2018 წელი სპორტში სპორტული კალენდარი

გთხოვთ, ვარჯიშისთვის გამოიყენოთ „სავარჯიშო გვერდი“ !რედაქტირება

მოგესალმებით!
გმადლობთ ვიკიპედიისადმი თქვენი ინტერესისთვის. რედაქტირების შესაძლებლობების შემოწმება შესანიშნავად ჩატარდა, ყველაფერი მუშაობს!
სამწუხაროდ, ჩვენ იძულებულნი ვართ, გავაუქმოთ თქვენი რედაქტირება, რადგანაც იგი არ შეიცავს ვიკიპედიისთვის საჭირო ინფორმაციას. გთხოვთ, შემდგომი ექსპერიმენტებისთვის გამოიყენეთ ვიკიპედიის სავარჯიშო ან თქვენი პირადი სავარჯიშო, სადაც ხელს არავინ შეგიშლით.
თუ გსურთ პროექტის უფრო ახლოს გაცნობა, იხილეთ დახმარების გვერდი და შემოუერთდით ვიკიპედიის გაუმჯობესების პროცესს. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ახალ მომხმარებლებს!


Thank you for experimenting with Wikipedia. Your test worked, and it has been reverted or removed. Please use the sandbox for any other tests you want to do. If you do not speak Georgian but want to learn more about contributing to our encyclopedia, take a look at a special village pump page.Mehman 97 10:52, 21 თებერვალი 2019 (UTC)

ცხრილებირედაქტირება

გამარჯობა. როდესაც შეგაქვთ სპორტსმენების სტატიებში ტურნირების შედეგები, გთხოვთ გამოიყენოთ ცხრილები და არ გადმოაკოპიროთ სხვა საიტიდან. მაგ., თუ სპორტსმენი ორ ან მეტ სპორტში მონაწილეობდა შეჯიბრებზე, გამოიყენეთ ასეთი სახით, რომ მიიღოთ → ეს, ხოლო თუ მხოლოდ ერთ სპორტს მისდევს შეგიძლიათ ასე ჩასვათ და მიიღებთ → ამას. ცხადია, ამ ცხრილებში მონაცემთა შეცვლა მოგიწევთ შესაბამისი მონაცემებით. ამგვარი ცხრილებით უფრო დაეხმარებით ვიკიპედიას. კითხვების შემთხვევაში მომწერეთ. წარმატებები! გიო ოქრო 14:37, 22 თებერვალი 2019 (UTC)

მცირე შენიშვნებირედაქტირება

გამარჯობა. ვატყობ, რომ მნიშვნელოვნად დაგიხვეწიათ მუშაობის სტილი. თქვენს დაწერილ სტატიაში რაღაცეები ჩავასწორე და მინდა გაცნობოთ მათ შესახებ, რათა სამომავლოდ ესეც გაითვალისწინოთ:

  • დასაწყისში, ფრჩხილებში, დაბადების თარიღთან და წელთან ერთად მიუთითეთ ადგილიც (თუკი ცნობილია რაღათქმაუნდა), მაგ., სტატიაში თეიმურაზ აფხაზავა — (დ. 21 აპრილი, 1955, ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ);
  • დასაწყისში, დეფისის (-) ნაცვლად გამოიყენეთ დიდი ტირე (—), რომელიც არ გვაქვს კლავიატურაზე, მაგრამ მისი ჩასმა შეგიძლიათ რედაქტირებისას: ტექსტის ზედა ფანჯარაში დააწკაპუნებთ ღილაკზე „სპეციალური სიმბოლოები“; შემდეგ მარცხენა ჩამონათვალში აირჩევთ „სიმბოლოები“; შემდეგ სხვადასხვა სიმბოლოდან დააწვებით ბოლოს წინა ხაზზე მდებარე დიდ ტირეს (გვერდით არის ჩვეულებრივი ტირეს (–) ღილაკი და არ აგერიოთ);
  • ცხრილი და ჯილდოების ჩამონათვალი დაასათაურეთ: მაგ., ასე — == ჯილდოები, პრემიები და პრიზები == და == ძირითადი შედეგები ==;
  • სტატიის სულ ბოლოში ჩასვით კატეგორიები შემდეგი სახით:
[[კატეგორია:დაბადებული 21 აპრილი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1955]]
[[კატეგორია:ქართველი მოჭიდავეები ბერძნულ-რომაულ სახეობაში]]

;

  • კატეგორიების ზემოთ ჩასვით {{DEFAULTSORT:}} შემდეგი სახით — {{DEFAULTSORT:აფხაზავა, თეიმურაზ}} — ეს გვეხმარება იმაში, რომ კატეგორიებში სტატია გვარის მიხედვით ჩაჯდეს ანბანურად და არა სახელის.

ჯერ-ჯერობით ეს არის, წარმატებები! გიო ოქრო 15:16, 28 თებერვალი 2019 (UTC)

თხოვნარედაქტირება

გამარჯობა, როგორც ვატყობ, ჭიდაობაში კარგად ერკვევით. იქნებ ამ სტატიას ემზარ ბედინეიშვილი გადახედოთ და ვიკიფიცირება გაუკეთოთ. დიდად მადლობელი დაგრჩებით. Gobrona განხილვაწვლილი 11:17, 21 მარტი 2019 (UTC)