წმინდის სამხრეთით
(გადამისამართდა გვერდიდან ნასოფლარი ულვა)

ნასოფლარი ულვა — არქეოლოგიური ძეგლი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდაში, ანდრია წმინდის სამხრეთით. ნასოფლარის ნაშთიდან აქ შემორჩენილია მხოლოდ დიდი ზომის ქვები, რომლებიც რიგ შემთხვევაში ნაგებობათა საძირკვლები ყოფილა. ადგილობრივების გადმოცემით ამ სოფლიდან მაჰმადიანი მესხების გადასახლების შემდეგ ურავლის ხეობის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას აქ დაუშლიათ გადასახლებულთა სახლები და ქვები მშენებლობისთვის გაუზიდიათ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38187