მოჰამედ მუიზუ
მოჰამედ მუიზუ (დ. 15 ივნისი, 1978) — მალდიველი პოლიტიკოსი და ინჟინერი, რომელიც 2023 წლიდან მალდივების მერვე პრეზიდენტი და პროგრესული კონგრესის კოალიციის ლიდერია. მანამდე იგი იყო ბინათმშენებლობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი 2012 წლიდან 2018 წლამდე, ამ მაჩვენებლით იგი მალდივში ამ თანამდებობაზე ყველაზე დიდი ხნით მყოფი მინისტრია. მუიზუ იყო მალეს მერი 2021 წლიდან 2023 წლამდე.
მოჰამედ მუიზუ | |
---|---|
მალდ. މުޙައްމަދު މުޢިއްޒު | |
დაბადების თარიღი | 15 ივნისი, 1978[1] (46 წლის) |
დაბადების ადგილი | მალე, მალდივის რესპუბლიკა |
მოქალაქეობა | მალდივის რესპუბლიკა |
განათლება | ლონდონის უნივერსიტეტი, ლიდზის უნივერსიტეტი, Majeediyya School და Iskandhar School |
მეუღლე/ები | Sajidha Mohamed |
მალეში დაბადებულმა მუიზუმ გაიარა სამოქალაქო ინჟინერიის სწავლება გაერთიანებულ სამეფოში და 2009 წელს დაიცვა დოქტორის ხარისხი ლიდსის უნივერსიტეტში. 2012 წელს დანიშნეს ბინათმშენებლობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად და ამ თანამდებობაზე იმუშავა 2018 წლამდე. 2021 წელს გახდა მალეს მერი. როგორც ეროვნული კონგრესის წევრი, მუიზუ წარადგინეს საპრეზიდენტო კანდიდატად ყოფილი პრეზიდენტის, აბდულა იამინის კორუფციის ბრალდებით დაპატიმრების შემდეგ. იმის გამო, რომ იამინი არ იყო უფლებამოსილი არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, მუიზუ შეარჩიეს მის მემკვიდრედ. იგი იყო ეროვნული კონგრესის კანდიდატი 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი იბრაჰიმ მოჰამედ სოლიჰი. მუიზუმ 2023 წელს მიიღო პროგრესული კონგრესის კოალიციის ლიდერისა და აგრეთვე მალდივების ეროვნული თავდაცვის ძალების მთავარსარდლის თანამდებობა, ამ თვალსაზრისით იგი ხდება მალდივების პირველ პრეზიდენტი, რომელმაც დაიკავა ყველაზე მეტი თანამდებობა მალდივების ისტორიაში. გარდა ამისა, იგი მსახურობდა მალდივების განვითარების ალიანსის უფროს ვიცე-პრეზიდენტად 2013-დან 2018 წლამდე, მალდივის პროგრესული პარტიის მოადგილედ და აღდაალათის პარტიის გენერალურ მდივნად 2010-დან 2014 წლამდე.
2023 წლის მალდივის საპრეზიდენტო არჩევნებში მოჰამედ მუიზუმ დაამარცხა შვიდი კანდიდატი, მიიღო 101 635 ხმა პირველ ტურში და 129 159 ხმა მეორე ტურში. მისი კამპანია მოიცავდა ეროვნულ სუვერენიტეტზე, კორუფციასთან ბრძოლასა და ეკონომიკურ რეფორმებზე აქცენტს. მანიფესტი მოიცავდა პირობებს საერთაშორისო სამხედრო პრესონალის გაყვანისა და ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი განვითარების გაუმჯობესების შესახებ. 2024 წლის მალდივების პარლამენტის არჩევნებში, მუიზუს პარტიამ მოიპოვა სუპერ-უმრავლესობა 75 ადგილის მოპოვებით, გაუსწრო მაშინდელ უმრავლესობაში მყოფ მალდივების დემოკრატიულ პარტიას (MDP), რომელსაც მანამდე ჰქონდა 60-ზე მეტი ადგილი სახალხო მეჯლისში.
მისი პრეზიდენტობის პერიოდში, მუიზუმ განახორციელა პოლიტიკა, რომელიც მოიცავდა ინდოეთის სამხედრო ჯარების გაყვანას მალდივებიდან და წინა მთავრობების მიერ სხვა ქვეყნებთან დადებული საიდუმლო შეთანხმებების გაუქმებას, რომლებმაც სავარაუდოდ საფრთხე შეუქმნეს მალდივების დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. მუიზუ ასევე ფოკუსირებული იყო საცხოვრებელი და სტრუქტურული განვითარების, აგრეთვე სამთავრობო პოლიტიკისა და საკანონმდებლო რეფორმების საკითხებზე. 2024 წლის ივნისში მან აკრძალა ისრაელის პასპორტები, ისრაელ-ჰამასის ომის კონტექსტში და დაიწყო პალესტინისადმი მხარდაჭერა.
განათლება
რედაქტირებამოჰამედ მუიზუ დაიბადა 1978 წლის 15 ივნისს მაფანუში, მალე, მალდივი. მუიზუ სწავლობდა ისქანრის სკოლაში და იქ მიიღო განათლება მეოთხე კლასამდე.[2] შემდეგ ის გადავიდა მალდივის უძველეს მაჯიდიას სკოლაში, სადაც სწავლობდა მე-5-დან მე-10 კლასამდე.
2005 წელს მან მიიღო სტიპენდია გაერთიანებული სამეფოს მთავრობისგან, რათა გაევლო ლიდსის უნივერსიტეტის დოქტორანტურის კურსი სამოქალაქო ინჟინერიაში.[3]
პრეზიდენტობა
რედაქტირებამოჰამედ მუიზუ მალდივების რესპუბლიკის მერვე პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს 2023 წლის 17 ნოემბერს.[4] იგი არის მეოთხე პრეზიდენტი, რომელიც დემოკრატიულად აირჩიეს და მეექვსე რომელიც დაიბადა მალეში.[5][6] მისი ფიცის დადების ცერემონიალი, ვიცე-პრეზიდენტ ჰუსეინ მოჰამედ ლათიფთან ერთად, ჩაატარა მალდივების უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ აჰმედ მუთჰასიმ ადნანმა რესპუბლიკის მოედანზე.[7]
პირველი 100 დღე
რედაქტირებათავისი პრეზიდენტობის საწყის დღეებში, მუიზუმ დაიწყო ინდოეთის სამხედრო ჯარების გაყვანა მალდივებიდან.[8][9][10][11] თავის საარჩევნო კამპანიაში იგი ხალხ დაპირდა რამდენიმე საცხოვრებელი პროექტის გაშვებას თავისი პირველი 100 დღის განმავლობაში, საცხოვრებელი ფონდის შექმნასა და საბანკო სესხების საპროცენტო განაკვეთის ზღვრის დაწესებას ხუთ პროცენტამდე.[12]
მუიზუმ დაიწყო წინა ხელისუფლების მიერ უცხო ქვეყნებთან დადებული საიდუმლო შეთანხმებების გაუქმების პროცესი, რომლებიც, მისი აზრით, საფრთხეს უქმნიდა მალდივის რესპუბლიკის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. მან ასევე გაასაჩივრა საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილება, რომელიც შეეხო ქვეყნის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის სამხრეთ ზღვის ნაწილს.[13][14][15][16]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებამუიზუს საარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთ ინტერვიუში მუიზუმ და პირველმა ლედიმ, საჯიდჰამ, აღნიშნეს, რომ ერთმანეთი გაიცნეს 2003 წლის აპრილში იბრაჰიმ ნასირის საერთაშორისო აეროპორტში.[17] მუიზუ დაქორწინდა საჯიდჰა მოჰამედზე 2003 წლის 18 მაისს; მათ ჰყავთ სამი შვილი იასმინე, უმაირი და ზაიდი.[18]
ლიტერატურა
რედაქტირება- Mohammed, Mariyath (16 June 2024). „China President Xi Jinping sends birthday greetings to President Muizzu“. The Edition. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 July 2024. ციტირების თარიღი: 16 June 2024.
- The Chinese Ambassador pays a courtesy call on the President (15 June 2024). ციტირების თარიღი: 19 July 2024
- Latheef, Moosa (1 October 2023). „Calm, silent Muizz clinches presidency“. Atoll Times (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 April 2024. ციტირების თარიღი: 1 October 2023.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://edition.mv/news/34075
- ↑ (dv) Interview with the mother of President Elect, Dr. Muizzu. Mihaaru Videos. 9 October 2023. https://www.youtube.com/watch?v=3-4PFltrl_g.
- ↑ Srinivasan, Meera (17 September 2023). „The frontrunner Mohamed Muizzu“. The Hindu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 January 2024. ციტირების თარიღი: 19 September 2023.
- ↑ Sharuhan, Mohamed (17 November 2023). „New Maldives president is sworn in and vows to remove Indian troops“. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 January 2024. ციტირების თარიღი: 17 November 2023.
- ↑ Dr Mohamed Muizzu sworn in as the 8th President of the Maldives (17 November 2023). ციტირების თარიღი: 2023-11-18
- ↑ Inaugural Address by His Excellency Dr. Mohamed Muizz, President of the Republic of Maldives (17 November 2023). ციტირების თარიღი: 2023-11-18
- ↑ Presidential Inauguration of the 8th President of Maldives. ციტირების თარიღი: 17 November 2023
- ↑ Banerjee, Aveek, ed. (28 November 2023). „Why did Maldives President Muizzu ditch India for Turkey on his first foreign visit?“. India TV. ციტირების თარიღი: 28 November 2023.
- ↑ „Maldives leader demands removal of Indian military by mid-March“. NBC News. Associated Press. 15 January 2024. ციტირების თარიღი: 15 January 2024.
- ↑ Sharuhan, Mohamed (14 January 2024). „Maldives leader demands removal of Indian military from the archipelago by mid-March amid spat“. Associated Press. ციტირების თარიღი: 14 January 2024.
- ↑ Sharuhan, Mohamed. „Maldives' President Mohamed Muizzu wants the Indian military personnel stationed in his archipelago nation withdrawn by March 15“. ABC News. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 January 2024.
- ↑ Rehan, Mohamed (16 November 2023). „Pres-Elect Dr. Muizzu's first 100-day plan: Indian military deportation top priority“. The Edition. ციტირების თარიღი: 16 November 2023.
- ↑ Hafthaa 14. ციტირების თარიღი: 17 November 2023
- ↑ President Dr. Mohamed Muizzu Unveils Visionary Transformation for Velana International Airport (4 January 2024). ციტირების თარიღი: 4 January 2024
- ↑ Shihab, Ibrahim H.. Muizzu's 100- Days' plan includes ensuring "national sovereignty" (17 November 2023). ციტირების თარიღი: 17 November 2023
- ↑ (13 February 2024) The Military Balance 2024. Taylor & Francis, გვ. 51. ISBN 9781040051153.
- ↑ Muizzu aai Saaji ge vaahaka. Mihaaru (8 October 2023). ციტირების თარიღი: 12 December 2023
- ↑ Hamdhoon, Ahmed. (25 August 2023) މުއިއްޒުގެ އެންމެ ބޮޑު ސަޕޯޓަރަކަށް އަނބިކަނބަލުން، މުޅިން ސަޕްރައިޒް! dv. ციტირების თარიღი: 19 July 2024