მოსკოვის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (კოლომენსკოე)
მოსკოვის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუს. Казанская церковь) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთის ადმინისტრაციული ოლქის ნაგატინსკი-ზატონის რაიონში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1649-1653 წლებში.
მოსკოვის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°40′06″ ჩ. გ. 37°40′02″ ა. გ. / 55.66833° ჩ. გ. 37.66722° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
საიტი | ოფიციალური ვებგვერდი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | მოსკოვური ბაროკო |
თარიღდება | XVII საუკუნე |
დეტალები
| |
გუმბათი | 5 |
ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს ძლევამოსილი ღვთისმშობლის ხატის სახელზე. ეგვტერები კი ამბერკი იერაპოლელისა და დიმიტრი თესალონიკელის სახელზე.
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირება1649 წელს ტახტის მემკვიდრის დიმიტრი ალექსის ძის დაბადებასთან დაკავშირებით გაიმართა ყაზანის ღვთისმშობლის ხატის საერთოეკლესიური თაყვანისცემა. სწორედ ამ დროს ჩაეყარა საფუძველი ხატის სახელობის ეკლესიებს იაროსლავლსა და კოლომენსკოეს სამეფო სასახლის ეზოში. კოლომენსკოეს ეკლესიის მშენებლობა დასრულდა ოთხი წლის შემდეგ.
პეტრე პალამარჩუკი თავის წიგნში „ორმოცი კაჭკაჭი“ წერს, რომ არსებობს ლეგენდა თითქოს ეკლესია ააგეს ყაზანის აღების 100 წლისთავთან დაკავშირებით[1], ადრე მის ადგილზე არსებული ეკლესიის მაგივრად.
გვიანდელი გადმოცემის თანახმად, პირველი ყაზანის ეკლესია მეფის სასახლეში ააგეს მეფე მიხეილ თევდორეს ძის პერიოდში 1630-იან წლებში[2].
1910 წელს ეკლესიის კედლებზე ფერწერის ნიმუშები გაჩნდა. 1941-1942 წლებში ეკლესია არ მოქმედებდა, შემდეგ მსახურება აღსდგა და მას მერე არ შეწყვეტილა[3].
ტაძარში ინახება შემდეგი სიწმინდეები: XVII საუკუნის ყაზანის ღვთისმშობლის ხატი და სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი „ძლევამოსილი“. ჩრდილოეთის ეგვტერში ინახება იესო ქრისტეს ხის ქანდაკება. 1920-იან წლებში ქანდაკება მდებარეობდა მთავარ ტაძარში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ П. Паламарчук, А. Демченко. Сорок сороков: Окраины Москвы. Изд-е 2. Книга и бизнес, 1992. Стр. 123.
- ↑ Церковь Казанской иконы Божией матери, XVII в., ансамбль усадьбы Коломенское. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-14. ციტირების თარიღი: 2018-04-15.
- ↑ Згура В. В. Коломенское. Очерк художественной истории и памятников. — М., 1928.