გამარჯობა, მაინტერესებს რატომ ამოუღეთ საბჭოთა წარსული ამ ადამიანებს ბიოგრაფიებიებიდან? --გიგა 06:03, 18 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

და კიდევ, ორდენების და მედლების ამოშლას, ჯობდა ახალი განყოფილება შეგექმნათ ბიოგრაფიებში და იქ დაგემატებინათ, გამეორების შემთხვევაში, თქვენი ქმედებები განიხილება, როგორც ვანდალიზმი და აქვე გაფრთხილებაც -

გაფრთხილება ვანდალიზმის შესახებ რედაქტირება

გაფრთხილება!
თქვენი მოქმედება ეწინააღმდეგება ვიკიპედიის წესებს და წარმოადგენს ვანდალიზმს. თუ წესებს სისტემატურად დაარღვევთ, თქვენი წვდომა შეიზღუდება, ვიკიპედიაში რედაქტირების აკრძალვისა ან ბლოკირების სახით. გირჩევთ, საფუძვლიანად გადახედოთ ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს.

შენიშვნა: ამ გაფრთხილების წაშლა არ შეიძლება. ესეც ვიკიპედიის წესების დარღვევად ჩაითვლება.

- გიგა 06:10, 18 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

ვეთანხმები გიგას. უკვე დროა რომ მიხვდეთ ფაქტების დამალვა, რასაც ანონიმურად აკეთებთ და რაც საბჭოთა ეპოქაში იყო მიღებული - ისტორიას ჩაბარდა (საბედნიეროდ). ნუ აგრძელებთ იმას, რაც ყველას აღიზიანებს (განსაკუთრებით ახალ თაობას) - ფაქტების დამახინჯება. ფაქტები არ უნდა დაიმალოს. ქსე თუ არ მოგწონთ - ქე "საქართველო" კი - "დიდ მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს ბატონ ედუარდ შევარდნაძეს იმ განსაკუთებული ყურადღებისათვის, რომელიც მან გამოიჩინა ენციკლოპედიური და საცნობარო-ენციკლოპედიური ლიტერატურის მომზადებისადმი" (შეგიძლია წაიკითხოთ ქე "საქართველო" ტ. 1 გვ. 4). რა განსხვავებაა ამ ორ ენციკლოპედიას შორის? პირველი ქსე - შევარდნაძის დროს შეიქმნა, ხოლო მეორე ქე "საქართველო" - შევარდნაძეს მადლობას უხდის. ცანგალა () 20:59, 18 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი