მძვინვარებდა შავი ზღვა

„მძვინვარებდა შავი ზღვა“ (აზერ. Çırpınırdı Qara dəniz) — 1914 წელს, აჰმედ ჯავადის მიერ ქალაქ განჯაში დაწერილი ლექსის მიხედვით, 1918 წელს, აზერბაიჯანელი კომპოზიტორის, უზეირ ჰაჯიბეკოვის მიერ შექმნილი სიმღერა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია აზერბაიჯანსა და თურქეთში.[1] აზერბაიჯანში გამორჩეულად უყვართ ადგილობრივი დამსახურებული არტისტის აზერინას მიერ შესრულებულის ვერსია.[2]

„მძვინვარებდა შავი ზღვა“
სიმღერა
ენა აზერბაიჯანული
ავტორ(ებ)ი აჰმედ ჯავადი
კომპოზიტორი უზეირ ჰაჯიბეკოვი

შექმნის ისტორია რედაქტირება

ლექსი, „მძვინვარებდა შავი ზღვა“,[3] აზერბაიჯანელმა პოეტმა აჰმედ ჯავადიმა, 1914 წლის დეკემბერში დაწერა, პირველ მსოფლიო ომში[4] ოსმალეთის მონაწილეობით აღშფოთებულმა. 1918 წელს, აზერბაიჯანელმა კომპოზიტორმა უზეირ გაჯიბეკოვმა, ამ ლექსისთვის შექმნა მუსიკა. 1920 წლიდან აზერბაიჯანში სიმღერა აკრძალული იყო, რაც სიმღერის თითქმის დავიწყება გამოიწვია.[1] მიუხედავად ამისა, სიმღერამ თურქეთში მოიპოვა პოპულარობა, სრულდებოდა რადიოსა და ტელევიზიებში, ოფიციალურ ღონისძიებებსა და ბანკეტებზე. აღსანიშნავია, რომ სიმღერის პირველად მოსმენისას თავად ათათურქს ცრემლი მოსდგომია თვალზე.[5]

1990 წელს, სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორმა, სულეიმან შენელმა, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიაში სტაჟირებას გადიოდა, ამ სიმღერის შესახებ ინფორმაცია ჰაჯიბეკოვის მემორიალურ სახლ-მუზეუმს შეატყობინა. დიდი პაუზის შემდეგ, 1993 წლის 10 მარტს, ბაქოში არსებულ რესპუბლიკის სასახლეში სიმღერამ კვლავ გაიჟღერა აზერბაიჯანის საზოგადოების წინაშე, რაც აჰმედ ჯავადის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე შედგა.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 „Бушевало Черное море“. Электронная библиотека Узеира Гаджибекова.
  2. Поддержка заслуженной артистки Азерин братства Азербайджана и Турции
  3. ნასიმან იაგუბლუ „Zamanın ruhlara hökm edən şairi“ დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. 525-ci qəzet. 16.05.2009- გ 20.
  4. Əhməd Cavadın istiqlal şeirləri Azərbaycan gəncliyinin dillər əzbəridir Şərq. 14.07.2011.- გ 11.
  5. ოქტაი ჰაჯმუსალი İstiqlal şairi Əhməd Cavad öz şeirləri ilə xalqı milli azadlığa səsləyirdi Xalq Cəbhəsi. 09.01.2012 გ.13.