მოწამე სოლეიმანი (ოპერაცია)

ოპერაცია მოწამე სოლეიმანი (სპარს. عملیات شهید سلیمانی)[2]ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ ბაღდადში ყუდსის ძალების მეთაურის ყასემ სოლეიმანის მკვლელობის პასუხად განხორციელებული სამხედრო ოპერაცია ერაყის ტერიტორიაზე განლაგებული აშშ-ის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ. ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა ირანულმა სააგენტომ Tasnim-მა 2020 წლის 8 იანვარს[3].

აინ-ალ-ასადის დაბომბილი ავიაბაზა

აინ-ალ-ასადის დაბომბილი ავიაბაზა
მდებარეობა ერაყის დროშა ერაყი
ირანის დროშა ირანი
33°48′ ჩ. გ. 42°26′ ა. გ. / 33.800° ჩ. გ. 42.433° ა. გ. / 33.800; 42.433
მეთაური ჰოსეინ სალამი
ობიექტი ავიაბაზა აინ-ალ-ასადი, ერბილის საერთაშორისო აეროპორტი
მიზანი აშშ-ის სამხედრო ბაზების დაბომბვა ერაყში
თარიღი 8 იანვარი, 2020
განახორციელა სარაკეტო დარტყმა
დანაკარგები არა[1]

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს იერიში მიიტანეს ერაყში აშშ-ის ორ ობიექტზე: ქვეყნის დასავლეთით მდებარე აინ-ალ-ასადის ავიაბაზაზე და ჩრდილოეთით მდებარე ერბილის საერთაშორისო აეროპორტზე[4]. გარდა ამისა გამოცხადებული იყო ირანის შესაძლო თავდასხმა დუბაიზე და ხაიფაზე[5].

შეტევამდე ცოტა ხნით ადრე ამერიკის ძალებმა ახლო აღმოსავლეთში, შესაძლო სარაკეტო თავდასხმის გამო სრულ საომარ მზადყოფნაში მოიყვანეს ანტისარაკეტო კომპლექსი MIM-104 Patriot-ი[6].

ერაყის პრემიერ-მინისტრის, ადილ აბდულ-მაჰდის განცხადებით, ბაღდადისთვის ცნობილი იყო, რომ ირანი „ალ ასადის“ საჰაერო ბაზას დაბომბავდა. ოპერაცია დაიწყო 8 იანვრის 02:00 საათზე[7][8].

ირანის ხელისუფალთა კომენტარები

რედაქტირება

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ 15 ბალისტიკური რაკეტის გაშვებით და ერაყში ამერიკული ბაზის დაბომბვით „ირანმა ამერიკას სილა გააწნა“[9]. ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აცხადებს, რომ ირანის საბოლოო მიზანი შეერთებული შტატების სამხედრო ძალების რეგიონიდან გაძევება იქნება[10].

აშშ-ის რეაქცია

რედაქტირება

სარაკეტო დარტყმის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო განცხადება გააკეთა ირანის მიერ ერაყში აშშ-ის ბაზებზე განხორციელებულ იერიშთან დაკავშირებით. მან განაცხადა: „ვიდრე მე ვარ ამერიკის პრეზიდენტი, ირანს არ ექნება უფლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი“. მისივე თქმით სარაკეტო დარტყმების დროს არავინ დაშავებულა „არ ყოფილა მსხვერპლი ჩვენი მხრიდან, ყველა ჩვენი ჯარისკაცი დაცულია. წინასწარი შეტყობინების სისტემამ კარგად იმუშავა. ჩვენ განვიცადეთ მინიმალური ზარალი". ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ ახალ, მძლავრ ეკონომიკურ სანქციებს უწესებს ირანს და ეს სანქციები შენარჩუნდება, „სანამ ირანი არ შეცვლის თავის ქცევას“[11].

  1. ვიდრე მე ვარ პრეზიდენტი, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება - დონალდ ტრამპი
  2. Iran launches missiles into US air bases in Iraq: US official en. ციტირების თარიღი: 7 January 2020
  3. КСИР начал операцию «Мученик Сулеймани» против США. lenta.ru. ციტირების თარიღი: 2020-01-08.
  4. Иран атаковал два объекта США в Ираке. lenta.ru. ციტირების თარიღი: 2020-01-08.
  5. Иран пригрозил атаковать Дубай и Хайфу. lenta.ru. ციტირების თარიღი: 2020-01-08.
  6. Американские военные на Ближнем Востоке приведены в состояние боевой готовности — СМИ // Сегодня.ua, 8 января 2020
  7. ბალისტიკური რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებით ირანმა ერაყი გააფრთხილა - ერაყის პრემიერ-მინისტრი
  8. Премьер-министр Ирака предупредил об угрозе опустошительной войны // РБК, 08.01.2020
  9. ჩვენ ამერიკელებს სახეში სილა გავაწანით - აიათოლა ალი ხამენეი
  10. ირანის საბოლოო პასუხი სულეიმანის მკვლელობისთვის აშშ-ის სამხედრო ძალების რეგიონიდან გაძევება იქნება - ჰასან რუჰანი
  11. ტრამპი: აშშ-ის ჯარისკაცები არ დაშავებულან, ირანს ახალ სანქციებს ვუწესებთ