მომხმარებლის განხილვა:Zangala/არქივი 28

ბოლო კომენტარი: 9 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zangala თემაში ხუჯაბი
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

რჩეული სტატიები რედაქტირება

გამარჯობათ, გთხოვთ, ამ გვერდზე შემოიხედოთ და თქვენი პოზიცია გამოხატოთ. ზოგიერთ სტატიისათვის სტატუსის მოხსნას, ექვსი თვის განმავლობაში, 4 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი ჰყავს და, მიუხედავად ამისა, დღემდე ინარჩუნებენ სტატუსს. მადლობა, წინასწარ. --Saliner 18:56, 6 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

თუ არ ვცდები ამის გაკეთების საშუალება თქვენც გაქვთ.--ცანგალა () 19:56, 6 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

ალექსანდრე აბხაზი რედაქტირება

გაუ. გილოცავ დღესასწაულებს! ერთი და იმავე სტატიაში ისიც წერია და ესეც. მგონი უფრო აფხაზი უნდა იყოს სწორი. ბიძამისი ხომ აფხაზია. --Kober განხილვაწვლილი 16:10, 7 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

ლიტერატურაში აბხაზი უნდა იყოს თუ აფხაზი?--ცანგალა () 16:12, 7 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
ლიტერატურაში მითითებული სტატიის სათაურში არის "ბ", სტატიის ტესტში - "ფ". --Kober განხილვაწვლილი 17:33, 7 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

ალბიგოელთა ჯვაროსნული ლაშქრობა რედაქტირება

ცანგალა გამარჯობა, ქსე არაფერს გვეუბნება ამ სტატიის განხილვაში დასმულ საკითხზე? --JABA 1977 15:12, 8 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

სამწუხაროდ არა. ჯერ ვერ მივაგენი. --ცანგალა () 15:20, 8 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

თუ არ გიცდია, იქნებ სტატია ჯვაროსნული ლაშქრობებიც ნახო (თუმცა მეეჭვება აქ რამე იყოს). --JABA 1977 15:23, 8 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

კიდევ ვნახავ.--ცანგალა () 15:24, 8 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
არც მე მგონია, მანდ რამე იყოს. ცალკე ალბიგოელებზე არაა რამე? ან კათარებზე, ან კათარიზმზე. შეიძლება იყოს კათარული ჯვაროსნული ლაშქრობაც. Deu. 15:40, 8 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
ალბიგოელებზე შემოვიტანე.--ცანგალა () 15:47, 8 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

განხილვის გვერდი რედაქტირება

ცანგალა განხილვის გვერდიდან იშლება რამე? --JABA 1977 14:07, 16 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

არაფერი არ იშლება. არც სტატიის და არც მომხმარებლის განხილვის გვერდებიდან. არქივი იქმნება.--ცანგალა () 14:53, 16 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
ამას გადახედე და მიუთითე, თორემ მე ვისაც შენიშვნა მივეცი ზოგიერთის წაქეზების შედეგად მტრად გადამეკიდა ვიკიპედიაში. --JABA 1977 16:00, 16 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

განხილვა:მაკედონური ენა რედაქტირება

ნახე რა ქსე-ში. Deu. 17:57, 16 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

პასუხი დავწერე სტატიის განხილვის გვერდზე.--ცანგალა () 18:38, 16 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

დაბადების წლები რედაქტირება

20 მარტის გარდაცვლილებთან დაბადების წლები რატომ წაშალეთ? - Island (გ) 12:20, 17 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

როდესაც წლებია მაგ. გ. 1998 — ვუწერ დ. წელს ან პირიქით, ხოლო თარიღებთან არ ვწერ. არ მეჩხუბო გერმანელების მიხედვით ვაკეთებ. შევწყვიტო?--ცანგალა () 12:47, 17 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
უმრავლესობას არ უწერია.--ცანგალა () 12:55, 17 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

რაც უკვე წერია, იმის წაშლის საჭიროებას ვერ ვხედავ. ისე, ინგლისურშიც და ფრანგულშიც უწერია. - Island (გ) 15:06, 17 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

ამ მინიშნების შემდეგ ვნახე. მაგრამ 20 მარტის შემდეგ 24 მარტის ჩათვლით ჯერჯერობით არ შემხვედრია. --ცანგალა () 17:07, 17 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

ნორმა რედაქტირება

ნორმასთან დაკავშირებით, მერე გამახსენდა სტატია ჟოაო აველანჟი. იხილეთ აგრეთვე განხილვა. - Island (გ) 19:38, 18 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

ე.ი. უნდა დაიწეროს როგორც დამკვიდრდა და მივუწეროთ ნორმა და არა პირიქით. როგორც ჩვენ ვსაუბრობდით დღეს. მადლობა.--ცანგალა () 19:48, 18 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

პამამლუ თუ ჰამამლუ? რედაქტირება

სალამი ცანგალ, სტატიებში გამრეკელი თორელი (XII საუკუნე), თორელები, კახა თორელი (XIII საუკუნე), კახა თორელი და გამრეკელი თორელი ლიტერატურაში მითითებულია მუსხელიშვილის წიგნი სადაც წერია სიტყვა პამამლუს. ეს სიტყვა სწორია? იქნებ გადამიმოწმო ქსე-ში. --JABA 1977 16:32, 22 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

მადლობა, გავასწორე ყველა სტატიაში.--ცანგალა () 07:19, 23 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

ზენონ იყალთოელი რედაქტირება

გამარჯობა ცანგალა, ზენონ იყალთოელი ამ სტატიას იქნებ ქსე-დან წყარო მიუთითო. --JABA 1977 18:58, 27 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

თხოვნა შესრულებულია.--ცანგალა () 19:48, 27 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

მადლობა. --JABA 1977 19:54, 27 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

წასაშლელი განხილვა რედაქტირება

ცანგალა განხილვა:ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუში ამ შემთხვევაში გვერდი უნდა წაიშალოს. --JABA 1977 13:39, 29 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

წავშალე. ვერ გავიგე ომის პროექტი რატომ არის თითქმის ყველა ამერიკის პრეზიდენტები. რა პრინციპით არის ეს პროექტი. მგონი არც ყოფილა შეთანხმება.--ცანგალა () 13:43, 29 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

მეც მიკვირს ცანგალა, რა გითხრა. --JABA 1977 13:56, 29 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

სადაც შემხვდება ყველგან წავშლი.--ცანგალა () 13:57, 29 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

გადასატანია? რედაქტირება

ცანგალა ერთი რამ მაინტერესებს ეს სტატიები, ყველა ამ სათაურით ფიქსირდება უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში. ფრიდრიხ II შტაუფენი (გვ. 362), ალექსი I კომნენოსი‎ (გვ. 28), მანუელ II პალეოლოგოსი (გვ. 222), მანუელ I კომნენოსი (გვ. 222), ნიკიფორე II ფოკა (გვ. 253) და როგორ ფიქრობ უნდა გადავიტანოთ სხვა სათაურზე და ვიკიპედიის სტანდარტიზაციას შევწიროთ? --JABA 1977 13:33, 8 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

ყველაფერი უნდა დარჩეს როგორც გვეუბნება ქართული სალიტერატურო ენის ნორმები.--ცანგალა () 13:49, 8 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

გთხოვ იხილო ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები. --JABA 1977 13:56, 8 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

უცნაურად მეჩვენება, რომ მხოლოდ მე და ისლანდს გვთავაზობ. ვერ გავიგე რა გსურს? --ცანგალა () 17:43, 8 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

უცნაური რა არის მაგაში? მე ვთვლი, რომ რაზეც მაქვს საუბარი ყველაზე მეტად შენ და ისლანდს შეგიძლიათ გაიგოთ. ძალიან გთხოვ სხვა დროს იცოდე რასაც ვწერ იმის იქით არაფერს არ ვგულისხმობ. ასე რომ ეჭვი აღრ შეგეპაროს ჩემს ქმედებებში, გარდა ამისა არაა საჭირო ყველას ჩამოვუარო და დავუწერო. დაინტერესებული მომხმარებელი ბოლო ცვლილებებში ნახავს ამ ორ განხილვაში დაწერილს და მარტივად გაიგებს რა ხდება და სად ხდება. :) --JABA 1977 18:02, 8 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

რა მსურს ვერ გაიგე? ძალიან მიკვირს, რადგან პირველი კომენტარი ამ სექციაში საკმაოდ ადეკვატური იყო, ახლა ვეღარ გაიგე? გასაკვირია, დაგიკონკრეტებ: თუ სახელი დაფიქსირებულია წყაროში დარჩეს წყაროს მიხედვით ანუ ისე როგორც შენ დაწერე: ყველაფერი უნდა დარჩეს როგორც გვეუბნება ქართული სალიტერატურო ენის ნორმები. --JABA 1977 18:04, 8 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

რაც გაინტერესებდა ჩემგან ჩემს განხილვის გვერდზე გიპასუხე. მაშინ პირდაპირ ფორუმზე დაგეწერა.--ცანგალა () 18:09, 8 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

აქ ჭკუის დასარიგებლად არ მომიწერია პრობლემის გადაჭრას ვითხოვ. ჩემი ნებაა სად დავწერ და როდის დავწერ. ამით ვიკპედიის წესები არ დამირღვევია. შენ კი შენი მოვალეობა უნდა შეასრულო და კომენტარი იქაც უნდა დააფიქსირო, თუმცა შენი ნებაა. შენგან სხვა პასუხს არც მოველოდი სიმართლე ითქვას. ჩათვალე არაფერი არ მომიწერია. --JABA 1977 18:14, 8 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

საკითხი დახურულია.--ცანგალა () 18:32, 8 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

დახურე დახურე, აბა საკუთარს ხომ არ მოჭრი თავს? ვიკრიჭები --JABA 1977 18:55, 8 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

ფორუმი რედაქტირება

ცანგალა აქ შეიხედე--დათო1010 19:35, 15 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

მადლობა. ვნახე.--ცანგალა () 06:32, 16 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

Thuja რედაქტირება

ცანგალა ეს ორი სტატია ტუია, ბიოტა იქნებ ქსე-ში გადაამოწმო. ორივეს ერთი და იგივე ლათინური სახელი Thuja უწერია. თუ ერთ მცენარეზეა ორივე მაშინ შესარწყმელია--დათო1010 22:34, 17 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

ორივე ჩემი შემოტანილია. ალბათ ნახე განხილვა:ტუია. ბიოტა 8-10 მ, ტუია 20—60 მ აღწევს. შეიძლება ჩაითვალოს რომ სხვადასხვა მცენარეა. ბიოტაში წერია — აღმოსავლური ბიოტა (Thuja orientalis, Biota orientalis). ლათ. დასახელებას მიაქციე (თითქმის ერთნაირია), ხოლო სტატიაში აღმოსავლური ბიოტა (ჩემი შემოტანილი არ არის) წერია ლათ. Platycladus orientalis. აღმოსავლური ბიოტა ქსე-ში არ არის რომ გადავამოწმო.--ცანგალა () 06:58, 18 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

„th“ კომბინაცია, გამიგია, ქართულში გადმოგვაქვს როგორც „თ“. --Pirts განხილვაწვლილი 13:17, 18 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

Pirts, ნუ მაბრაზებ. ვიღიმი. მაგ. ლათ. Antiaris toxicaria ქართულად ანჩარი. „th“ კომბინაცია, გამიგია, ქართულში გადმოგვაქვს როგორც „თ“ — გეთანხმები, მაგრამ ტუიას თუ გულისხმობ ქართული სალიტერატურო ენის მიხედვით ქართ. სახელწოდება მიანიჭეს ტუია და არა თუია. ლათ. დასახელება არ უთარგმნიათ უბრალოდ მიანიჭეს როგორც ეს Antiaris toxicaria მაგალითზე. th (რამდენიმე სახელში) — ტ: Anthony — ანტონი, Thomas — ტომას-ი, Thames — ტემზა, Theresa — ტერეზა.-ცანგალა () 13:46, 18 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

მართალი ხარ, მაგრამ მთლად ბოლომდეც არა. --Pirts განხილვაწვლილი 14:04, 18 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

მომხმარებლის გვერდი რედაქტირება

გამარჯობა! თუკი სტატიას შევქმნით იქ ჩავწეროთ მასზე ინფორმაცია. მომხმარებელი:ლევანი2011 ესეც ის უნდა ყოფილიყო. - ოთოჯი განხილვა 13:26, 16 მაისი 2014 (UTC)პასუხი

კი ბატონო იგივე მომხმარებელია. უბრალოდ იქ ჩანაწერი დავტოვე, რომ რამე არ გამოგვრჩეს. იქნებ ეს ორი მომხმარებლის გვერდი ერთმანეთს დაუკავშირო. გთხოვ. და მადლობა.--ცანგალა () 13:30, 16 მაისი 2014 (UTC)პასუხი
დაწერ ლევანზე სტატიას თუ მე დავწერო ?. ანგარიშებთან დაკავშირებით ბიუროკრატს უნდა მიმართო. მიშას უთხარი. - ოთოჯი განხილვა 13:33, 16 მაისი 2014 (UTC)პასუხი
გთხოვ შენ დაწერო. ანგარიშებს მიშას ვთხოვ. მადლობა.--ცანგალა () 13:36, 16 მაისი 2014 (UTC)პასუხი

მომხმარებლის სახელი რედაქტირება

სალამი, ცანგალა. მომხმარებლის სახელი, როგორიც არის Pharmadepot (ფარმადეპო, ორგანიზაცია) იბლოკება, თანაც სამუდამოდ. შეუძლია რეგისტრირება ახალი ჩვეულებრივი სახელით. იხ. ვიკიპედია:ვანდალიზმი: მხოლოდ ანგარიშის სახელი --Henry McClean განხილვაწვლილი 08:14, 14 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

მადლობა. ისე მომხმარებელი თუ მიიღებს შეტყობინებას თუ რატომ დაიბლოკა?--ცანგალა () 08:15, 14 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

{{subst:ბლოკი|დრო=|მიზეზი=}}— ~~~~ მგონი ესაა. ჩაუწერ და შეავსებ და ეგაა :) --Henry McClean განხილვაწვლილი 08:17, 14 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

დაბლოკვა შესრულებულია. მხოლოდ არ ვიცი მომხმარებელმა მიიღო თუ არა ინფორმაცია, თუ რამიზეზით დაიბლოკა.--ცანგალა () 08:28, 14 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

ზევით რაც დაგიდე, ეგ დააკოპირე და შეავსე. მიხვდები შენც, რა უნდა ჩაწერო. ორი ველია შესავსები, ხელმოწერაც დაუტოვე. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:32, 14 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

განხილვაში ჩაუსვი მომხმარებელს, ჩემი შეტყობინების შემდეგ. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:33, 14 ივნისი 2014 (UTC)პასუხი
მადლობა. უკვე მიხეილს გაუკეთებია. მადლობა.--ცანგალა () 06:01, 15 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

დაცვის დონე რედაქტირება

გამარჯობა, ცანგალა. თუ შეგიძლია, დროებით, თარგი:ინფოდაფაზე დაცვის დონის დაწევა? მასში ჰენრის ნათხოვნი ცვლილებები უნდა შევიტანო. მადლობა წინასწარ.— G.G. 08:22, 14 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

დავწიე და დავტოვებ. რატომ იყო მხოლოდ ადმინისტრატორებზე არ ვიცი.--ცანგალა () 08:26, 14 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

გაფრთხილება არააქტიურ ადმინისტრატორობაზე რედაქტირება

გაფრთხილება
გამარჯობა!. არააქტიური ადმინისტრატორისთვის სტატუსის მოხსნის შესახებ წესის თანახმად, თქვენ გეძლევათ გაფრთხილება უმოქმედობაზე, რადგან სამი თვის განმავლობაში ვერ დააგროვეთ 500 ზოგადი და 50 ადმინისტრაციული რედაქტირება. გაითვალისწინეთ რომ, ადმინისტრატორი, რომელიც ვერ ასრულებს წესით დაკისრებულ ვალდებულებას ადმინისტრატორის სტატუსს კენჭისყრის გარეშე კარგავს. გმადლობთ!
--JABA 1977 08:00, 23 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
ამჟამად ვარ ქობულეთში. გაფრთხილება მიღებულია. ვეცდები ერთი თვის მანძილზე გავხდე აქტიური. პატივისცემით ცანგალა () 16:22, 23 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

თხოვნა რედაქტირება

გამარჯობა, ცანგალა! გთხოვ, პირადი გვერდიდან ამოიღო თარგი ადმინი. წინასწარ, მადლობა !. - ოთოჯი განხილვა 19:21, 5 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

თხოვნა შესრულებულია.--ცანგალა () 17:54, 6 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

Viel Glück und alles Gute... რედაქტირება

...zum Geburtstag! კოცნა Deu. 13:29, 1 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

გილოცავ! --JABA 1977 13:38, 1 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი
გილოცავ, ცანგალა! გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წინსვლასა და წარმატებებს! — G.G. 13:52, 1 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი
ვუერთდები მილოცვებს! მრავალ წარმატებას გისურვებ! --Henry (მომწერეთ) 13:56, 1 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი
გილოცავ, ცანგალა. წარმატებებს გისურვებ! პირადად მე, ყოველთვის გელი კვლავ ადმინისტრატორის პოსტზე! გისურვებ ძველებურ აქტიურობას!— Mikheil მიწერა 17:29, 1 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი
ცანგალა გილოცავ დაბადების დღეს!!! გისურვებ ყოველივე საუკეთესოს! მალე დაგვიბრუნდი ვიკიპედიაში :)--დათო1010 18:09, 1 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი
ვუერთდები მილოცვებს. მრავალს დაესწარი, ჯანმრთელობას და ულევ სიხარულს გისურვებ! :) – BruTe () 19:09, 1 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

დიდი დიდი მადლობა. --ცანგალა () 09:32, 2 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

დაგვიანებით ვუერთდები მილოცვებს! :) ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებ! კოცნა--შოთა [UT] 09:46, 2 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი
შოთიკო, დიდი მადლობა მოლოცვისთვის.--ცანგალა () 09:29, 6 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

ხუჯაბი რედაქტირება

ცანგალა, გამარჯობა. ეგებ ქსე-ში ნახო, ხუჯაბის (ჰუჯაბის) ტაძრის მდებარეობაზე რა წერია, საქართველო თუ სომხეთი? მადლობა. Deu. 08:43, 20 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

ხუჯაბი, ქართული ხუროთმოღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი, მდებარეობს მარნეულის რაიონში, ახლანდელ სოფ. ახქერფის მახლობლად. ქსე, ტ. 11, გვ. 521, თბ.1987 (ავტ. რ. მეფისაშვილი, ვ. ცინცაძე)--ცანგალა () 10:15, 20 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი
Zangala/არქივი 28-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.