იმრე ნადი

(გადამისამართდა გვერდიდან ნადი, იმრე)

იმრე ნადი (დ. 1896 — გ. 1958) — უნგრელი პოლიტიკოსი. პირველი მსოფლიო ომის დროს ჩავარდა ტყვედ და რუსეთში ყოფნის პერიოდში დაუახლოვდა კომუნისტურ იდეოლოგიას. 1930-1944 წლებში ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში, მიიღო აგრარული განათლება. 1945-1946 წწ. იყო უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი. 1953 წლის ივლისში მალენკოვის მხარდაჭერით გახდა პრემიერ-მინისტრი. 1955 წლის თებერვალში გადააყენეს თანამდებობიდან, ნოემბერში კი გარიცხეს კომუნისტური პარტიიდან. 1956 წ. ნოემბერში ბუდაპეშტის მოვლენების დროს დაბრუნდა ხელისუფლებაში და შექმნა კომუნიტურ სამყაროში პირველი მრავალპარტიული მთავრობა. აჯანყების დამარცხების შემდეგ ნადიმ თავი შეაფარა იუგოსლავიის საელჩოს. 18 დღის შემდეგ ის დააპატიმრეს, ფარულად გაასამართლეს და 1958 წლის 17 ივნისს სიკვდილით დასაჯეს.

იმრე ნადი
უნგრ. Nagy Imre
Nagy Imre igazolványkép.jpg
დაბ. თარიღი 1896
დაბ. ადგილი კაპოშვარი
გარდ. თარიღი 1958
გარდ. ადგილი ბუდაპეშტი
მოქალაქეობა
შვილ(ებ)ი Erzsébet Nagy

ლიტერატურარედაქტირება

  • გვანცა აბდალაძე, ნინო კვიტაშვილი, ბონდო კუპატაძე, ქეთევან ჯანუაშვილი, უახლესი ისტორია XII, თბ., 2008