ნაგომრებისთავის სერი, ანტიკლინური დაბალი ქედი ივრის ზეგნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. საშუალო სიმაღლე 600 მ. აგებულია მეოტური და პონტოური კონგლომერატებით, თიხებისა და ქვიშაქვების შუაშრეებით. სამხრეთ-დასავლეთი კალთა ციცაბოა, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი — დამრეცი. შემოსილია სტეპის ბალახოვანი მცენარეულობითა და მეჩხერი ჯაგეკლიანი ბუჩქნარით.

ლიტერატურარედაქტირება

  • უკლება დ., ქსე, ტ. 7, გვ. 284, თბ., 1984