მოსკიტები (ესპ. მხ. რ.mosquito - კოღო), ორფრთიანი სისხლისმწოვი მწერების საერთო სახელწოდება. აერთიანებს კოღოებს (ანოფელესი, კულექსი, აედესი, კულიზეტა), ქინქლებს (Simuliidae), პეპლურასებრთა (Psychodidae) ოჯახების სისხლისმწოვ წარმომადგენლებსა და ფლებოტომუსებს (Phlebotomidae). ზოგიერთი მკვლევარი არამართებულად უწოდებს მოსკიტებს ფლებოტომუსებს.

Phlebotomus papatasi

ლიტერატურა რედაქტირება

  • მარუაშვილი გ., ქსე, ტ. 7, გვ. 134, თბ., 1984