მომხმარებლის განხილვა:SHOTHA/არქივი 1

ბოლო კომენტარი: 11 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Henry McClean თემაში ინფოდაფა
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

H.McC. (მომწერეთ) 20:41, 2 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

თარგი:ინფოდაფა მწერალი

რედაქტირება

თარგი:ინფოდაფა მწერალი - შეცვალეთ ამით თქვენი ინფოდაფა. იგი არ მუშაობს. --H.McC. (მომწერეთ) 09:07, 3 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

გარდა ამისა - გამოიყენეთ ეს ბრჭყალები - „“ - ჩვენ სხვა «» ბრჭყალებს არ ვიყენებთ. თუ კლავიატურაზე არ გაქვთ, „“ არის რედაქტირების ქვედა პანელში, განყოფილებაში დამატებითი ნიშნები. --H.McC. (მომწერეთ) 09:10, 3 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

გთხოვთ, წაიკითხოთ დახმარების გვერდი, გამოიყენოთ პირადი სავარჯიშო. თქვენს სტატიას აკლია წყაროები, არ აქვს კატეგორიები. გარდა ამისა, მოკლე სტატია (3 წინადადებაზე ნაკლები) იშლება. --H.McC. (მომწერეთ) 13:13, 3 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

სექციას ვარქმევთ „რესურსები ინტერნეტში“ - ეს ჩვენი სტანდარტია. --H.McC. (მომწერეთ) 13:22, 3 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

წესები

რედაქტირება

გამარჯობა ბზუილა. გაეცანით ვიკიპედიის წესებს, სტატია მინიმუმ სამი წინადადებისაგან უნდა შედგებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი წაიშლება. — მიხეილ მიწერა 14:50, 3 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

საერთაშორისო ბმულები

რედაქტირება
  • ვინაიდან ასე გაბედულად და თამამად მუშაობთ და წარმატებითაც, გაეცანით ამას - ვიკიპედია:საერთაშორისო ბმულები. ეს ახსნა სტატიის კოდის სულ ბოლოს დასმული სხვაენოვანი სტატიების შესახებ არის. კარგი იქნება, თუ ჩასვამთ აქაურ სტატიებში ყველას (მათ შორის, ინგლისურსაც), ხოლო ინგლისურში (ან რუსულში) საკმარისია ჩამატება [[ka:სტატიის სათაური]] (ანბანის მიხედვით) და რეზიუმეში (სტატიის რედაქტირებას რეზიუმეს ველი აქვს) დაუწერეთ ka-wiki და საკმარისი იქნება, მიხვდება იქაური მომხმარებელი, რა დაამატეთ. ამის შემდეგ რობოტი ავტომატურად დაივლის და ყველა სხვაენოვან ვიკიპედიაში თავისით დასვამს ქართულის ბმულს.
  • თუ თარგში იყენებთ კლასს hlist, მაშინ სიების სექციაში სია შეგიძლიათ წეროთ ასე:

* სიტყვა
* სიტყვა
* სიტყვა

და იგი ავტომატურად დაეწყობა ერთ ხაზზე ან ხაზებზე. --H.McC. (მომწერეთ) 16:34, 3 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ჩემი რჩევაა - შეეცადეთ, ძირითად წყაროდ გამოიყენოთ ინგლისური სტატიები. შესადარებლად მაინც. რუსებს ძალიან ბევრი რამ შეცვლილი აქვთ და ძირითად წყაროდ ინგლისურს ან სხვა ორიგინალს ვიყენებთ (სახელებისათვის). თუნდაც იმ სავარჯიშოს დავხედე, რომელსაც ამჟამად ამუშავებთ. АСТ რუსული გამომცემლობაა. ჩვენთან იწერება უცხოელი გამომცემელი და მეორადი მნიშვნელობა აქვს ეროვნულს. საერთოდ, ეგ სავარჯიშო საჯაროა და შესაძლოა, ვინმე ადგეს და თავად შეიტანოს ცვლილებები ან საერთოდ ამოშალო, ამიტომ გამოიყენეთ პირადი სავარჯიშო, რომელშიც არავინ შეგიძლით.

გარდა ამისა, რომანების სერიისათვის არსებობს ცალკე, მოხერხებული თარგი. შეგიძლიათ დააკოპიროთ აქედან და შეცვალოთ საკუთარი მონაცემებით. --H.McC. (მომწერეთ) 17:36, 3 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

თარგი

რედაქტირება

სალამი. საერთო სივრცეში თარგები არ იქმნება. თუ გსურთ ცალკე ქვეგვერდის შექმნა, აკეთებთ ასე: მომხმარებელი:ბზუილა/აქ ნებისმიერი სახელი - დახრილი ხაზის შემდეგ შეგიძლიათ ჩასვათ რამე გვერდი და იქ შექმნათ ყველაფერი, ხოლო მთავარ გვერდზე მომხმარებელი:ბზუილა დაამატეთ მომხმარებელი:ბზუილა/ის რაც თქვენ შექმენით და ეს აისახება თქვენს მთავარ გვერდზე. --H.McC. (მომწერეთ) 18:42, 3 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

რუსული ვიკიპედია

რედაქტირება

გამარჯობა. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ძირითად წყაროდ ნუ ეყრდნობით რუსულ ვიკიპედიას! ინგლისურსაც გადახედეთ ხოლმე. --მიხეილ მიწერა 12:17, 4 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ნავიგაციისათვის არსებობს ბევრი სხვა საშუალება, სტატიის ბოლოს „აცტეკების მითოლოგიაში დაბრუნება“ ვიკიპედიაში არ იწერება. --H.McC. (მომწერეთ) 12:52, 4 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ესპანური

რედაქტირება

ესპანური z ქართულში შემოდის როგორც . შესაბამისად — მეოამერიკა. --მიხეილ მიწერა 13:15, 4 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

პუნქტუაცია

რედაქტირება

გამარჯობა. სტატიაში „ვალგა“ გაქვთ ხარვეზები, კერძოდ, იქ, სადაც უნდა გამოგეყენებინათ ტირე (—), გამოყენებული გაქვთ დეფისი (-). მაგალითად:

  1. 2012 წლის დასაწყისში კი - 12539-ს;
  2. 1920 წელს ქალაქი გაიყო ორ ნაწილად - ვალკად და ვალგად.

ორივე შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ ტირე (—). შეგახსენებთ, რომ ტირე (—) გამოიყენება წინადადებაში გამოტოვებული წევრის ნაცვლად, ხოლო დეფისი (-) კი გამოიყენება სიტყვათა დასაკავშირებლად. ასევე, მიაქციეთ ყურადღება სიტყვებსა და სასვენ ნიშნებს შორის ადგილის გამოტოვებას — სიტყვები და სასვენი ნიშნები ერთმანეთსაა მიბმული. გთხოვთ, გაითვალისინეთ ეს მითითება და გამოასწორეთ ხარვეზები. Nodar Kherkheulidze განხილვა 18:56, 4 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

გავითვალისწინებ :) --ბზუილა განხილვაწვლილი 18:57, 4 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

მეც მივაწერ - დასახლების ინფოდაფაში ველი აკლდა. ეს ჩავამატე:

|პანორამა = ValgaTownHall.jpg

ამ კონკრეტულ ინფოდაფაში პირდაპირ ფაილის სახელი ჩაწერეთ ხოლმე და აღარ სჭირდება ზომების მითითება --H.McC. (მომწერეთ) 19:26, 4 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

გადამოწმებადი წყარო

რედაქტირება

გამარჯობა. მიხარია ასე გულმოდგინედ რომ შეუდექით ვიკისაქმიანობას. იმისათვის რომ სტატიამ დააკმაყოფილის ვიკიპედიის მოთხოვნები და შემოწმდეს აუცილებელია ერთი გადამოწმებადი წყარო მაინც ჩაისვას გთხოვთ გადაათვალიეროთ, გირჩევთ იმ ვიკიპედიიდან საიანაც თარგმნით სტატიებს ისე მიუთითოთ ლიტერატურა, ან რესურსები ინტერნეტში როგორც ამ სტატიაში გავაკეთე, ან როგორც ამ სტატიაშია. გმადლობ და წარმატებები. --ჯაბა ლაბაძე 11:00, 5 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

თუ იმ ვიკიპედიაში, საიდანაც ვთარგმნი, არ არის მითითებული წყაროები, ამ შემთხვევაში რა მოვიმოქმედო? --ბზუილა განხილვაწვლილი 11:05, 5 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ან უნდა მოიძიო რაიმე ავტორიტეტული წყარო ინტერნეტში და ჩაუსვა, ან ტექსტის თავში ჩასვა {{წყარო}} იხ. თარგი:წყარო. --ჯაბა ლაბაძე 11:49, 5 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

გასაგებია) კიდევ ერთი კითხვა მაქვს: ფაილი (სურათი) როგორ და საიდან ავტვირთო? აქ როცა გადავდივარ არ მაძლევს ატვირთვის უფლებას
როგორც ვიცი, ახალ მომხმარებლებს რამდენიმე დღე უჭირთ სურათის ატვირთვა. ცოტა მოიცადე და მერე მაგ ბმულს მიჰყევი. წარმატებები. განხილვებში ხელი მოაწერე ხოლმე. :) --ჯაბა ლაბაძე 13:05, 5 იანვარი 2013 (UTC)პასუხი
სულ მავიწყდება :)) --ბზუილა განხილვაწვლილი 13:06, 5 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

თარგი:Box

რედაქტირება

მომავალში ყველა ინტერესის თარგი შექმენით სივრცეში თარგი:Box/თქვენი თარგის სახელი . ამ თარგს ამჟამად გადავიტან. --H.McC. (მომწერეთ) 14:12, 5 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ბოდიში, მგონი, ვცდები.   მომავალში გავარკვევ, ამჟამად არაფერი გადამაქვს. --H.McC. (მომწერეთ) 14:13, 5 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

გავარკვიე, პირველი მითითება ძალაში, გადამაქვს. --H.McC. (მომწერეთ) 14:15, 5 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

შემდეგში ეგრე შევქმნი   --ბზუილა განხილვაწვლილი 14:17, 5 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ფოტოები

რედაქტირება

გაუმარჯოს. როდესაც რომელიმე ვიკიპედიაში ზის ვიკისაწყობის სურათი, იგი აუცილებლად გადმოიტანეთ ქართულშიც. სტატიებს წყარო მიუთითეთ სქოლიოს სახითაც. --მიხეილ მიწერა 15:36, 5 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ინტერვიკი

რედაქტირება

გამარჯობა, როდესაც სტატიაში ინგლისური ინტერვიკი ზის სხვა ინტერვიკს (ამ შემთხვევაში რუსულს) თავად ჩასვამს ბოტი. --ჯაბა ლაბაძე 18:56, 7 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ok gavitvaliswineb --ბზუილა [ განხილვა ] 19:01, 7 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ინდიელები

რედაქტირება

გაითვალისწინე, რომ ინდური და ინდური (ან ინდიელთა) სულ სხვადასხვა რამეა. გაასწორე სტატიებში. --მიხეილ მიწერა 12:12, 8 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ინდიური დავწერო? --ბზუილა [ განხილვა ] 12:17, 8 იანვარი 2013 (UTC)პასუხი
ინდიური, ინდიელთა ან თუნდაც ადგილობრივი. შენც ხვდები, რომ ინდური სასტიკი შეცდომაა. --მიხეილ მიწერა 12:20, 8 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

სანდო მომხმარებელი

რედაქტირება

გილოცავთ, დღეიდან სანდო მომხმარებლის სტატუსი გაქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი წვლილი ავტომატურად შემოწმებული იქნება. --მიხეილ მიწერა 18:31, 10 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ოჰო, არ ველოდი, დიდი მადლობა :) --ბზუილა [ განხილვა ]   18:35, 10 იანვარი 2013 (UTC)პასუხი
გილოცავთ. თავისთავად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი ცვლილებები ჩასწორებას არ დაექვემდებარება, მაგრამ თქვენი სახით ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი მივიღეთ. წელიწადი კარგად დაიწყო.   --H.McC. (მომწერეთ) 18:44, 10 იანვარი 2013 (UTC)პასუხი
ვეთანხმები ჰენრის, მშვენივრად მუშაობთ, ასე განაგრძეთ და ჩვენი თანადგომის იმედი გქონდეთ. ეს სტატუსი კი უფრო მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებთ   --მიხეილ მიწერა 18:45, 10 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

მიკტლანი

რედაქტირება

გამარჯობა. სტატიაში მიკტლანი (და სხვაგანაც შეძლებისდაგვარად) გაითვალისწინე:

  1. სქოლიო იწერება სტატიის ბოლოში, ამ შემტხვევაში ლიტერატურის შემდეგ.
  2. უცხოენოვან ლიტერატურას არ ვთარგმნით და ორიგინალურ ენაზე გადმოგვაქვს ქართულში, რადგან ეს გააადვილებს მის მოძიებას.
  3. აუცილებელია ლიტერატურას მითიტებული ჰქონდეს გამოცემის ადგილი და წელი.

წარმატებები. --ჯაბა ლაბაძე 15:11, 12 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

არ ვიცოდი, გავითვალისწინებ   --bzuila   15:15, 12 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ინფოდაფა

რედაქტირება

სალამი. სინგლებს და უბრალოდ სიმღერებს სხვადასხვა ინფოდაფები აქვს: თარგი:ინფოდაფა სინგლი და თარგი:ინფოდაფა სიმღერა --H.McC. (მომწერეთ) 20:32, 14 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

აქ ქართული ვიკიპედიის ლინკი არ ჰქონდა და ვიფიქრე რომ სინგლს ცალკე ინფოდაფა არ გააჩნდა   გმადლობ, გავითვალისწინებ --bzuila   20:34, 14 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ხოლმე ეშლებათ. ამიტომ გითხარით ბევრჯერ - შეამოწმეთ ინგლისურშიც. იქ არის. --H.McC. (მომწერეთ) 20:48, 14 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

SHOTHA/არქივი 1-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.