მუსტანგი
მუსტანგი (ინგლ. mustang < ესპ. mestengo < ესპ. mesteño — ჯოგს მოცილებული ცხოველი) — გაველურებული შინაური ცხენი. ფართოდ იყო გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკის პრერიებში. არიან კოლონისტების მიერ ახალ სამყაროში XVI საუკუნეში შეყვანილი ცხენების შთამომავლები. ადგილობრივი მოსახლეობა — ინდიელები — მუსტანგზე ნადირობა ხორცისა და ტყავისათვის, აგრეთვე მოსაშინაურებლად. მუსტანგების რაოდენობა XVIII საუკუნეში 4 მლნ. აღწევდა, XX საუკუნეში კი 20 ათასამდე შემცირდა. მუსტანგებს შორის გვხვდება სხვადასხვა ზომის (საშუალო სიმაღლე მინდაოში 147 სმ), ტიპის, ფერისა (უფრო ხშირად წაბლა და წითური) და სხეულის აგებულების ინდივიდები.
ამჟამად მუსტანგი სახელმწიფოს დაცვის ქვეშაა და მათი რაოდენობა გაზრდილია. 2019 წლის მონაცემებით, ველურ ბუნებაში ზრდასრული მუსტანგების რაოდენობა 88 ათასი სული იყო.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 210.
- Щипанов Н. А. Мустанги // Большая российская энциклопедия. т. 21. — М., 2013. — стр. 513.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bloch, Sam (19 September 2019). „How America's wild horses end up in slaughterhouses abroad“. The Counter. ციტირების თარიღი: 14 December 2021.