მჭრინავისებრნი[1][2] (ლათ. Pycnonotidae) — ფრნველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. თავსა და ზურგზე თავისებური ძაფისებრი ბუმბული აქვთ; დედლები და მამლები ერთნაირად არიან შეფერილნი რუხ, ზეთისხილისფერ-მწვანე, ყვითელ ან მურა ტონებში. აერთიანებს 27 გვარს[3] და 150-მდე სახეობას.[4] უპირატესად გავრცელებული არიან აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში. დებენ 3–5 კვერცხს. უმთავრესად იკვებებიან კენკრით, აგრეთვე მწერებით. კარგად გალობენ.

მჭრინავისებრნი

წვეროსანი მჭრინავი (Pycnonotus barbatus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pycnonotidae (G. R. Gray, 1840)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 143, 223.
  2. Pycnonotidae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  3. Bulbuls « IOC World Bird List en-US. ციტირების თარიღი: 2017-03-07
  4. მჭრინავისებრნი (TSN 178504). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.