მთავარი მენიუს გახსნა

მცხეთა-მთიანეთის მხარე

(გადამისამართდა გვერდიდან მცხეთა-მთიანეთი)

მცხეთა-მთიანეთის მხარე — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების შიდა ქართლის, ერწო-თიანეთის, ფშავის, ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრის, ქსნისხევის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-MM. მცხეთა-მთიანეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

მცხეთა-მთიანეთის მხარე
MM-ka.svg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ადმ. ცენტრი მცხეთა
შიდა დაყოფა ახალგორის მუნიციპალიტეტი, დუშეთის მუნიციპალიტეტი, თიანეთის მუნიციპალიტეტი, მცხეთის მუნიციპალიტეტი და ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°17′00″ ჩ. გ. 44°45′00″ ა. გ. / 42.28333° ჩ. გ. 44.75000° ა. გ. / 42.28333; 44.75000
სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე[1]
ფართობი 6,785 კმ²
მოსახლეობა Decrease2.svg 94 573 (2014) კაცი
სიმჭიდროვე 13,9 კაცი/კმ²
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები 94,5 %
აზერბაიჯანელები 2,4 %
ოსები 1,4 %
ასურელები 0,7 %
სომხები 0,3 %
რუსები 0,3 %
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები, მუსლიმები
სასაათო სარტყელი UTC+4
ISO 3166 კოდი GE-MM[2]
ოფიციალური საიტი http://www.mtskheta-mtianeti.gov.ge
Mtskheta-Mtianeti in Georgia (disputed hatched).svg

სექციების სია

ზოგადი ცნობებირედაქტირება

მხარის ფართობი შეადგენს 6785 კვ.კმ-ს, მოსახლეობა – 95 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე – 13,9 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მცხეთა. მხარეში 285 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

ადმინისტრაციული დაყოფარედაქტირება

კახეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:

რუკა მუნიციპალიტეტები
ახალგორის მუნიციპალიტეტი
დუშეთის მუნიციპალიტეტი
თიანეთის მუნიციპალიტეტი
მცხეთის მუნიციპალიტეტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

მმართველობარედაქტირება

  • 1995–1997 — შალვა ოგბაიძე (პირველი გუბერნატორი);
  • 1997–1998 — თემურ გიორგაძე;
  • 1998–2001 — კობა ბუჩუკური;
  • 2002–2004 — არმაზ შამანაური;
  • 2004 — დავით ბაშალეიშვილი;
  • 2004–2005 — გიორგი ხაჩიძე;
  • 2005–2008 — ვასილ მაღლაფერიძე;
  • 2008–2013 — ცეზარ ჩოჩელი;
  • 2013 — ხათუნა ოჩიაური;
  • 2013 — ნუგზარ ყიფიანი.

მოსახლეობარედაქტირება

მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[3] 1959 წ. აღწ. 1970 წ. აღწ. 1979 წ. აღწ. 1989 წ. აღწ. 1991' 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2016' 2017' 2018'
მცხეთა-მთიანეთი 97,135 100,972 118,430 122,052 123,100 117,740 94,573 94,100 93,900 93,900
დუშეთის 37,778 37,096 37,199 37,390 37,500 33,636 25,659 25,900 26,000 26,100
თიანეთის 18,559 17,341 16,554 15,128 15,200 14,014 9,468 9,800 9,900 10,000
მცხეთის 32,822 39,396 58,015 63,123 64,200 64,829 55,651 54,400 54,200 53,900
ყაზბეგის 7,976 7,139 6,662 6,411 6,200 5,261 3,795 3,800 3,800 3,800

ეკონომიკარედაქტირება

მცხეთა-მთიანეთი ძირითადად სასოფლო-სამეურნეო მხარეს წარმოადგენს, სადაც გამოიყოფა მეცხოველეობის (ახალგორი, თიანეთი, დუშეთი, ყაზბეგი) და მებოსტნეობა-მებაღეობის რაიონები (მცხეთა, ნაწილობრივ დუშეთი). საქართველოს სამხედრო გზა ამ რეგიონზე გადის, რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ერთადერთი მაგისტრალია ამჟამად. სამრეწველო ობიექტები თავმოყრილია მცხეთასა და დუშეთში. მხარეში მდებარეობს ქვეყნის მთავარი სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური.

ღირსშესანიშნაობებირედაქტირება

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება