მშვიდობით, კოლუმბუს

მშვიდობით, კოლუმბუს (ინგლ. Goodbye, Columbus) — ამერიკელი მწერლის, ფილიპ როთის, მხატვრული კრებული, რომელიც თავდაპირველად 1959 წელს გამოიცა. წიგნი ხუთ მოთხრობას აერთიანებს. თითოეული მათგანი ეხმიანება და იუმორისტულად აღგვიწერს მეორე და მესამე თაობის ამერიკელი ებრაელების ყოფას, რომლებიც ტოვებენ ეთნიკურ გეტოებს და გარეუბნებში იწყებენ ცხოვრებას.

„მშვიდობით, კოლუმბუს“
Goodbye, Columbus!

პირველი გამოცემა
ავტორი ფილიპ როთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი კრებული
გამომცემელი Houghton Mifflin Harcourt
გამოცემის თარიღი 1959
მომდევნო Letting Go

ნაწარმოებმა კრიტიკული აღიარება ჰპოვა და ავტორს აშშ-ის ეროვნული წიგნის ჯილდო მოუტანა.[1]. მიუხედავად ამისა, კრებულს კრიტიკა არ მოჰკლებია, რამდენადაც ებრაელი პერსონაჟების დამაკნინებელი აღწერა ამ ეთნოსის არაერთი წარმომადგენლის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.[2] 1962 წელს, რალფ ელისონთან, არანაკლებ გამორჩეულ შავკანიან მწერალთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ისინი თანამედროვე ლიტერატურულ ნიმუშებს განიხილავდნენ, ფილიპ როთის მიმართ საკმაოდ გამომწვევი შეფასებები გაკეთდა მრავალმა ის მიიჩნია ისეთ ებრაული წარმოშობის მქონე მწერლად, რომელიც ებრაელებს ვერ იტანდა. ეს უკანასკნელი მას თან გაჰყვა იარლიყად, რის გამოც შემდეგშიც არაერთხელ გახვეულა კრიტიკის ქარ-ცეცხლში.[3]

მიმოხილვა რედაქტირება

კრებულის სათაური — მშვიდობით, კოლუმბუს“ — ერთგვარად მიუთითებს საშუალო კლასის ებრაელი ამერიკელების ცხოვრებაზე, დამცინავი და ცინიკური ტონით.[4]

ნაწარმოების პროტაგონისტად გვევლინება ნილ კლუგმანი — დაბალანაზღაურებიანი მუშაკი ნიუარკის საჯარო ბიბლიოთეკაში. ის დეიდა გლედისთან და ბიძა მაქსთან ერთად ცხოვრობს ნიუ-ჯერსის მუშათა კლასის უბანში, ქალაქ ნიუარკში. ერთ ზაფხულს, ნილი გაიცნობს ბრენდა პატიმკინს, რედკლიფის კოლეჯის სტუდენტს, რომელიც საკმაოდ მდიდარი ებრაული ოჯახიდანაა და რომელიც შორტ ჰილზის მდიდარ გარეუბანში ცხოვრობს.

სათაური „მშვიდობით, კოლუმბუს“ ბრენდას ძმის, რონის მიერ შესრულებული სიმღერის ტექსტშიც გვხვდება, რომელიც მან, სხვა შემსრულებლებთან ერთად, ოჰაიოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იმღერა.

აღნიშნულ ნაწარმოებზე დაყრდნობით 1969 წელს გამოვიდა ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარ როლებს ალი მაკგროუ და რიჩარდ ბენჯამინი ასრულებენ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. "National Book Awards – 1960". Retrieved 2012-03-30. There is a link there to Roth's acceptance speech დაარქივებული 2018-09-22 საიტზე Wayback Machine. . The National Book Awards blog for the 50th anniversary of Goodbye, Columbus is essays by five writers[მკვდარი ბმული] about the book. The annual awards are made by the National Book Foundation.
  2. Zucker, David J. "Roth, Rushdie, and rage: religious reactions to Portnoy and The Verses." BNET. 2008. 17 July 2010.
  3. "Profile: Philip Roth: Literary hit man with a 9/11 bullet in his gun." The Times. 19 September 2004. 17 July 2010.
  4. (2005) „3“, Philip Roth : new perspectives on an American author. Westport, Conn.: Praeger, გვ. 43–57. ISBN 9780313018039. OCLC 518020092.