მუხის გვირგვინის ორდენი

მუხის გვირგვინის ორდენი (ფრანგ. Ordre de la couronne de Chêne) — ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს სახელმწიფო ჯილდო.

მუხის გვირგვინის ორდენი

სრული სახელიOrdre de la couronne de Chêne
დევიზიJE MAINTIENDRAI
ქვეყანალუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი
ტიპიორდენი
სტატუსიმიენიჭება
სტატისტიკა
დაწესების თარიღი29 დეკემბერი 1841 წელი
რიგითობა
მაღალი ჯილდოადოლფ ნასაუს ორდენი
დაბალი ჯილდოდამსახურების ორდენი (ლუქსემბურგი)

ისტორია რედაქტირება

1840 წელს ნიდერლანდებში მიღებული იყო კონსტიტუცია, სადაც მნიშვნელოვნად იზღუდებოდა მეფე ვილჰემ II-ს ავტოკრატული უფლებები, მათ შორის მისი უფლება საკუთარი თვალსაზრისის მიხედვით გაეცს სამეფო ჯილდო-ორდენები. ვილჰე მეორემ თავისი მეორე წოდების გამოყენებით — ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი (ლუქსემბურგი პირდაპირ კავშირშია ნიდერლანდებთან), 1941 წლის 29 დეკემბერს შექმნა ლუქსემბურგის მუხის გვირგვინის ორდენი, რომლის თვითონ განკარგვის უფლებაც ჰქონდა.

ლუქსემბურგის ნიდერლანდული პერიოდის ისტორიაში ორდენით ჯილდოვდებოდა ძალიან ცოტა ლუქსემბურგელი (მესამედზე ნაკლები) და დაჯილდოვებულების მნიშვნელოვან ნაწილს ნიდერლანდელები და უცხოელები 1890 წლამდე წარმოადგენდნენ, მანამ სანამ ვილჰე მესამეს გარდაცვალების შედეგად პირდაპირი კავშირი ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგელებს შორის გაწყდა. ამ მომენტიდან მუხის გვირგვინის ორდენი გახდა სუფთა ლუქსემბურგის ორდენი, ახალმა დიდმა ჰერცოგმა ადოლფ ნასაუმ გააგრძელა ორდენით დაჯილდოება. თანამედროვე დროში მუხის გვირგვინის ორდენი იერარქიულად წარმოადგენს სიდიდით მესამე ლუქსემბურგის ჯილდოს.

სტადიები რედაქტირება

თავდაპირველად ორდენს ოთხი სტადია გააჩნდა — დიდი ჯვარი, რაინდი ვარსვკლავით, მეთაური და რაინდი.

5 თებერვალი 1858 წელი, ორდენის სტატუსის ცვლილების შემდეგ, სტადიების რაოდენობა გაიზარდა ხუთამდე:

  •   დიდი ჯვარი — ორდენის ნიშანი განიერ ლენტზე მარჯვენა მხრიდან და ვარსკვლავი გულმკერდის მარცხენა მხარეს.
  •   დიდი ოფიცერი — ორდენის ნიშანი კისრის ლენტზე და ვარსკვლავი გულმკერდის მარცხენა მხარეს.
  •   მეთაური — ორდენის ნიშანი კისრის ლენტზე.
  •   ოფიცერი, 1858 წლის 5 თებერვლიდან — ორდენის ნიშანი გულმკერდის ლენტზე სოკეტით.
  •   რაინდი — ორდენის ნიშანი გულმკერდის ლენტზე.

ასევე ორდენს ეკუთვლის სამი სახის მედალი: ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს.

ორდენის აღწერა რედაქტირება

ორდენის ნიშანი თავის მხრივ თეთრი მინანქარის ოქროს ჯვარს წარმოადგენს. ჯვრის ცენტრში განიერ ოქროს რგოლში მწვანე მინანქარი, მრგვალი მედალიონია მოთავსებული, რომელზეც განთავსებულია ვილჰემ მეორის ოქროს მონაგრამა — დაგვირგვინებული გოთური წერილით „W“. ოფიცერის დონის ჯვარს, ჯვრის მხრებს შორის მიმატებულია ოქროს მუხის თაიგული.

დიდი ჯვრის გულმკერდის ჯვარი და კავალერიის ვერსკვლავი 1858 წლამდე თავისი სახით წარმოადგენდა ვერცხლის ჟენევის ჯვარს, რომელზეც თავსდებოდა მედალიონი, მედალიონის ანალოგიური ნიშნით და შემოფარგლული წითელი მინანქრის ბეჭდით წარწერით„JE MAINTIENDRAI“(„მე დავუჭერ მხარს, შევინახავ“). 1858 წლიდან დიდი ჯვრის გულმკერდის ვარსკვლავი თავის მხრივ წარმოადგენდა ვერცხლისფერ რვაწვეროიან ვარსკვლავს ანალოგიური წყობით, ხოლო ძველი ვარსკვლავი გახდა დიდი ოფიცრის განმასხვავებელი ნიშანი.

ორდენის ლენტი — აბრეშუმის ნაჭრის, სტაფილოსფერი (1858 წლამდე ყვითელი), სამი მუქი მწვანე ფერის ხაზით. დიდი ჯვრის ლენტის სიგანე — 100 მმ, დიდი ოფიცრის — 50 მმ, მეთაური, ოფიცერი, კავალერი — 37 მმ.

ორდენის მედალები თავის მხრივ წარმოადგენენ რვაკუთხედს, წარმოქმნილი მასში ორდენის ნიშნის მოთავსებით და ჯვრებს შორის ადგილის შევსებით.

დაჯილდოების პირობები რედაქტირება

მუხის გვირგვინის ორდენი განკუთვნილია ლუქსემბურგის მოქალაქეების დაჯილდოებისთვის სამხედრო და სამოქალაქო სამსახურეობრივი დამსახურებისთვის. ასევე შესაძლებელია უცხოელების დაჯილდოვებაც.

უფრო მაღალი დონის ორდენით დაჯილდოება შესაძლებელია წინა დაჯილდოებიდან არა ნაკლებ 5 წლის შემდეგ.

უფრო მაღალი ორდენის დაჯილდოების შემდეგ მცირე დონის ნიშნები უნდა იყოს დაბრუნებული სახელმწიფო დეპარტამენტში. ასევე ნიშანი უნდა ჩაბარდეს დაჯილდოვებულის გარდაცვალების შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება