მომხმარებლის განხილვა:გიორგი ჩუბინიძე/არქივი 1

ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა გიორგი ჩუბინიძე თემაში გიედრიუს პუოჯუნასი
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

მიხეილ მიწერა 23:49, 7 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

გთხოვთ, ვარჯიშისთვის გამოიყენოთ „სავარჯიშო გვერდი“ ! რედაქტირება

 

მოგესალმებით!
გმადლობთ ვიკიპედიისადმი თქვენი ინტერესისთვის. რედაქტირების შესაძლებლობების შემოწმება შესანიშნავად ჩატარდა, ყველაფერი მუშაობს!
სამწუხაროდ, ჩვენ იძულებულნი ვართ გავაუქმოთ თქვენი რედაქტირება, რადგანაც იგი არ შეიცავს ვიკიპედიისთვის საჭირო ინფორმაციას. გთხოვთ, შემდგომი ექსპერიმენტებისთვის გამოიყენეთ ვიკიპედიის სავარჯიშო ან თქვენი პირადი სავარჯიშო, სადაც ხელს არავინ შეგიშლით.
თუ გსურთ პროექტის უფრო ახლოს გაცნობა, იხილეთ დახმარების გვერდი და შემოუერთდით ვიკიპედიის გაუმჯობესების პროცესს. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ახალ მომხმარებლებს!


Thank you for experimenting with Wikipedia. Your test worked, and it has been reverted or removed. Please use the sandbox for any other tests you want to do. If you do not speak Georgian but want to learn more about contributing to our encyclopedia, take a look at a special village pump page.მიხეილ მიწერა 23:49, 7 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

გამარჯობა

მიხეილ მიწერა 10:34, 8 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

კითხვა რედაქტირება

გამარჯობათ, დუმაცხოვის ეკლესიის სურათები დაგიმატებიათ. შეხება გაქვთ რაიმე მაგ სოფელთან თუ შემთხვევით აღმოჩნდით მანდ? --ჯაბა ლაბაძე 11:16, 8 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

ჩემი გადაღებული ფოტოა. დუმაცხოვი ჩემი დედულეთია და ფოტოებიც იქ გადავიღე.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:35, 8 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

ძალიან კარგი, ჩემი დედულეთიც მანდვეა. იმედია ვითანამშრომლებთ. --ჯაბა ლაბაძე 19:50, 8 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

რასაკვირველია. დიდი სურვილი მაქვს თანამშრომლობის. დიდი მადლობა ყოველგვარი დახმარებისთვის.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:57, 8 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

დუმაცხოვი რედაქტირება

გვარები ჩაგიმატებია, ახლა შენი განხილვა ვნახე და გავიგე, რომ შენი დედულეთი ყოფილა, თუ ინფორმაცია სანდოა, იმ შემთხვევაში გავაუქმებ ჩემ ცვლილებას. სასიამოვნოა, ჩემი დედულეთიც მანდვეა  --Labadze Beqa97 განხილვაწვლილი 18:54, 9 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

სასიამოვნოა ჩემთვისაც. ინფორმაცია ნამდვილად სანდოა პირადი ცოდნითაც და ლიტერატურითაც, რომელიც მოვიშველიე, როგორც ისტორიის, აგრეთვე გვარების ჩამატებისას. თავად მოვიძიე ინფორმაცია ხაშურის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან თამაზ ლაცაბიძის ნაშრომებიდან.

კეთილი, გიორგი, მაშინ შევასწორებ სტატიას შენი მასალის ჩამატების მიხედვით. კარგია, რომ სანდო მასალაა, წარმატებები  --Labadze Beqa97 განხილვაწვლილი 19:10, 9 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

გიორგი მშვენივრად მუშაობ, ტექსტის დამატებასთან ერთად ლიტერატურაც დაგიმატებია. ინფორმაცია გადამოწმებადია. გვარებთან დაკავშირებით ლიტერატურას მე ჩავუსვამ. --ჯაბა ლაბაძე 19:20, 9 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა ვცდილობ კარგად ვიმუშაო და ავითვისო ყველა დეტალი. --გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:24, 9 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

ძალიან კარგი, შენს გვერდში მიგულე, რაც დაგჭირდება აუცილებლად მომმართე  --Labadze Beqa97 განხილვაწვლილი 19:27, 9 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

გაიხარეთ, დიდი მადლობა :)--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:28, 9 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

რის მადლობა, გიორგი. გამიხარდა, რომ ჩემი რაიონიდან ხარ :)--Labadze Beqa97 განხილვაწვლილი 19:30, 9 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

ნაბახტევი რედაქტირება

გიორგი ნაბახტევის სტატიაში დამტებული სურათი ნამდვილად იოანე ნათლისმცემლის ეკლესიისაა? --JABA 1977 18:26, 18 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

კი ნამდვილად ნაბახტევის იოანე ნათლისმცემლის ტაძრის ფრესკაა --გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:29, 18 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

იცი რატომ გკითხე. ლიტერატურაში ვიხედები ამ წუტას და არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ნათლისმცემლის ეკლესიის მოხატულობის შესახებ. ჩემს ლიტერატურაში მოხატუულობაზე საუბარია მხოლოდ ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ. ახლა უნდა გავრკვიოთ რა ხდება. თუ მეტყვი რა სცენაა გამოხატული ფრესკაზე კარგი იქნება, მე ვერ ვერკვევი მსგავს რამეებში. --JABA 1977 18:34, 18 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

ამ კონკრეტულ ფრესკაზე წმიდა სამებაა გამოსახული, მამა ძე და სულიწმიდა --გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:52, 18 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

იოანე ნათლისმცემლის სტატიაში არაფერია ნათქვამი ფრესკებზე, ღვთისმშობლის ეკლესია მოხატულია, აქ კი მსგავსი ფრესკა საერთოდ არაა ნახსენები. არ ვიცი ცოტა გაურკვევლობაში ვარ. --JABA 1977 18:56, 18 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

გილოცავთ! რედაქტირება

გიო, ვიკიპედიელთა სახელით გილოცავ დაბადების დღეს, წარმატებებსა და წინსვლას გისურვებ, როგორც ვიკი, ისე „ვიკისგარეთა“ ცხოვრებაში.  -- George-09  09:11, 5 აგვისტო 2013 (UTC)პასუხი

ვუერთდები მილოცვას. საუკეთესო სურვილებით --ცანგალა () 09:20, 5 აგვისტო 2013 (UTC)პასუხი
გილოცავ, წარმატებები! — მიხეილ მიწერა 09:57, 5 აგვისტო 2013 (UTC)პასუხი
გილოცავ! ყოველივე საუკეთესოს გისურვებ :)--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 11:04, 5 აგვისტო 2013 (UTC)პასუხი

უღრმესი მადლობა ყველას მოლოცვისთვის. გაიხარეთ! :)--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:06, 7 აგვისტო 2013 (UTC)პასუხი

კატეგორიზაცია რედაქტირება

გაუმარჯოს! გიორგი, ამ სტატიას დასრულებული სახე აქვს თუ კიდევ არედაქტირებ? თუ დაასრულე, კატეგორიზაციაა საჭირო, გთხოვ მიუთითო კატეგორია.--ბექალაბაძე   20:43, 21 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

ტირე და დეფისი რედაქტირება

გიორგი, გამარჯობა. ტირე და დეფისი ერთი და იგივე არ არის

  • - (დეფისი)
  • — (ტირე)

სტატიებში დასაწყისში ვიყენებთ მეორეს (უფრო გრძელს) და არა იმას, რომელსაც შენ იყენებ. თუ კლავიატურაზე არ გაქვს, ქვემოთ არის, რედაქტირების ქვედა პანელში, განყოფილებაში 'დამატებითი ნიშნები'. --Henry McClean განხილვაწვლილი 21:38, 21 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

გამარჯობა, მადლობა შენიშვნისთვის, გავითვალისწინებ შემდეგ სტატიებში--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 21:41, 21 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

ამ სათაურშივე დავამატებდი, რომ სტატიას აუცილებლად გაუკეთე ბმულები და ჩასვი ინტერვიკები. ჩემი ცვლილებით უკეთ მიხვდები :)--ბექალაბაძე   21:53, 21 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

ინტერვიკების ჩასმა ახსნილია აქ - ვიკიპედია:საერთაშორისო ბმულები. ძალიან ადვილია. --Henry McClean განხილვაწვლილი 22:42, 21 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

გასაგებია, მადლობა--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 22:55, 21 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

კენჭისყრა რედაქტირება

გამარჯობა, გიორგი. როგორც რჩეული სტატიის კანდიდატის კენჭისყრაში მონაწილე მომხმარებელმა, გთხოვ გამოთქვა შენი აზრი ამ სტატიის სახელწოდებასთან დაკავშირებით. გმადლობ. Nodar Kherkheulidze განხილვა 09:21, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

სანდო მომხმარებელი რედაქტირება

გამარჯობა! ამიერიდან მოგენიჭათ სანდო მომხმარებლის სტატუსი. - OTOGI Messages 16:03, 17 თებერვალი 2015 (UTC)პასუხი

გამარჯობა! მადლობა--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:05, 17 თებერვალი 2015 (UTC)პასუხი

გილოცავ თანაქალაქელო, :) --JABA 1977 16:11, 17 თებერვალი 2015 (UTC)პასუხი

ვიკიშეხვედრა რედაქტირება

გამარჯობა, გიორგი. შეგახსენებ, რომ ხვალ შედგება ვიკიშეხვედრა. ვიკრიბებით 13:00 საათზე, მეტრო მარჯანიშვილის შესასვლელთან. — Mikheil მიწერა 16:00, 21 მარტი 2015 (UTC)პასუხი

ვიკიშეხვედრა რედაქტირება

გამარჯობა, გიორგი. შეგახსენებ, რომ 8 აგვისტოს შედგება ვიკიშეხვედრა. ვიკრიბებით 13:00 საათზე, მეტრო თავისუფლების მოედნის შესასვლელთან.--დათო1010 15:35, 5 აგვისტო 2015 (UTC)პასუხი

შეხვედრა რედაქტირება

ვიკიპედია:ფორუმი/ვიკიშეხვედრები--ცანგალა () 17:22, 24 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

ვიკიშეხვედრა რედაქტირება

ვიკიპედია:ფორუმი/ვიკიშეხვედრები#გადავწყვიტოთ ცანგალა 19:45, 20 მაისი 2017 (UTC)პასუხი

შემმოწმებელი რედაქტირება

გამარჯობა, გიორგი! ვიკი-საზოგადოების გადაწყვეტილებით თქვენ მოგენიჭათ შემმოწმებლის სტატუსი!. იყო შემმოწმებელი, მეტად საპასუხისმგებლო საქმე, რომელიც შესაბამისად, დიდ ყურადღებას მოითხოვს. გისურვებთ წარმატებას!. - OTOGI Messages 16:39, 14 ივნისი 2017 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა ნდობისთვის! თქვენ და სრულიად ვიკისაზოგადოებას ვუსურვებ წარმატებებს!--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 13:52, 15 ივნისი 2017 (UTC)პასუხი

წინადადება რედაქტირება

გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში. კენჭისყრაში მონაწილეობისთვის დააჭირეთ აქ --Mehman 97 23:07, 7 ივლისი 2017 (UTC)პასუხი

მღვდელთმთავრები რედაქტირება

ძმის გულო, როგორა ხარ. გილოცავ გიორგობას. მახსოვს სასულიერო პირების სახელების წერის მეთოდზე შევთანხმდით და მერე ნელ ნელა გადავაწყოთ მღვდელთმთავრები ოკ?--Surprizi განხილვაწვლილი 13:46, 23 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

იოსებ გედევანიშვილი რედაქტირება

იოსებ გედევანიშვილი — დაბადების თარიღი უცნობია თუ დაგავიწყდა.--ცანგალა 17:10, 15 მარტი 2018 (UTC)პასუხი

სამწუხაროდ ლიტერატურაში დაბადების რიცხვი არ წერია.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 14:12, 21 მარტი 2018 (UTC)პასუხი

უილიამი (კემბრიჯის ჰერცოგი) რედაქტირება

უილიამი (კემბრიჯის ჰერცოგი) — ქართულად ლუი თუ ლუისი?--ცანგალა 18:02, 27 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

განხილვა:უილიამი (კემბრიჯის ჰერცოგი)--ცანგალა 18:19, 27 აპრილი 2018 (UTC)პასუხი
მაგ. რობერტ ლუის სტივენსონი, ლუის ბეავოგი,ლუის ბეგლი და სხვა. ეს ინგლისური სახელია და ინგლისელები ლუისს ამბობენ, ხოლო ფრანგები ლუის. ამიტომ ამ შემთხვევაში ლუისია სწორი.გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:06, 28 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

წრომი რედაქტირება

წრომი — შენ გაქვს მითითებული წყარო. ამიტომ მოგმართავ შენ. შეასწორეს წელი. რომელია მართებული?--ცანგალა 19:12, 30 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

იხ. განხილვა:წრომი --ცანგალა 20:45, 2 მაისი 2018 (UTC)პასუხი

გრიგოლი (ცერცვაძე) რედაქტირება

გრიგოლი (ცერცვაძე) — იქნებ გარდაცვალების თარიღი როგორმე დააზუსტო. [1] — გვერდის მიხედვით თებერვალში, სადაც წერია „ 6 თებერვალს ალავერდის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტ გრიგოლს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილიამ II-მ,“ — იქნებ შეეკითხო სადმე. გარდაცვალების რიცხვი. მადლობა.--ცანგალა 10:10, 1 მაისი 2018 (UTC)პასუხი

დიმიტრი (აბაშიძე) რედაქტირება

გამარჯობათ გიორგი! ჩემი განხილვის გვერდზე შეტყობინება მომივიდა, რომ ანტონი (აბაშიძე) და დიმიტრი (აბაშიძე) ერთი და იგივე პიროვნებაა ანუ შესარწყმელია გვერდები. როგორც ჩანს მართლაც ერთი და იგივე პიროვნებაა ?. - OTOGI Messages 10:37, 8 მაისი 2018 (UTC)პასუხი

დაბადების\გარდაცვალების ადგილი რედაქტირება

გამარჯობა. დაბადების და გარდაცვალების ადგილის მითითებისას ჯერ ვწერთ საფელს ან ქალაქს, ხოლო შემდეგ რაიონს. ასე მაგ. „სოფ. ახალშენი, კასპის მუნიციპალიტეტი, საქართველო“. გიო ოქრო 14:23, 21 მაისი 2018 (UTC)პასუხი

წყარო რედაქტირება

საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა (წიგნი) — გთხოვ წყარო დაურთე. გიო ოქრო 12:11, 23 მაისი 2018 (UTC)პასუხი

გიორგი, დიდი მადლობა რომ ასე აქტიურად ადევნებ თვალყურს აქ გამოქვეყნებულ სტატიებს და ცდილობ კრიტიკულად მიუდგე. თვაისთავად კრიტიკა კარგი პროცესია, ზრდის სტატიების ხარისხს. სტატია არის წიგნის შესახებ, წყარო, ლიტერატურა, თავად სტატიაა, თუ მაინცდამაინც "ლიტერატურაში" უნდა მიეთითოს იგივე, ეგ არ ვიცი. ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგში ჯერ არაა შეტანილი, რადგან წიგნის წარდგენა დღეს იყო. შესაბამისად, კატალოგში დადების შემდეგ "ელექტრონულ რესურსში", ცხადია, მივუთითებ. მაინც დიდი მადლობა შეწუხებისა და აზრის გამოხატვისთვის. --გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 12:23, 23 მაისი 2018 (UTC)პასუხი
გასაგებია. რესურსები ინტერნეტში მიუთითე მაშინ (როცა გამოვა კატალოგში). გიო ოქრო 12:27, 23 მაისი 2018 (UTC)პასუხი

ვიკიშეხვედრა 2 რედაქტირება

მოგესალმებით! გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება, გელით შეხვედრაზე. --Mehman 97 14:49, 3 ივნისი 2018 (UTC)პასუხი

1918 რედაქტირება

გამარჯობა! მაინტერესებს, აპირებ თუ არა ამ ორი (ამის და ამის) სტატიის კონკურსში ჩართვას, თუ შენი პასუხი დადებითია, მაშინ ამ კვირას დაასრულე სანამ შეფასება დაწყებულა, მერე ვერ მივიღებთ. --Mehman 97 20:46, 11 ივნისი 2018 (UTC)პასუხი

იმავე კვირას დავამატე. შედეგები როდის იქნება? გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:42, 23 ივნისი 2018 (UTC)პასუხი
როგორც შედეგების გვერდზეა მითითებული — 15 ივლისამდე. --Mehman 97 16:34, 23 ივნისი 2018 (UTC)პასუხი

1918 — დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე რედაქტირება

მოგესალმებით. თქვენ ხართ „ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის“ მიერ ორგანიზებული და ჩატარებული კონკურსის „1918 — დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე“ ერთ-ერთი მონაწილე. თქვენთვის განკუთვნილი სერტიფიკატის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ ეს ფორმა, 2018 წლის 6 ივლისის ჩათვლით. მადლობა მონაწილეობისათვის და გისურვებთ წარმატებებს. — Mehman 97 15:25, 4 ივლისი 2018 (UTC)პასუხი

არ შეწუხდეთ, მადლობა.:)) საინტერესოდ შეგირჩევიათ გამარჯვებულები, ბრავო! :))გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 20:28, 7 ივლისი 2018 (UTC)პასუხი
თუ გაქვთ რაიმე სახის პრეტენზია ან კითხვა გამარჯვებულების არჩევის პროცესთან დაკავშირებით, მოგვმართედ ოფიციალურად კონკურსის განხილვის გვერდზე და თითოეული ჟიურის წევრი დეტალურად გაგცემთ პასუხს ყოველ კითხვაზე. ყველაფერი გამჭვირვალე და ნათელია. --Mehman 97 22:00, 7 ივლისი 2018 (UTC)პასუხი
თქვენ შემოგევლეთ თქვენობით მიმართვებში :). მე მაქვს პრეტენზია: მაინტერესებს, როგორ მოხდა, რომ მეორე ადგილზე საავტორო უფლების დამრღვევი სწრაფი წაშლის კანდიდატი სტატია გავიდა? :) ააა, აქ ხომ ოფიციალურად არ შეიძლება, იქ მოვიწერები დეტალურად ოფიციალურად :). Deu. 06:25, 8 ივლისი 2018 (UTC)პასუხი

გაფრთხილება რედაქტირება

  გთხოვთ, თავი შეიკავოთ რომელიმე მომხმარებლის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდების წაყენებისაგან!!!

დათო1010 08:29, 6 აგვისტო 2018 (UTC)პასუხი

დავით,მაინ რა ჩათვალე "ბრალდებად" და თან "დაუსაბუთებლად"? გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 08:31, 6 აგვისტო 2018 (UTC)პასუხი

პასუხი რედაქტირება

გამარჯობა, გიორგი! აქვე გიპასუხებთ. ფორუმში მიმდინარე დისკუსიამ უკიდურესი ხასიათი მიიღო. ამ დღეების განმავლობაში მიმდინარე კომენტარების ზრდამ თანდათანობით ესკალაცია გამოიწვია. როდესაც უზარმაზარი დისკუსია მიმდინარეობს და როდესაც ასეთ დისკუსიაში კონსენსუსი არ ჩანს ამ დროს ერთადერთი გამოსავალი არის კენჭისყრა. ამას ასრულებს ან ადმინისტრატორი ან ბიუროკრატი. თქვენს გონებამახვილობაში ეჭვი არ მეპარება და ვიცი, რომ თქვენც ხედავთ მიზანმიმართულ შეტევას ზოგადად ადმინთა კორპუსზე და არა მხოლოდ კონკრეტულად მიხეილზე. პერსონალური შეტევები ზოგადად მთელი პროექტისათვის არის დამანგრეველი. ამას არ მოჰყვება დადებითი შედეგები. იყო გარკვეული ხარვეზი საავტორო უფლებებთან დაკავშირებით და ეს პრობლემა დავძლიეთ. მაგრამ აქ უკვე საქმე გქვას სხვა ტიპის დისკუსიასთან. მინდა გიამბოთ, რომ ადმინთა შესახებ არსებული მოქმედი წესის შემუშავება განაპირობა უკიდურესმა უმოქმედობამ ყოფილ ადმინთა მხრიდან. იმ პერიოდში იმდენად მძიმე ვითარება შეიქმნა, რომ სასწრაფო წესით გახდა საჭირო წესში ცვლილებების შეტანა. ადმინთა აქტიურობის შემთხვევაში საერთოდ არ დადგებოდა წესში რაიმე ტიპის ცვლილებების შეტანა, მაგრამ იმ დროს ადმინები სრულიად იყვნენ ჩამოშორებულები პროექტს. წლების განმავლობაში როდესაც ადმინი არაფერს აკეთებს პროექტისთვის ის ადმინი არ უნდა იყოს გიორგი. სწორედ ამის გამო გახდა საჭირო ახალი წესის მიღება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სრულიად ნორმალურია განსხვავებული აზრი, მაგრამ როდესაც ადმინების გადაყენებას ითხოვ დაუსაბუთებლად (ვთქვათ, მიხეილს, რომ თავი დავანებოთ, ამ შემთხვევაში ჩემს თავს და დავით 1010-ს ვგულისხმობ) ეს არის სწორედ რომ შეთქმულება გიორგი და მართული კომენტარები. მიხეილის შემთხვევაში ასე მოხდა, წარმოიდგინეთ თქვენ, რომ შეურაცხყოფა მოგაყენონ საჯაროდ და შეგავიწროვონ გექნებათ საუბრის სურვილი ასეთ ადამიანთან ? არა. ზუსტად ამაზეა საუბარი. არ იფიქროთ, რომ მე ვარ ანგელოზი, მეც ბევრჯერ გამხდარვარ პროვოკაციის სამიზნე და ამის ფონზე ბევრი გაუაზრებელი კომენტარიც დამიწერია, მაგრამ დღეს იმდენი გამოცდილება გამაჩნია, რომ უპასუხოდ დავტოვო მსგავსი რეპლიკები. და ბოლოს გეტყვით, რომ ჩემი ძალიან დიდი სურვილია ერთად გუნდურად ვიმუშავოთ (წარმოიდგინეთ ერთად რამდენ რამეს გავაკეთებდით), მაგრამ იმდენად მიამიტიც არ ვარ, რომ ვერ ვხვდებოდე, რომ ეს სურვილი აქ არის ილუზია. გისურვებთ სიმშვიდეს და კეთილდღეობას!. - OTOGI Messages 10:11, 6 აგვისტო 2018 (UTC)პასუხი

გმადლობთ პასუხისთვის! აქვე გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ შეისწავლოთ კენჭისყრის მონაწილეთა საკითხი - ხომ არ გვაქვს საქმე კენჭისყრისას ვიკიპედიის გარეთ ძალების მობილიზებასთან. ვფიქრობ ასეა და ეს არ უნდა იყოს სამართლიანი პროცესი. აქ დავითის მიერ ჩემი "გაფრთხილება" კი უადგილო იყო. ასევე სიმშვიდეს გისურვებთ!გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 10:20, 6 აგვისტო 2018 (UTC)პასუხი
@Otogi: ოთო, გვიან ვნახე მეგობრებით თამაშის წესი. სწორედ ამას აღწერს ჩემი ტექსტი უთანხმოებაში და აქ მიმდინარე განხილვაში. მტკიცებულებანი საკუთრივ ამ მომხმარებლების პირად გვერდებსა და წვლილშია. ამ კენჭისყრით ზიანი მიადგა ადმინისტრატორების ავტორიტეტს. ყოველივე ეს რჩება ქართული ვიკის ისტორიაში და ოდესმე ვინმე აუცილებლად დაინტერესდება და ამ განხილვებით გაეცნობა, როგორ ინარჩუნებენ ადმინები პოზიციებს. რეალურად რამდენი აქტიური მომხმარებლის ნდობა აქვთ. ახლა გინდ დამბლოკეთ გინდ არა, ესეც ერთგვარი ლუსტრაციაა. წარმატებებს გისურვებთ! მე კვლავ მაქვს მთელ რიგ საკითხებში თქვენი კეთილგონიერების და ძველებური ობიექტურობის იმედი.გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:09, 8 აგვისტო 2018 (UTC)პასუხი
არა, გიორგი, თქვენც ჩაგითრიეს ამ იაფფასიან ავანტიურაში. თქვენ გთხოვდნენ ვიკიპედიის წესების დარღვევას, როდესაც გეუბნებოდნენ პიროვნების გასაჯაროვებას. იცით ეს რა არის ? პროექტის სრული დისკრედიტაცია. პერსონალური შეტევა მომხმარებელზე, რაც დაუშვებელია ვიკიპედიაში. თუ იმას იძახიან, რომ @MIKHEIL:-ის მხარდამჭერებს წვლილი არ აქვთ, აბა დახედეთ მომხმარებელ:დეუს წვლილს 2016 წლიდან მოყოლებული და პასუხსაც უჩემოდ მიიღებთ. სხვათა შორის, წვლილის დათვლა და ამით მანიპულირება პერსონალური შეტევაა და ვიკიპედიის წესების უხეში დარღვევა. იყო ხარვეზი საავტორო უფლებებთან დაკავშირებით ? დავდექი სიმართლის მხარეს, მაგრამ აქ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მთელი პროექტის დისკრედიტაცია მიმდინარეობს. პროვოკაციების გარდა, მე მეტი ვერაფერი ვნახე ამ დისკუსიაში. ახალი მომხმარებელი დარეგისტრირდა და ვიღაცის IP-მისამართი და e-mail გაასაჯაროვა, ეს რას ნიშნავს ? ჩვეულებრივი პროვოკაცია. თურმე @David1010: უფლება არ ჰქონია შედეგების დაჯამებისა და დისკუსიის ლოკალიზაციისა, აბა ვის აქვს ამის უფლება, თუ არა ადმინისტრატორსა და ბიუროკრატს. @Jaba1977: ბრალი წაუყენეს ფაქტების გარეშე. მხოლოდ ვარაუდის გამო შეავიწროვეს. ეს სამართალია ?. მე, რომელიმე თქვენგანს რაიმე ზედმეტი სიტყვა ვაკადრე ? საპირისპიროდ რა მივიღე ? შეურაცხყოფა და ბოლოს მუქარა. ასეთი გამოხტომებისათვის სხვა ვიკიპედიაში დიდი ალბათობით მომხმარებელს განუსაზღვრელი ვადით დაბლოკავდნენ. ეს რა იყო, „ბაბილონი უნდა დაინგრას“ ? რაის ბაბილონი ?! აბა კარგად შეისწავლეთ ყველა რეპლიკა, შეუსაბამეთ ვიკიპედიის წესებს და პასუხსაც მიიღებთ. სხვა ვიკიპედიაში ადმინი ამდენს არც ილაპარაკებდა, მაგრამ მე ამით მზადყოფნას გიცხადებთ და კონტაქტზე მოვდივარ. აგრეთვე, თქვენ ნუ ფიქრობთ, რომ დაბლოკვა სასიამოვნო პროცესია, მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის პირადად ეს ყველაზე უსიამოვნო პროცედურაა ვიკიპედიაში, მაგრამ ხშირად სხვა გამოსავალი არ რჩება. მე თავშივე გწერდით, რომ ნუ გააკრიტიკებთ ერთმანეთს, ნუ წარმოიჩენთ თავს როგორც ექსპერტები, ნუ დააბრალებთ, ნუ იშვერთ თითს, ეს ყოველივე კონფრონტაციის წინაპირობაა. აი ასე ხდება, როდესაც აკადემიურ ზომიერებას არღვევ და პროვოკაციას იწყებ. - OTOGI Messages 19:54, 8 აგვისტო 2018 (UTC)პასუხი
ნეტა არ წამეკითხა.--ცანგალა 18:50, 16 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი

მიხეილ ქავთარია რედაქტირება

მიხეილ ქავთარია — ეს პიროვნება ცოცხალია?--ცანგალა 18:51, 16 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი

ბატონი მიშა ცოცხალია და იმედი მაქვს კიდევ დიდხანს იცოცხლებს. :)გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:56, 16 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი
 --ცანგალა 19:08, 16 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი

გიედრიუს პუოჯუნასი რედაქტირება

გიედრიუს პუოჯუნასი — დაბადება და გარდაცავალების თარიღების კატეგორიებიც იწერება.--ცანგალა 11:15, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

დაბადებას ჩავუმატებ, მადლობა.გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 11:18, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი
გიორგი ჩუბინიძე/არქივი 1-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.