მომხმარებლის განხილვა:Gala/არქივი 1

ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Henry McClean თემაში გახლავთ -4
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.


სალამი

პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

დავით პასუხი 14:46, 4 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ალბომის ინფოდაფის მაგალითისათვის გამოიყენეთ Playing the Angel. შედით რედაქტირებაში და დააკოპირეთ ალბომის ინფოდაფის მთლიანი კოდი, შემდეგ საკუთარი მონაცემებით შეცვალეთ. შეეცადეთ, სახელწოდებები ისეთივე იყოს, როგორც ინგლისურენოვან სტატიაში ვიკიპედიაში. სიმღერების და ალბომების სათაურებში თითქმის ყველა სიტყვის დასაწყისში დიდი ასო გამოიყენება. — BH განხილვაწვლილი 09:28, 5 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ლედი გაგას თარგი რომ გააკეთეთ, კარგია, მაგრამ უნდა დაიცვათ იგივე პრინციპები. თუკი არის Poker Face (Lady Gaga song)|Poker Face, უნდა გეწეროთ - Poker Face (ლედი გაგას სიმღერა)|Poker Face. — BH განხილვაწვლილი 09:49, 5 მარტი 2011 (UTC)პასუხი

სურათები

სურათის ჩასმა ვიკიპედიაში დაკავშირებულია ცალკე პროცესთან. ვინაიდან სურათების ნაწილზე ინტერნეტში ვრცელდება საავტორო უფლებები, აუცილებელია მათი გამოყენების სამართლებლივი დასაბუთება.

გაითვალისწინეთ, რომ არსებობს საერთო საცავიც, რომელსაც ვიკისაცავს ვუწოდებთ. მასში ინახება ზოგიერთი სურათი, რომელიც უკვე ვრცელდება თავისუფლად სხვადასხვა ვიკიპედიას შორის. შეგიძლიათ გამოიყენოთ ზოგიერთი სურათი იქიდან.

ალბომების ყდების დასამატებლად შედიხართ აქ და ამატებთ ფაილს. შეეცადეთ, რომ თქვენს მიერ დამატებულ ფაილს ჰქონდეს გასაგები სახელი - არა 858356385835.jpg, არამედ ვთქვათ - Lady-Gaga-Album.jpg (საჭიროების შემთხვევაში, ფაილის სახელში გამოიყენეთ ალბომის სათაური).

ალბომის სურათს საკუთარი ლიცენზიაც უნდა ჰქონდეს. შეგიძლიათ გამოიყენოთ მაგალითი. უბრალოდ შედით მის რედაქტირებაში და დააკოპირეთ არსებული თარგი. შემდეგ კი გადააკოპირეთ თქვენი ატვირთვის ფორმაში და შეცვალეთ შესაბამისი მონაცემებით. ყველა ველი აუცილებლად უნდა იყოს შევსებული. — BH განხილვაწვლილი 10:21, 5 მარტი 2011 (UTC)პასუხი

დამავიწყდა მიმეწერა - სურათის წყაროს ველში გამოიყენეთ სურათის სრული ბმული, ვთქვათ http://s.dsimg.com/image/R-150-1509668-1235602463.jpeg.

ყდების საძიებლად უმჯობესია გამოიყენოთ ეს რესურსი. — BH განხილვაწვლილი 10:26, 5 მარტი 2011 (UTC)პასუხი

რას ნიშნავს რატომ? — BH განხილვაწვლილი 10:32, 5 მარტი 2011 (UTC)პასუხი

სად დაგიწერათ? უბრალოდ მიჰყევით ჩემს მიერ მოცემულ ინსტრუქციას და მორჩა. პირველი ალბომის ყდა უკვე დავდე, ასე რომ შეგიძლიათ სხვა ალბომზე იზრუნოთ. — BH განხილვაწვლილი 10:37, 5 მარტი 2011 (UTC)პასუხი

რა დაგიწერათ? ინსტრუქციები? ატვირთვის ფორმა არის გვერდის ბოლოს, ქვევით. — BH განხილვაწვლილი 10:39, 5 მარტი 2011 (UTC)პასუხი

გასაგებია. ეტყობა, იმიტომ, რომ თქვენი სტაჟი ვიკიპედიაში ჯერ არ არის საკმარისი. შეგიძლიათ, მიმითითოთ, რა სურათების გამოყენება გსურთ და შევეცდები, ნორმების გათვალისწინებით, ჩავსვა შესაბამის სტატიებში. — BH განხილვაწვლილი 11:19, 5 მარტი 2011 (UTC)პასუხი

აგრეთვე გთხოვთ, ალბომებს გაუკეთოთ შესავალი. შესავალი იწერება დაახლოებით ასე:

ალბომის სახელი (სახელი მუქად უნდა ეწეროს) - ამა და ამ მუსიკოსის ამა და ამ წლის ალბომი. იგი გამოვიდა ამა და ამ ლეიბლზე. მასში შეტანილია ესა და ეს სიმღერები. ალბომს დიდი პოპულარობა ხვდა ამა და ამ ჩარტში ამა და ამ ადგილით (ვთქვათ, მოხვდა მე12 ადგილზე). — BH განხილვაწვლილი 11:21, 5 მარტი 2011 (UTC)პასუხი

სურათები დავამატე. აქვე, ყურადღება მიაქციეთ ორ საკითხს:

  • ალბომების ტიპებს შორის განსხვავება (სტუდიური, ep, ცოცხალი და ა.შ.). ამ ტიპების მიხედვით იცვლება ალბომების ინფოდაფების ფერებიც. სტუდიური ალბომების შემთხვევაში შესაბამის ველში წერია studio, EP დისკების (იგივე მინიალბომების) შემთხვევაში წერია ep. The Fame Monster ითვლება მინიალბომად, ვინაიდან მასში სულ 8 სიმღერაა, საერთო ჯამში 35 წუთამდე ჟღერადობით. ამიტომ მის ველში studio-ს მაგივრად ჩავწერე ep.
  • შესავალის შექმნა არის იგივე სტატიის ესკიზის შექმნა. აუცილებელი არ არის, პირველივე ჯერზე ბევრი რამ დაწეროთ, მთავარია, ეწეროს მინიმუმ 3 გამართული ენით დაწერილი წინადადება, რაც უკვე ჩაითვლება სტატიის ესკიზად. — BH განხილვაწვლილი 11:45, 5 მარტი 2011 (UTC)პასუხი

იმისათვის, რომ სტატიებში ტექსტი ’’სადმე სხვაგან არ გაიქცეს’’, აბზაცის თავში ცარიელ ადგილს ნუ დატოვებთ. აბზაცები ერთმანეთისგან გამოყავით ერთი ცარიელი სტრიქონით. — BH განხილვაწვლილი 12:16, 5 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ალბომის სტატია

აქ უბრალოდ შესწორებებზე დავწერ, რომ შემდგომში გაითვალისწინოთ (როდესაც გეცლებათ, გადახედეთ კარგად):

  • ლედი გაგას სახელი (ანუ რომ წერთ, ვისი ალბომია), პირდაპირ ქართულად დაწერეთ და ორმაგ კვადრატულ ფრჩხილებში მოაქციეთ.
  • ლეიბლის მიერ კი არ გამოვიდა, ლეიბლის მიერ გამოიცა. თუკი გამოვიდა გსურთ გამოიყენოთ, მაშინ დაწერეთ ’გამოვიდა ლეიბლზე
  • შეგიძლიათ სიტყვის ’ამერიკის შეერთებულ შტატებში’ მაგივრად პირდაპირ გამოიყენოთ აშშ (ორმაგი კვადრატული ფრჩხილებით)
  • პაპარაცის სინგლი ორჯერ გეწერათ (გამოსულ სინგლებში). უბრალოდ მეორე ამოვიღე.

ძირითადად, სტატია ბევრად უფრო გამართული ენით გიწერიათ (ამ პირველ ჯერზე), ვიდრე ზოგიერთი სხვა წერს. უბრალოდ რაღაცეებს მიაქციეთ ყურადღება და ყველაფერი გამოვა. წარმატებები. — BH განხილვაწვლილი 12:28, 5 მარტი 2011 (UTC)პასუხი

შიდა ბმულები

ვთქვათ, თუ არის სტატია ლედი გაგა და სახელი ლედი გაგა მასში ბევრჯერ არის ნახსენები - აუცილებელი არ არის ამ სახელზე ყველგან კვადრატული ფრჩხილების დასმა, ვინაიდან სტატია ისევ საკუთარ თავზე ქმნის ბმულს. ასეთი რამ, როგორც წესი, არ კეთდება. — BH განხილვაწვლილი 13:28, 5 მარტი 2011 (UTC)პასუხი

კატეგორიებში სანავიგაციო თარგებს არ ვსვამთ. — BH განხილვაწვლილი 15:14, 5 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ინფოდაფები

ორ ალბომს ერთად გრაფაში ’წინა ალბომი’ ნუ წერთ. ორი ალბომი იწერება ხოლმე, როდესაც:

  • ერთი ალბომი არის ჯგუფის, ხოლო მეორე - მისი წევრის, რომელმაც კონკრეტული სოლო-ალბომი გამოსცა - ანუ იწერება სოლო-ალბომის ბმული, თუმცა ესეც - იშვიათადად.

წინა ალბომად ითვლება ალბომი, რომელიც ქრონოლოგიურად ამ ალბომის წინ გამოვიდა (თვის და წლის მიხედვით). თუკი რომელიმე მუსიკოსმა ერთ წელს ორი ალბომი გამოსცა, ეს ალბომები ერთად მაინც არ იწერება, ვინაიდან სხვადასხვა თვეებში გამოდიოდა. — BH განხილვაწვლილი 16:13, 7 მარტი 2011 (UTC)პასუხი

დღეები

ბმულები დღეებზე იქმნება ასე [[27 ნოემბერი|27 ნოემბერს]]. კოდი არ დააკოპიროთ, უბრალოდ დააკოპირეთ როგორც არის, მხოლოდ კვადრატული ფრჩხილები და შიგთავსი. მომავალში გამოიყენეთ. — BH განხილვაწვლილი 09:53, 8 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ტური

The Unforgettable Fire Tour. უბრალოდ შეცვალე საკუთარი მონაცემებით. პოსტერი თუ არსებობს ტურის, მე ავტვირთავ. — BH განხილვაწვლილი 12:42, 8 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ფაილის ავტორში შეგეძლო ჩაგეწერა Music Box (ვინაიდან მიუზიკბოქსის შემუშავებული ლოგოა). თუ არ იცი, ვინაა ავტორი, შეგიძლია ჩაწერო რომ უცნობია. მე უკვე ჩავუწერე. — BH განხილვაწვლილი 19:40, 9 მარტი 2011 (UTC)პასუხი

შესავალი

ვიკიპედიის სტატიებში პრიორიტეტულია შესავალი. აჯობებს, ინფოდაფების ჩასმამდე სტატიას შეუქმნათ მინიმუმ 3 წინადადებიანი შესავალი. მაგალითად, სტატია Born This Way, რომელიც თქვენ შექმენით, რამდენიმე დღის მანძილზე ისე იყო მიტოვებული, რომ იძულებული გავხდი, თავად დამეწერა შესავალი. ასევე პირველ რიგში, შესავალი ესაჭიროება თქვენ უახლეს სტატიასაც. ინფოდაფა სტატიაში შეიძლება არ იქნას ჩასმული, მაგრამ ძირითადი ინფორმაცია უნდა მოცემული იყოს რეზიუმეს სახით. — BH განხილვაწვლილი 14:29, 18 მარტი 2011 (UTC)პასუხი

იგივე პრობლემა - The Fame Ball Tour. ჩემი რჩევა იქნება, პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ ტექსტს და არა ისეთ ელემენტებს, როგორიც არის ინფოდაფა. — BH განხილვაწვლილი 14:31, 18 მარტი 2011 (UTC)პასუხი

  • გაფართოებული დისკი და EP დისკი ერთი და იგივეა (ამ შემთხვევაში). უნდა ეწეროს ან ერთი ან მეორე.
  • სიტყვა ’არის’ (ალბომი ’რაღაც’ არის ლედი გაგას ალბომი) აღარ გამოიყენება ალბომებთან, სიმღერებთან და მსგავს შემთხვევებში. უბრალოდ გამოიყენეთ — (მაგალითი - ’The Cherrytree Sessions — მომღერალ ლედი გაგას პირველი EP დისკი’). — BH განხილვაწვლილი 14:59, 18 მარტი 2011 (UTC)პასუხი

გაგისწორეთ თარგი. საერთოდ, თარგი ტექნიკურად ძალიან სათუთი საკითხია და თუ რამე პრობლემა იქნება, მომწერეთ. — BH განხილვაწვლილი 14:51, 19 მარტი 2011 (UTC)პასუხი

არ წაგიშლიან. სამუშაოს ოპტიმიზაციის მიზნით გირჩევთ, ჯერ თარგმნოთ, რისთვის აქვს მიღებული, ხოლო ცერემონიების სახელწოდებებს შემდგომში მიხედოთ. — BH განხილვაწვლილი 15:27, 19 მარტი 2011 (UTC)პასუხი

სავარჯოშო

ტექნიკური პრობლემა იქმნებოდა და შენი ერთ–ერთი სავარჯიშო გვერდი, რომ იცოდე, აქ ინახება: ვიკიპედიელი:GalaKapanadze/სავარჯიშო 2. — დავით პასუხი 10:58, 20 მარტი 2011 (UTC)პასუხი

გამარჯვებული

გამარჯობა.

გამომდინარე იქიდან, რომ სიტყვა Won ინგლისურში გამარჯვებასაც და მოგებასაც ნიშნავს და ქართულში გამარჯვება და მოგება ერთი და იგივე არ არის, გაკეთდა თარგი {{won 2}} (რომელიც აწარმოებს სიტყვას ’გამარჯვებული’). ამის იდეა დიდი ხანია იყო (მსახიობების ჯილდოებშიც გამოიყენება), მაგრამ ამ წამს გავაკეთე და მომავალში იმედია, გამოიყენებთ. ამჟამად შევცვალე თქვენს სტატიაში ყველგან, სადაც შეიძლებოდა. — BH განხილვაწვლილი 14:52, 21 მარტი 2011 (UTC)პასუხი

როცა ერთი კატეგორია უკვე გაქვს - ლედი გაგას ალბომების ყდები, არ არის აუცილებელი კატეგორიაში ’ლედი გაგა’ ასევე გაიყვანო. საკმარისია 1 კატეგორია.

პასუხების მოწერაზეც - აუცილებელი არ არის, სხვის პროფილში წერო, ხოლმე საკუთარ პროფილშიც წერე. უკანასკნელ ცვლილებებში ჩანს, რომ რაღაც დაწერე საკუთარ პროფილში. შემოვიხედავთ და წავიკითხავთ :) — BH განხილვაწვლილი 15:18, 24 მარტი 2011 (UTC)პასუხი

შეცდომები

სურათის ატვირთვის ფორმამდე ახსნილია:

ველში «ფაილის ახალი სახელი» ჩაწერეთ სახელი, რომლითაც იგი შეინახება ვიკიპედიაში. მიზანშეწონილია, რომ მან ასახოს მისი შიგთავსი.

* გორისციხე, ხედი გორისჯვრიდან.jpg (კარგია) * 353sgHF35dN678cnvb.JPG (ცუდია)''

ასე რომ მომავალში გამოიყენე. სურათს არ უნდა ჰქონდეს გაუგებარი სახელი.

მეორეც - ლედი გაგას სურათი შენი საკუთარი ნამუშევარი არ არის. :) შენი საკუთარი ნამუშევარი იქნებოდა, რომ ყოფილიყო ვთქვათ, დიდი ფოტო სხვა მომღერლებითაც და ამოგეჭრა ეს ერთი ფოტო იქიდან. ასეთი შემთხვევისათვის იხილე

ეს ლიცენზია (უბრალოდ დააკოპირე ფაილის რედაქტირებიდან არსებული კოდი და შეცვალე შენს მიერ ატვირთული ფოტოს მონაცემები). — BH განხილვაწვლილი 14:55, 26 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ფაილი:ლედი გაგა გრემის 53-ე დაჯილდოებაზე.jpg - წაიშლება (ვიკის წესიდან გამომდინარე). სხვა სურათი შემოიტანე. ამის შესახებ უკვე სხვა მომხმარებელმა გითხრა.--ცანგალა () 13:04, 27 მარტი 2011 (UTC)პასუხი

უფლება აქვს არასწორი მითითებული. სურათი არსაიდან არ არის ამოჭრილი, ამიტომ ’მე, ამ ნამუშევრის ავტორი’ საერთოდ უადგილოა. — BH განხილვაწვლილი 13:12, 27 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ვიკისაწყობიდან რომ შეიცვალოს არ შეიძლება? შემოიტანოს ინგლ. ვიკიდან. მგონი ეს სურათი ვიკისაწყობში არ არის.-ცანგალა () 13:22, 27 მარტი 2011 (UTC)პასუხი

შეუძლია, რატომაც არა. ნებისმიერი სურათი. მაინცდამაინც ის კი არა, რომელიც ამ სტატიის ინგლისურენოვან ანალოგშია ჩასმული. უბრალოდ მე მაინტერესებს, რატომ არ შეიძლება განსხვავებული ფოტო იყოს ჩასმული:

  • ძირითად ინფოდაფაში (მუსიკოს ძირითად სტატიაში) რომ ვიკისაცავიდან ვიყენებთ სურათებს, ეს გასაგებია. თუ არ არსებობს შესაბამისი თავისუფალი სურათი, მაშინ ვიყენებთ საკუთარ, შესაბამისი თარგით და უფლებით.
  • მაგრამ - დისკოგრაფიის, ჯილდოების და ა.შ. ინფოდაფებზეც იგივე წესი ვრცელდება? — BH განხილვაწვლილი 13:46, 27 მარტი 2011 (UTC)პასუხი

პორტალი

პორტალი კეთდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის ნებას ადმინისტრაცია დართავს. არსებობს რამდენიმე სტატია სხვა მუსიკოსებზე, სავსებით სრულყოფილი, ვრცელი და დაკავშირებული სტატიებით (სინგლებით, ალბომებით და.ა.შ), მაგრამ მათზე პორტალები არ შექმნილა. გაგას შესახებ პორტალის შექმნა მით უმეტეს, ნაადრევია - სულ რამდენიმე სტატია გაქვთ. ამიტომ გთხოვთ, ნუ ატარებთ ამაზე ექსპერიმენტებს. პორტალი იქმნება მაშინ, როდესაც ვიკიპედიაში არის ამა თუ იმ საკითხით უამრავი დაინტერესებული, აქტიური რედაქტორი. — BH განხილვაწვლილი 12:31, 1 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ადმინისტრაციას რომ დავუკავშირდე დამღტავენ ნებას? — Gala =)) განხილვაწვლილი 12:45, 1 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

გამორიცხულია. უცხოურ ვიკიპედიებში პორტალები არის მასშტაბური პროექტები, რომლებზეც მრავალი ადამიანი მუშაობს. ეს არის დიდი პროექტები და ჩვენი მასშტაბები ჯერ არ იძლევა საშუალებას, მსგავსი რამ გავაკეთოთ. იგივე მიზეზით ჯერ არ გვითხოვია პორტალების შექმნა სხვა მუსიკოსებზე. ნახეთ, როგორი სტატიაა მეტალიკა და რამდენად სრულყოფილია მასთან დაკავშირებული სხვა სტატიები - მუსიკოსებზე, ალბომებზე, სინგლებზე და ა.შ. ამ შემთხვევაშიც კი არ გაგვიკეთებია ასეთი რამ, ვინაიდან ქართულ ვიკიპედიაში ეს ჯერ-ჯერობით ზედმეტია.

მეორე - ჩემი რჩევაა (და ზოგადად, თხოვნა) - უმჯობესი იქნება, როდესაც გეცლებათ, The Monster Ball Tour-ის მსგავს სტატიებს მიხედოთ. ეს სტატია ითვლება ცარიელად, ვინაიდან მასში არაფერი წერია. ინფოდაფა და თარგები ტექსტად არ ითვლება. ამიტომ ამაზეც კიდევ ერთხელ მექნება თხოვნა - სტატიის შექმნისას პირველ რიგში, შექმენით შესავალი და მეორე რიგში - თარგი. ნუ დაგეზარებათ ამის გაკეთება. საერთოდ, The Monster Ball Tour-ის მსგავსი ცარიელი სტატიები წაშლის კანდიდატებია, მაგრამ წაშლის თარგი უბრალოდ იმის გამო არ ჩავსვი, რომ ვიცი, შეძლებისდაგვარად რაღაცას აკეთებთ. მაგრამ დაწყებული სტატიის ასე მიტოვებაც არ შეიძლება. — BH განხილვაწვლილი 12:55, 1 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ამ შაბათ-კვირას მივხედავ The Monster Ball Tour-ს — Gala =)) განხილვაწვლილი 13:00, 1 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ისე, იხილეთ ვიკიპედია:პორტალი. მაგრამ იცოდეთ - ჯერ-ჯერობით, ლედი გაგაზე სტატიების რაოდენობა იმდენად მწირია, რომ პორტალის შექმნა ნებისმიერ შემთხვევაში გამორიცხული იქნება. პორტალი არის ნავიგაცია მრავალ სტატიას შორის. — BH განხილვაწვლილი 13:09, 1 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

რატომ არღვევთ ვიკიპედიის წესებს და რატომ აკეთებთ ამ ე.წ. ’პორტალს’? არ აგიხსენით მიზეზები თუ რატომ არ გაკეთდება ეს პორტალი? პორტალზე მუშაობს მომხმარებელთა დიდი რაოდენობა, თქვენ კი ჯერ-ჯერობით აქ ერთადერთი ხართ, ვინც ამ მუსიკოსის სტატიებს ამუშავებს. პორტალი მზადდება მაშინ, როდესაც სტატია ბევრია, ლედი გაგაზე კი ჯერ-ჯერობით, მთავარი სტატიაც კი, ლედი გაგა არის დაუმთავრებელი (აღარ მაქვს საუბარი სხვა ალბომებზე, სინგლებზე, ცალკე სიმღერებზე და დაკავშირებულ სტატიებზე). პორტალის შექმნის ნებართვა ადმინისტრაციისგან უნდა წამოვიდეს, თქვენი ქმედება კი თვითნებურში გადადის, ამ ე.წ. ’პორტალის’ კეთებით.

გაგაზე აუცილებელი სტატიები არ გაგიკეთებიათ ბოლომდე და უკვე პორტალი გინდათ? შეწყვიტეთ ამის გაკეთება. ეს არის ვიკიპედიის ყველა პრინციპის დარღვევა და არა ჩემი ან ვინმეს ახირება. — BH განხილვაწვლილი 08:27, 2 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ვიკიპედიის ერთ-ერთ ადმინისტრატორს მივწერე და დამრთო ნება თუ გინდათ წერილის სურათს გაჩვენებთ ან თქვენთითონ კითხეთ =)) — Gala =)) განხილვაწვლილი 08:30, 2 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ეს საკითხი ახლავე იქნება გატანილი ყავახანაში. — BH განხილვაწვლილი 08:33, 2 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

გადაიტანეთ =)) — Gala =)) განხილვაწვლილი 08:37, 2 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

გამარჯობათ. გთხოვთ, დაელოდოთ გადაწყვეტილებას ყავახანაში და მერე, გადაწყვეტილების შესაბამისად, განაგრძოთ ახალი ქვერდების შექმნა პორტალისთვის. ამას თქვენთვისვე გეუბნებით, წყალში ჩაყრილი შრომა რომ არ გამოგივიდეთ.—G.G. 08:45, 2 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

კარგით დაველოდები =)) — Gala =)) განხილვაწვლილი 08:46, 2 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

სანამ ყავახანაში განხილვა დასრულდება, თქვენი ჩვეულებრივი სტატიები კვლავ შეგიძლიათ, არედაქტიროთ, ამ მხრივ, თავისთავად, არავინ გზღუდავთ. წარმატებები. — BH განხილვაწვლილი 08:50, 2 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

თქვენი პორტალი შექმენით სავარჯიშოში. ორმა ადმინისტრატორმა განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება, სავარჯიშოში გააკეთოთ. ამიტომ პორტალის არსებული გვერდები წაიშლება. გამოიყენეთ სავარჯიშო. — BH განხილვაწვლილი 13:10, 2 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

თარგი:Portal:box-footer - ეს სწორ ადგილას არის შექმნილი? — BH განხილვაწვლილი 13:46, 2 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

მე თავის დროზე უამრავ პორტალს გავკეთებდი და თუ გაგასთან დახმარება დაგჭირდება, შემეხმიანე! :)--თეიმურაზი () 15:26, 2 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

თქვენს მოთხოვნას წაშლაზე აღარ განვიხილავთ, უბრალოდ ვიკიპედიაში რედაქტირებების სფეროდან რჩევას მოგცემთ:

  • როდესაც ითხოვთ ფაილის ან გვერდის წაშლას და წასაშლელის თარგს სვამთ, ის ავტომატურად ჯდება წასაშლელების კატეგორიაში. თუ ადმინისტრატორს დასჭირდა, შევა კატეგორიაში და ნახავს ყველა წასაშლელ ფაილს და გვერდს. მაგრამ ზოგიერთი ადმინისტრატორი უკანასკნელ ცვლილებებშიც იხედება (ხოლმე დღეების მანძილზე არ იხედება კატეგორიაში) და იქაც ხედავს ხოლმე, რომ რეზიუმეში ჩაწერილია ’წასაშლელი’.
  • ამიტომ, ოდნავ რომ შეუმსუბუქოთ სამუშაო, ფაილის ან რედაქტირების რეზიუმეში (ალბათ იცით, რომელიც ველიც არის) ჩაწერეთ ’წასაშლელი’. როგორც წესი, ეგეთ ინფორმაციას ბრაუზერიც იმახსოვრებს და მომავალში, თუ დაგჭირდებათ ამ ფრაზის გამეორება, უბრალოდ ’წ’ აკრიფეთ და გაიშლება ’წასაშლელი’.

ამჟამად თქვენს მიერ მოთხოვნილ წასაშლელ სტატიებში ამ რეზიუმეს ნუ დაამატებთ, უკვე საკმარისია, რაც ჩასმულია. თუმცა ისევ და ისევ - წაშლის საკითხს განვიხილავთ ფორუმში. — BH განხილვაწვლილი 12:11, 8 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

გამარჯობა. ’არის’-ს ალბომების, სიმღერების, შემსრულებლების სტატიების დასაწყისში აღარ ვიყენებთ. ახალ სტატიებში გამოიყენება — , ხოლო ძველებში (სადაც შეგვხვდება), ’არის’-ს ამ ნიშნით ვცვლით. — BH განხილვაწვლილი 08:57, 10 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

გავითვალისწინებ ;) — Gala =)) განხილვაწვლილი 10:16, 10 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ვამპირის დღიურები

გამარჯობა, იხილეთ ინფორმაციისათვის განხილვა:ვამპირის დღიურები. ვამპირის დღიურები პირველ რიგში ნაწარმოებია, ამიტომ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა ამას და ძირითად სტატიად გამოვიყენოთ 'ვამპირის დღიურები', ხოლო სერიალის სტატიად - 'ვამპირის დღიურები (ტელესერიალი)'. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:00, 3 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

ინგლისურ ვიკიპედიაში ტელესერიალზე ჩვეულებრივი სახელი წერია და ფრჩხილებში არაა მითითებული რომ ტელესერიალის გვერდია და წინგზე კი მითითებულია რომ ნოველიაა და აქ პირიქით რატო მარის? :) --Gala =)) განხილვაწვლილი 10:05, 4 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

უმჯობესია ასე იყოს. ვინაიდან თავდაპირველად წიგნი დაიწერა და მერე იქნა გადაღებული სერიალი. თუ ჯერ დაიწერა წიგნი 'დათა თუთაშხია', სტატია ატარებს ასეთ სახელს, ხოლო ფილმი 'დათა თუთაშხია (ფილმი)'. სიმართლე გითხრა, არ მესმის მანდ რატომ არის ასე, ვინაიდან პრიორიტეტი სახელების მხრივ ენიჭება იმას, რაც უფრო ადრე შეიქმნა.

სახელ-გვარებში წაგეხმარები, რამდენადაც შევძლებ, ოღონდ 'სმიტი' არ გამოიყენო. 'სმითია' სწორია (th - თ). --Henry McClean განხილვაწვლილი 11:06, 4 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

გასაგები. ძალიან დიდი მადლობა თუ დამეხმარები ამჟამად სქოლიოს გადმომაქვს და თან შევასწორებ რაც შეცდომაა :) --Gala =)) განხილვაწვლილი 11:08, 4 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

ასევე უნდა იყოს რაღაც პრინციპი ფან-გვერდების მითითების მხრივ. უმჯობესია, ბმულებში ჯერ ეწეროს ოფიციალური გვერდი / imdb გვერდი / მსგავსი წყაროები, ხოლო ბოლოს - ქართული ფან-გვერდები. პრიორიტეტი ამ შემთხვევაში ენიჭება ჯერ ოფიციალურ გვერდს და ძირითადი ინფორმაციის წყაროებს. მით უმეტეს, რომ ფეისბუკის გვერდი ოფიციალურ რესურსად არ შეიძლება ჩაითვალოს, თუ ამ რესურსს თავად ესა თუ ის პიროვნება არ პატრონობს. ზოგის ოფიციალურ გვერდად ფეისბუკი / myspace ითვლება.

ჟული პლეკიც ჩავწერე. ზალცმანიც შევასწორე. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:12, 4 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

აუცილებლად გავითვალისწინებ მაგას. მადლობა შესწორებისთის :) --Gala =)) განხილვაწვლილი 11:15, 4 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

ესკიზი

სალამი. ეს სტატია ესკიზი ნამდვილად აღარაა, შესაბამისად თარგი არაა საჭირო. --მიხეილ (მიწერა) 14:35, 9 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

Born This Way Foundation

სალამი. პირველ რიგში:

  • შენ შექმენი პირდაპირ გვერდი და დაწერე კითხვა. ასე არ კეთდება. თუ რომელიმე აქტიური მომხმარებელი არის ვიკიპედიაში, მისწერე იმას (მე, მაგალითად). ახლა კი შეცვალე შენი სტატიის შინაარსი მინიმუმ 3 გამართული წინადადებით.
ყველაფერი გავაკეთე. დაამუშავე სტატია, როგორც თავად ჩათვლი საჭიროდ. გთხოვ, მომავალში, ნუ შექმნი სტატიას პირდაპირი განხილვით, მიმართე რომელიმე აქტიურ ძველ მომხმარებელს. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:58, 21 მარტი 2012 (UTC)პასუხი

მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ ამ შენიშვნებს ;) --Gala =)) განხილვაწვლილი 08:42, 22 მარტი 2012 (UTC)პასუხი

აუ ეხა გამახსენდა რომ გვერდი გავხსენი და იქ დავწერე კითხვა :დ მე მინდოდა ეგ კითხვა გვერდის განხილვაში დამეწერა და მაგ დროს ვჩქარობდი და ეტყობა მაგიტომ დამავიწყდა რომ განხილვაში დამეწერა :( --Gala =)) განხილვაწვლილი 10:38, 22 მარტი 2012 (UTC)პასუხი

არც განხილვა ივარგებდა. განხილვას შექმნიდი და თვითონ გვერდი არ იარსებებდა, ეგეთი რამ არ ხდება. თავისუფლად შეგეძლო დაგეწყო სტატია და თუ გადასატანი იქნებოდა, გადავიტანდით, პრობლემა არ იქნებოდა. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:41, 22 მარტი 2012 (UTC)პასუხი
განხილვაში რო დავწერდი და პასუხ მივიღებდი მერე ვაპირებდი გვერდი შექმნას და სტატიის დაწერას --Gala =)) განხილვაწვლილი 10:44, 22 მარტი 2012 (UTC)პასუხი
არასწორი იქნებოდა ეგ. არარსებული სტატიის განხილვა არ ხდება უბრალოდ და ეგაა :) --Henry McClean განხილვაწვლილი 10:46, 22 მარტი 2012 (UTC)პასუხი

სანავიგაციო თარგები

სალამი. არ გაგიკვირდეს, თუ ნახავ. სანავიგაციო თარგებს ახალი სისტემა აქვთ. ჯგუფებში თითო სტრიქონზე თითო პუნქტი იწერება, მაგალითად:

|group1 = სტუდიური ალბომები
|list1 =
*''[[The Fame]]''
*''[[Born This Way]]''

მიხვდები, მოკლედ. ეს სისტემა იმას იძლევა, რომ ბმულებს შორის {{•}}-ების ჩასმა აღარ მოგვიწევს. --Henry McClean განხილვაწვლილი 02:13, 23 მარტი 2012 (UTC)პასუხი

პროდუსერი

სალამი. ახლა გაგას სტატიებში (რაც უკვე დაწერილია) მომიწია სიტყვის 'პროდუსერი' 'პროდიუსერით' ჩანაცვლება. მიაქციე ამას ყურადღება, თუ შეიძლება. ვიკიპედიის გარეთ ამ ტერმინის ინტერპრეტაცია ყველანაირად შეიძლება, მაგრამ ვიკიპედიაში სტანდარტია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სიტყვა 'პროდუქცია' და შეიძლება იფიქრო, რომ იგი პირდაპირ კავშირშია 'პროდუსერთან', აქ ასე არ არის. იწერება 'პროდიუსერი' და ეს სტანდარტი დაცულია ზოგადად ჩვენთან. --H.McC. (მომწერეთ) 16:27, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

Box set

ხომ ვერ მეტყვით ქართულად როგორ იქნება Box set --Haus of Gala 10:11, 7 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

საკუთარ განხილვაში საერთოდ ახალ სექციებს კითხვების დასმით არ ვხსნით (ვინაიდან მომხმარებელი მაინც ვალდებული არაა, სხვის განხილვებს თვალი ადევნოს). უბრალოდ შევამჩნიე და შემოვიხედე.

ბოქს სეტზე დღემდე თავს ვიმტვრევ უბრალოდ იმის გამო, რომ 'სეტს' ხოლმე არ თარგმნიან. ამბობენ 'დიჯეი სეტი' და ალბათ ეგ სიტყვა ყველაზე ნათლად ასახავს იმას, რაც არის. მეორე მხრივ. ბოქს სეტი ხშირად არის ალბომების კრებული. პირადი გამოცდილებიდან - ადრე ვწერდი ალბომების ყუთები ან ალბომების კრებულები. მიუხედავად აიმისა, ბოლო რედაქტირებებში ყველგან ბოქს სეტი ჩავუწერე. სჯობს, ჯერ იყოს ასე, სანამ ანალოგი არ მოეპოვება (ვინაიდან ბოქს სეტი არა მხოლოდ ალბომების, ხოლმე სინგლებიანი ყუთიც არის). --H.McC. (მომწერეთ) 10:23, 7 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

მე მინდა რომ ეს დავწერო Born This Way: The Collection და ვერ შევუსსაბამე ქართულად და ანუ ბოქს სეტი გამოვიყენო თუ ალბომების კრებული? --Haus of Gala 10:27, 7 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ხომ ვთქვი, პრობლემატური ტერმინია. გამოიყენე ბოქს სეტი, მუსიკასთან დაკავშირებით სერიოზულად 2-3 ადამიანი ვწერთ მხოლოდ და ამიტომ, ოდესმე გავარკვევთ მაგ უბედური ტერმინის ანალოგს. --H.McC. (მომწერეთ) 10:32, 7 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

Interlude

სალამი. ტერმინი Interlude ერთ-ერთი პრობლემატურია (იკითხევა 'ინტერლუდ'). ამაზე ბევრი მიფიქრია ადრე. თარგმნისას ორი იდეალური ვარიანტი არის - 'ინტერლუდა' და უფრო კარგი - 'ინტერმედია'. ალბომებზე და კონცერტებზე ეს ზოგადად არის შუალედური მუსიკალური ან სიტყვიერი მონაკვეთი. --H.McC. (მომწერეთ) 15:22, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი

გახლავთ

სალამი. ზმნა „გახლავთ“ ვიკიპედიის სტანდარტებში არ ჯდება, უფრო საგაზეთო და საჟურნალო სტილია. ამიტომ თუ შეიძლება მომავალში გამოიყენე 'არის', 'წარმოადგენს' და ა.შ. --H.McC. (მომწერეთ) 12:09, 10 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ადრე უკვე მოგწერეთ ამაზე (აი სულ ბოლოს) და კიდევ ერთხელ გწერთ - „გახლავთს“ ნუ იყენებთ სტატიებში. --H.McC. განხილვაწვლილი 12:08, 13 მაისი 2013 (UTC)პასუხი

ეს არის მესამე თხოვნა უკვე (!!!!!!!) - ნუ იყენებთ სტატიაში სიტყვას 'გახლავთ'. ვიკიპედიაში ამ ენით არ ვწერთ. გამოიყენეთ არის. შემდეგი თხოვნა აღარ იქნება, ვინაიდან ვიკიპედიაში ადმინისტრაციის მხრიდან მითითებების გარდა არსებობს ჩვეულებრივ მომხმარებელთა დამხმარე მითითებებიც, რათა გაუმჯობესდეს სტატიების სტანდარტი. ამის არგათვალისწინება უკვე დარღვევაა. --Henry McClean განხილვაწვლილი 09:00, 27 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

გახლავთ -4

მეოთხედ გთხოვ უკვე - ნუ იყენებ სიტყვა „გახლავთ“ (აიხედე ზევით და წაიკითხე). ეს არის ბოლო გაფრთხილება და ამის შემდეგ ამ სიტყვის გამოყენებას მოჰყვება გაფრთხილება ვანდალიზმის შესახებ (რაც ნიშნავს წესების გაუთვალისწინებლობას). ვიკიპედიაში იმის მაგივრად, შეცდომები დავუშვათ, უნდა გამოვასწოროთ და ნუ აკეთებ ამას. 'გახლავთ' არ არის ვიკიპედიური სტილი, ჩვენ აქ არავის მივმართავთ (შესაბამისად, აქ არაფერი არავის არ ახლავს), ეს საგაზეთო, ლიტერატურული და ა.შ. სტილისტიკაა, რომელიც ქართულ ვიკიპედიაში არ გამოიყენება. ბოდიში, რომ ასე მიწევს წერა, მაგრამ როდესაც შენს მითითებებს არ ითვალისწინებენ, ჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ რატომ. ნუ აკეთებ ამას, ვინაიდან შენი რედაქტირებების შემდეგ იძულებული ვარ, კიდევ ვასწორო (თანაც ბლომად). --Henry McClean განხილვაწვლილი 12:41, 18 აპრილი 2014 (UTC)პასუხი

Gala/არქივი 1-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.