გამარჯობა რედაქტირება

გაუმარჯოს! მინდა გითხრა, შესანიშნავად მუშაობ! ვხედავ, იცნობ ვიკის წესებს. იქნებ დარეგისტრირდე და ისე განაგრძო მუშაობა, შენთვისაც ასე აჯობებს და ვიკისთვისაც. — Mikheil მიწერა 22:10, 12 მაისი 2014 (UTC)პასუხი

შენიშვნა რედაქტირება

გამარჯობათ! ერთი პატარა შენიშვნა მაქვს, გეოგრაფიული დასახელებები ქართულში ყოველთვის დეფისით იწერება, ვგულისმობ, მაგ., ამპანგ მინორი. გმადლობთ. - ოთოჯი განხილვა 19:14, 14 მაისი 2014 (UTC)პასუხი

თხოვნა რედაქტირება

გამარჯობათ! გთხოვთ, რომ სიტყვა კორალური არ გამოიყენოთ, რადგან ასეთი გაგება არ არსებობს. სწორია მარჯნის კუნძული, ან Tectonic uplift ტექტონიკური აზევება იქნება ანუ Uplifted coral island - აზევებული მარჯნის კუნძული. გმადლობთ. - ოთოჯი განხილვა 10:47, 17 მაისი 2014 (UTC)პასუხი

შენიშვნა მართალია და მიღებულია. მადლობა თქვენ.
არაფერს. პირიქით მადლობა თქვენ, რომ ზრუნავთ ქართულ ვიკიპედიაზე. ახლა, მინდა ძალიან გითხრათ, რომ ვიკიპედიაში მუშაობენ ყველა ასაკის ადამიანები, აქ შეგიძლიათ წააწყდეთ როგორც მოყვარულებს ან თავისი საქმის კარგ მცოდნეებს, ისე მეცნიერებს. ვიკიპედია არის თავისუფალი ენციკლოპედია და აქ მუშაობა შეუძლია ყველა ადამიანს კანის ფერის, ეროვნების, სარწმუნოების, საკუთარი მსოფლმხედველობისდა განურჩევლად. თქვენი მესმის, მაგრამ არ მოგერითოდ და დარეგისტრირდით. როდესაც დარეგისტრირდებით მოგეცემათ დამატებითი უფლებები და უფრო მეტს გააკეთებთ ქართულენოვანი ენციკლოპედიისთვის, შესაბამისად, ქართული ენისთვის. გთხოვთ გაგებით მოეკითოდ ჩემ წერილს. წარმატებებს გისურვებთ !. - ოთოჯი განხილვა 12:24, 17 მაისი 2014 (UTC)პასუხი
მეც ძალიან მიხარია ასეთი აქტიური ადამიანის ჩართვა პროცესში, მით უმეტეს, როგორც შემმოწმებლის სტატუსის მფლობელი, ვათვალიერებ რედაქტირებებს და ძალიან მომწონს პრინციპულობა და მიზანდასახულობა. წარმატებებს გისურვებთ. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:12, 17 მაისი 2014 (UTC)პასუხი
ყველას დიდი მადლობა. სულ რამოდენიმე დღეა რაც ჩავერთე ქართულ ვიკიპედიაში. მიმაჩნია, რომ მას გამდიდრება და განახლება სჭირდება (ეს უბრალოდ ჩემი აზრია, შეიძლება ვცდები). ჯერ ძალიან ახალი ვარ, შეჩვეულიც არა ვარ და ამის გამო არც კი ვიცი რა ხეირი იქნება ჩემგან. მიმაჩნია, რომ ჩემი ქება ჯერ ნაადრევია, უარესი არ იყოს. თუ გავამართლებ დავრეგისტრირდები კიდევაც. ბოდიშით დაგვიანებული პასუხისათვის, პარალელურად რაგბს ვუყურებდი, ეხლაც ბარსა-ატლეტიკო დაიწყო. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 94.43.16.210 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .
ნამდვილად არ ცდებით! შესაძლოა თქვენ ქართული ვიკიპედიისთვის წლის შენაძენად იქცეთ! კიდევ ერთხელ გთხოვთ, დარეგისტრირდით. დადებით მომენტებს რაც შეეხება, ეს მრავლად იქნება. მათ შორის, აღარ მოგიწევთ იმის ლოდინი, რომ თქვენ მიერ შეტანილი ცვლილებები ვინმემ დაამოწმოს, რადგან ჩაგირთავთ სანდო მომხმარებლის სტატუსს და ა. შ. გარდა ამისა, პროვაიდერმა შესაძლოა IP მისამართი შეგიცვალოთ და ამ შემთხვევაში, თქვენი ცნობა გაგვიჭირდება ვიკიში. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ დიდ სიხარულს, რომ ქართულენოვან ვიკიპედიას თქვენნაირი ადამიანი შემოემატა, მით უმეტეს, რომ მე და ოთოც ძირითადად ზუსტად იმ თემებზე ვმუშაობთ, რაზეც თქვენ. — Mikheil მიწერა 16:27, 17 მაისი 2014 (UTC)პასუხი

ვიკიორდენი რედაქტირება

  გეოგრაფიის ვიკიორდენი
ზოგადად, გეოგრაფიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის გენიჭებათ ეს ვიკიორდენი. :) – BruTe () 18:31, 11 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

მადლობის მეტი რა მეთქმის. თუმცა საყვედურად არ მიიღოთ, ძალიან გთხოვთ, უბრალოდ ჩემი აზრით ქება ჯერ ნაადრევია. მუშაობა რა თქმა უნდა საინტერესოა. თანაც მინდა, რომ ქართული ვიკიპედია უფრო და უფრო გამდიდრდეს. დღეს XXI საუკუნეა და ჩვენ ტვინით უნდა შევეცადოთ ვაჯობოთ სხვას. დღეს ასე აკეთებს ყველა ჭკვიანი ერი. მსოფლიო ჩემპიონატის დროს ბუნებრივია მუშაობის ტემპი მოიკლებს (ეს ბუნებრივია არავის გაუკვირდება).

რეგისტრაცია რედაქტირება

და აი, ისევ იგივე თხოვნით მოგმართავთ, იქნებ დარეგისტრირდეთ. პირველ რიგში, თქვენ გაგიადვილდებათ მუშაობა, მეორე — ვიკიპედიისთვის აჯობებს ასე. სანდო მომხმარებლის სტატუსს ჩაგირთავთ და თქვენ მიერ შეტანილი ცვლილებები უმალ აისახება სტატიებში, ჩვენი დამოწმების გარეშე. — Mikheil მიწერა 18:45, 6 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

მოკლედ, უკვე აღარ ვიცი, როგორ გამოვხატო აღფრთოვანება თქვენ მიმართ! მისამართი რომ მოგცეთ, ფეისბუკზე შეგიძლიათ დამიმატოთ? — Mikheil მიწერა 20:53, 26 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

უცხოურ გეოგრაფიულ სახელთა მართლწერა რედაქტირება

გაუმარჯოს! მიხარია, ვიკის ასეთ კარგ სამსახურს რომ უწევთ. ერთგან შევნიშნე, რომ გეოგრაფიულ სახელზე გაკეთებული კვეცა გააუქმეთ, რაც არასწორია. ფიტიანგა → ფიტიანგდან გადააკეთეთ როგორც ფიტიანგდან. ამ ნორმებს გაეცანით და იხელმძღვანელეთ, გამოგადგებათ. — Mikheil მიწერა 19:53, 3 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

გამარჯობათ! შენიშვნას რა თქმა უნდა მივიღებ, მაგრამ გთხოვთ ამიხსნათ როგორ დავწერო ფიჯი მდებარეობს სამოადან აღმოსავლეთით, თუ სამოიდან აღმოსავლეთით. კუნძული მოტიტი: მდებარეობს ქალაქ ტაურანგადან 21 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით და ქალაქ პაპამოადან ამავე მიმართულებით 9,4 კმ-ზე, თუ მდებარეობს ქალაქ ტაურანგიდან 21 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით და ქალაქ პაპამოიდან ამავე მიმართულებით 9,4 კმ-ზე. ავიღოთ სამოა და პაპამოა. უბრალოდ მიკვირს რატომ არის პირველისთვის აუცილებელი მაგ. სამოადან, ხოლო მეორისთვის მართლწერა ყოფილა პაპამოიდან. რაც შეეხება ტაურანგიდან, ამაში გეთანხმებით.
სწორია მეორე ვარიანტები. შეიკვეცება ა-ზე დაბოლოებული ყველა სახელი, თუ ის ადამიანთა სახელებისგან არაა ნაწარმოები, როგორც წესებში წერია. სწორი ფორმაა სამოიდან და არა სამოადან. — Mikheil მიწერა 21:44, 3 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი
თუ სწორი ფორმაა სამოიდან, იყოს სამოიდან. მე პირადად პირველად მესმის ეს ფორმა, მაგრამ მაინც იყოს. თუმცა ძალიან ეჭვი მეპარება.

ისევ რეგისტრაცია რედაქტირება

მინდა შევნიშნო, რო თქვენი მუშაობა არ გავს გამოუცდელი მომხმარებლის მუშაობას და ეჭვი მიჩნდება ვინმე გამოცდილი ვიკიპედიელი ხომ არ მუშაობს ანონიმურად. ეს ნაწილობრივ ხუმრობით, ისე კი გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია, რათა ვიკიპედიის შემმოწმებლებს საქმე გაგვიადვილოთ. პატივისცემით GagaVaa 18:40, 14 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

გამარჯობა რედაქტირება

გამარჯობა, ბატონო გიორგი! მიხარია, რომ გამოჩნდით. თქვენს ანგარიშთან წვდომა აღარ გაქვთ? — Mikheil მიწერა 17:20, 21 ივნისი 2020 (UTC)პასუხი

გამარჯობათ! პროცესორი ნოემბერში გამიფუჭდა და უახლეს პერიოდში იმედია გავაკეთებ. ეხლა ჩემი ბიჭის ლეპტობზე ვმუშაობ (ეს სამი დღეა სახლში არ იმყოფება და იმიტომ). 94.43.16.210 17:32, 21 ივნისი 2020 (UTC)პასუხი
პაროლი თუ გახსოვთ, სჯობს, მაგ კომპიუტერიდანაც თქვენი ანგაირშით შეხვიდეთ. ამ IP მისამართზე არც სანდო მომხმარებლის სტატუსი გაქვთ და არც შემმოწმებლის, შესაბამისად, ცვლილებები დადასტურებას საჭიროებს. — Mikheil მიწერა 17:43, 21 ივნისი 2020 (UTC)პასუხი