მოსკოვის სამების ხიდი
სამების ხიდი (რუს. Троицкий мост) — მოსკოვის ერთ-ერთი უძველესი ქვის ხიდი, რომელიც მდებარეობს მდინარე ნეგლინაიაზე და არის ერთადერთი გადარჩენილი ხიდი რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია. ერთმანეთთან აკავშირებს კუტაფიის კოშკსა და მოსკოვის კრემლის სამების კოშკს.
სამების ხიდი რუს. Троицкий мост | |
---|---|
კოორდინატები | 55°45′08″N 37°36′49″E / 55.752222° ჩ. გ. 37.613611° ა. გ. |
მდებარეობა | მოსკოვი, რუსეთი |
თარიღდება | 1516 |
ისტორია
რედაქტირებამოსკოვის ისტორიკოსის ივან ზაბელინის აზრით, სამების ხიდის პირველი ქვის ვარიანტი სავარაუდოდ ააგეს ჯერ კიდევ 1367 წელს, კრემლის კედლის აგების თანადროულად. მისი ვარაუდი დაფუძნებულია 1475 წლის ისტორიულ დოკუმენტზე, რომელშიც მოხსენიებულია „დიდი ქვის ხიდი“.
ცხრათაღოვანი აგურის ხიდი ააგეს 1516 წელს იტალიელი არქიტექტორის ალევიზ ფრიაზინის პროექტის მიხედვით, თანამედროვე კრემლის კედლების ამოყვანის პარალელურად. მას მაშინ ეწოდებოდა რიზოპოლოჟენის ხიდი. ეს სახელი ამჟამად სამების ჭიშკარს ეწოდება.
სამების ხიდი აკავშირებდა მოსკოვის კრემლის რაიონს სავაჭრო და ხელოსანთა ცენტრ ბელი-გოროდიბელი-გოროდთან.
XVI-XVIII საუკუნეებში სამების ხიდის ახლოს განთავსებული იყო დიდი რაოდენობით სავაჭრო მაღაზიები.
1812 წლის ხანძრის შემდეგ დაიწყო ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები კრემლის მთელ მიმდებარე ტერიტორიაზე. სამუშაოებს ხელმძღვანელობდა არქიტექტორი იოსიპ ბოვე. მდინარე ნეგლინაია მოაქციეს მიწის ქვეშ, რის შედეგადაც ხიდმა დაკარგა თავისი წინანდელი დანიშნულება და მოექცა ალექსანვრეს ბაღის ცენტრალურ ნაწილში.
სამების ხიდი არაერთხელ გადააკეთეს. პირველი მნიშვნელოვანი ცვლილებები ხიდმა განიცადა 1793 წელს. 1876 წელს ხიდი გაარემონტეს. 1901 წელს კიდევ ერთხელ გადააკეთეს და მიიღო ის სახე რა სახიტაც ჩვენამდეა შემორჩენილი. 1975 წელს ხიდი გაარემონტეს და გაათავისუფლეს სამხრეთ-დასავლეთის ფასადი მიშენებებისაგან[1].
დიდი სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს XX საუკუნის 70-იან წლებში და ასევე 2000 წლიდან.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Надежин Б. М. Мосты Москвы. — М.: Моск. рабочий, 1979. — 192 с., ил. (с. 113—191). — 50.000 экз.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Московский Кремль დაარქივებული 2009-02-21 საიტზე Wayback Machine.
- Путеводитель по Москве დაარქივებული 2013-09-20 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Романюк С.К. Москва. Вокруг Кремля и Китай-города: Путеводитель, М. 2008, с. 19.