მოსკოვის მაცხოვრის კვართის ტაძარი (დონი)

მოსკოვის მაცხოვრის კვართის ტაძარი (რუს. Храм Ризоположения) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVIII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთის ადმინისტრაციული ოლქის დონის რაიონში.

მოსკოვის მაცხოვრის კვართის ტაძარი
მოსკოვის მაცხოვრის კვართის ტაძარი (დონი) — რუსეთი
მოსკოვის მაცხოვრის კვართის ტაძარი (დონი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°43′12″ ჩ. გ. 37°36′16″ ა. გ. / 55.72000° ჩ. გ. 37.60444° ა. გ. / 55.72000; 37.60444
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7732488000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVIII საუკუნე

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია მაცხოვრის კვართის სახელზე, ეგვტერები კი იაკობ ალფესისა და წმინდა ბარბარეს სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ხის ეკლესია ააგეს ჯერ კიდევ 1690 წელს, იმ ადგილზე სადაც ერთმანეთს შეხვდნენ 1625 წელს სპარსეთის შაჰის აბას I-ის ელჩობა და რუსეთის სასულიერო საზოგადოება, რომელთაც მეფე მიხეილ თევდორეს ძესა და პატრიარქ ფილარეტს გადასცეს, ქისტიანული სამყაროს სიწმინდე ქრისტეს კვართი, იმ ტანსაცმლის ნაწილი, რომელიც ქრისტეს გოლგოთისკენ მიმავალ გზაზე ეცვა. ქრისტეს კვართი დააბრძანეს კრემლის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. შეხვედრის ადგილზე ააგეს ხის ტაძარი, მოგვიანებით - ობელისკი, რომელიც შემონახულია დღემდე. ამ პერიოდიდან საეკლესიო კალენდარში გაჩნდა ახალი ჩანაწერი: „მაცხოვრის წმინდა კვართის მდებარეობა მოსკოვში (1625)“. ამ დრესასწაულს მხოლოდ ერთი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს.

ქვის ეკლესია ააგეს ძველი ხის ეკლესიის ადგილზე 1701-1716 წლებში მოსკოვური ბაროკოს სტილში. 1886-1889 წლებში ააგეს მოციქულ იაკობ ალფესის სახელობის ეგვტერი, ხოლო დაახლოებით 1894 წელს ზემოდან დააშენეს სამრეკლო. ეკლესიის ინტერიერში შემნახულია XVIII საუკუნის პერიოდის გაფორმება, ამავე პერიოდს მიეკუთვნება ბაროკოს სტილის საუკეთესო ნიმუში, ეკლესიის კანკელი.

XX საუკუნეში ეკლესია არ დაუხურავთ. 1930-იან წლებში მისი წინამძღვარი იყო მღვდელმოწამე ალექსანდრე ხოტოვიცკი. 1944-1960 წლებში ეკლესიაში მდებარეობდა მოჟაისკის მთავარეპისკოპოსის მაკარი დაევის კათედრა. 1949-1963 წლებში ეკლესიაში მსახურობდა წინამძღვარი ნიკოლა გოლუბცოვი. 2011 წლიდან ტაძრის საპატიო წინამძღვარია მიტროპოლიტი იობ ტივონიუკი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება