ნაკრის უღელტეხილი

(გადამისამართდა გვერდიდან ნაკრა (უღელტეხილი))
ტერმინს „ნაკრა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ნაკრა.

ნაკრის უღელტეხილი (რუს. Донгузорун) — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე 3203 მ. აგებულია კამბრიულისწინა კრისტალური ფიქლებით. დამახასიათებელია სუბნივალური ლანდშაფტი. საცალფეხო ბილიკით აკავშირებს მდინარეების ნაკრისა (მესტიის მუნიციპალიტეტი) და ბაქსანის (ყაბარდო-ბალყარეთი) აუზებს.

ნაკრის უღელტეხილი
კოორდინატები: 43°12′46″ ჩ. გ. 42°27′26″ ა. გ. / 43.21278° ჩ. გ. 42.45722° ა. გ. / 43.21278; 42.45722
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3203 
ქედი სვანეთის კავკასიონი
ნაკრის უღელტეხილი — საქართველო
ნაკრის უღელტეხილი
ნაკრის უღელტეხილი — რუსეთი
ნაკრის უღელტეხილი

ლიტერატურა რედაქტირება