ნავიგატორის გაფრენა

ნავიგატორის გაფრენა“ (ინგლ. Flight of the Navigator) — 1986 წლის ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის სათავგადასავლო ფილმი, გადაღებული რეჟისორ რენდალ კლაიზერის მიერ. ფილმის სცენარის ავტორები არიან მარკ ჰ. ბეიკერი, მაიკლ ბარტონი და მეტ მაკმანუსი. მთავარ როლს ასრულებს ჯოუი კრამერი. ფილმის სიუჟეტით, 12 წლის ბიჭუნა ქრება და შინ წლების შემდეგ ბრუნდება - იგივე ასაკში. აღმოჩნდება, რომ წლების განმავლობაში იგი კოსმოსურ ხომალდში იმყოფებოდა, მაგრამ არაფერი ახსოვს.

„ნავიგატორის გაფრენა“
რეჟისორი რენდალ კლაისერი
პროდიუსერი
  • დიმიტრი ვილარდი
  • რობერტ უოლდი
სცენარის ავტორი
  • მაიკლ ბარტონი
  • მეტ მაკმანუსი
ისტორია მარკ ჰ. ბეიკერი
როლებში
კომპოზიტორი ალან სილვესტრი
ოპერატორი
მონტაჟი
სტუდია
დისტრიბუტორი Buena Vista Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 1 აგვისტო, 1986 (1986-08-01)
ხანგრძლივობა 90 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 9 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 18 564 613 აშშ დოლარი

თავდაპირველად იდეა Walt Disney Pictures-ს 1984 წელს წარუდგინეს, მაგრამ სტუდიას არ მოეწონა დეტალები. Producers Sales Organization-მა მას შეუთანხმდა, რომ აშშ-ში მომავალი ფილმის დისტრიბუციაზე იზრუნებდა.[3] სცენების ნაწილი გადაიღეს ფორტ-ლოდერდეილში (ფლორიდა) და ნორვეგიაში (ადგილობრივ კომპანია Viking Film-თან ერთად[4]).

მუსიკა რედაქტირება

ფილმის მუსიკის ავტორია ალან სილვესტრი. იგი განსხვავდება მისი სხვა ნამუშევრებისგან იმით, რომ დაიწერა ელექტრონული საკრავებით და იყო ერთ-ერთი პირველი საუნდტრეკი, დაწერილი ციფრული სემპლერებით.

  1. Theme From Flight Of The Navigator – 2:48
  2. Main Title – 3:27
  3. The Ship Beckons – 1:04
  4. David In The Woods – 2:34
  5. Robot Romp – 2:30
  6. Transporting The Ship – 1:16
  7. Ship Drop – 2:34
  8. Have To Help A Friend – 3:08
  9. The Shadow Universe – 1:57
  10. Flight – 2:19
  11. Finale – 1:11
  12. Star Dancing – 3:21

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Dave Kehr (July 30, 1986). 'Flight Of Navigator' A New High For Disney“. Chicago Tribune. ციტირების თარიღი: December 20, 2009.
  2. Flight of the Navigator (1986). Wrap News inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 10, 2016. ციტირების თარიღი: September 8, 2013.
  3. (2008) From Cowboy to Mogul to Monster: The Neverending Story of Film Pioneer Mark Damon. Bloomington, IN: AuthorHouse, გვ. 376. ISBN 978-1-4343-7737-1. 
  4. Charles Solomon (1987-08-01). „Commentary : Computer Graphics Shows Its Stuff“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2012-06-10.