პატარძეულის მარანი

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში
(გადამისამართდა გვერდიდან მუჩიაშვილების მარანი)

პატარძეულის მარანიარქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის განაპირას. თარიღდება XIX საუკუნით. ეკუთვნოდა მუჩიაშვილებს. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია ნანგრევების სახით. შენობა გეგმით ოთხკუთხაა (10,75x7,6 მეტრი). ნაგებია წვრილი, რიყის ქვითა და კირის დუღაბით. აღმოსავლეთ კედლის გაყოლებით, მთელ სიგრძეზე, მოწყობილია ქვის საწნახელი, რომელიც კირის წმინდა ხსნარითაა შელესილი. საწნახლის თავზე, აღმოსავლეთ კედლის შუაში, ოთხკუთხა სარკმელია. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. იატაკის დონე დარღვეულია. ჩანს მხოლოდ ერთი ქვევრი.

ლიტერატურა რედაქტირება