მწკრივად თესვამინდორზე თესლის მწკრივებად განაწილება. მწკრივად თესვა მარცვლოვანი კულტურების თესვის ფართოდ გავრცელებული წესია. ამ დროს ნაკლები თესლი იხარჯება, თანაბარ სიღრმეზე ითესება, ამიტომ აღმოცენება ერთდროულია და მცენარის ზრდა-განვითარება უკეთ მიმდინარეობს. მწკრივად თესვა შეიძლება ჩვეულებრივი მწკრივთშორისებით, როდესაც მწკრივებს შორის მანძილი 10—15 სმ-ია, ვიწრო წკრივთშორისებით — მწკირებს შორის მანძილი — 7—8 სმ-ია და ფართო მწკრივთშორისებით — მწკრივებს შორის მანძილი 45 სმ-ზე მეტია. მწკრივად თესვას განეკუთვნება აგრეთვე ჯვარედიანად თესვა.

ლიტერატურარედაქტირება