მოსკოვის ქრისტეშობის ტაძარი (როგოჟის სასაფლაო)
მოსკოვის ქრისტეშობის ტაძარი (რუს. Храм Рождества Христова) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალურიი ადმინისტრაციული ოლქის ტაგანის რაიონში.
მოსკოვის ქრისტეშობის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°44′19″ ჩ. გ. 37°42′09″ ა. გ. / 55.73861° ჩ. გ. 37.70250° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ი. ჟუკოვი |
ხუროთმოძღვრული სტილი | ფსევდოგოთიკა |
თარიღდება | XIX საუკუნე |
დეტალები
| |
სიმაღლე (მაქს.) | 47 მეტრი |
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებაზამთრის ერთგუმბათიანი ტაძარი ქრისტეს შობის სახელზე ააგეს 1804 წელს არქიტექტორ ი. დ. ჟუკოვის პროექტის მიხედვით ფსევდოგოთიკურ სტილში.
ეკლესიის შიგნით შექმნილია ორი დამოუკიდებელი ეგვტერი მიქაელ მთავარანგელოზისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. ტაძარი მოხატულია ძველებურ სტილში. აქ ასევე მდებარეობს ძველი ხატების ღირებული კოლექცია. ნაპოლეონის თავდასხმის დროს 1812 წელს ტაძარი ფრანგებმა გაძარცვეს, რაზეც მეტყველებს ხატებზე დღემდე შემორჩენილი ხმლების ნაკვალევი. 1856 წლის 7 ივლისს მთავრობამ დალუქა ღვთისმშობლის კვართისა და შობის ტაძრები. ამ მდგომარეობაში იყვნენ 50 წლის განმავლობაში.
1929 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა. აქედან ძალიან მალევე მოანგრიეს გუმბათი. 1995 წელს ტაძარი დაუბრუნეს რუსეთის მართლმადიდბელ სტაროობრიადულ ეკლესიას.
ტაძარი აღადგინეს 2008 წელს. 2008 წლის 2 დეკემბერს შედგა ტაძრის გუმბათზე ჯვრის აღმართვის საზეიმო ცერემონია. დაყენებულ ჯვართან ერთად ტაძრის სიმაღლე არის 47 მეტრი.
2008 წლის 24 დეკემბერს ტაძარი სრულიად გაათავისუფლეს სამშენებლო მასალისგან. ტაძრის შიგნით აღადგინეს კედლის მხატვრობის მხოლოდ ოთხი ფრაგმენტი, რომელზეც გამოსახულია ოთხი მახარებელი. ტაძრის კანკელი ჯერ კიდევ არაა აღდგენლი, მისი ხატები დაცულია ღვთისმშობლის კვართის ტაძარში.
ტაძარს აქვს ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.