მოჩა (ესპ. Isla Mocha) — პატარა კუნძული ჩილეს არაუკოს პროვინციის სანაპიროსთან, წყნარ ოკეანეში. კუნძულის ფართობი დაახლოებით 48 კვ.კმ-ია. მასზე ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით გადაჭიმულია მთათა სისტემა. მაპუჩეს მითოლოგიაში, გარდაცვლილთა სულები ამ კუნძულზე მიემგზავრებოდნენ. დღესდღეობით, კუნძულზე მდებარეობს მოჩას ბუნების ნაკრძალი, რომელიც კუნძულის ტერიტორიის 45 %-ს იკავებს. აღსანიშნავია, რომ კუნძულის სიახლოვეს ჩაძირულია არაერთი გემი. მოაჩას სანაპირო წყლები პოპულარული ადგილია თევზაობის მოყვარულთათვის.

კუნძული მოჩა

ისტორია რედაქტირება

მოჩა ისტორიულად დასახლებული იყო მაპუჩეს ტომის ხალხით. კუნძული აღმოაჩინა ხუან ბაუტისტა პასტენემ 1544 წლის 10 სექტემბერს და უწოდა Isla de San Nicolas de Tolentino.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება