რელიგიის შესახებ

რელიგია და სოციალიზმი

მთელი თანამედროვე საზოგადოება აგებულია მუშათა კლასის უდიდესი მასების ექსპლოატაციაზე მოსახლეობის სულ უმნიშვნელო უმცირესობის მიერ, რომელიც მიწათმფლობელთა და კაპიტალისტთა კლასს ეკუთვნის. ეს საზოგადოება მონათმფლობელურია, ვინაიდან კაპიტალისათვის მთელ სიცოცხლეში მომუშავე «თავისუფალ» მუშებს «უფლება აქვთ» მხოლოდ ისეთ საარსებო საშუალებებზე. რაც აუცილებელია მოგების შემქმნელი მონების შესანახად, კაპიტალისტური მონობის უზრუნველყოფისა და მარადისობისათვის. მუშების ეკონომიური ჩაგვრა აუცილებლად იწვევს და წარმოშობს ყოველგვარი სახის პოლიტიკურ ჩაგვრას, სოციალურ დაბეჩავებას, მასების სულიერი და ზნეობრივი ცხოვრების გატლანქებასა და დაბნელებას. მუშებს შეუძლიათ მეტ-ნაკლები პოლიტიკური თავისუფლება მოიპოვონ თავიანთი ეკონომიური განთავისუფლებისათვის საბრძოლველად, მაგრამ ვერავითარი თავისუფლება ვერ იხსნის მათ სიღატაკისა, უმუშევრობისა და ჩაგვრისაგან, სანამ კაპიტალის ბატონობას არ დაამხობენ. რელიგია ერთ-ერთი სახეა სულიერი ჩაგვრისა, რომელიც ყველგან და ყოველ ადგილას ლოდად აწევს მუდამ სხვებისთვის მუშაობით, გაჭირვებითა და მარტოობით დათრგუნვილ ხალხის მასებს. ექსპლოატირებულ კლასთა უძლურება ექსპლოატატორებთან ბრძოლაში ისევე გარდუვალად წარმოშობს უკეთესი საიქიოს ცხოვრების რწმენას, როგორც ველურის უძლურება ბუნებასთან ბრძოლაში წარმოშობს ღმერთთა, ეშმაკთა, სასწაულთა და სხვათა რწმენას. იმას, ვინც მთელ სიცოცხლეში მუშაობს და გაჭირვებულია, რელიგია ასწავლის მორჩილებას და მოთმინებას საქააო ცხოვრებაში და ანუგეშებს ზეციური ჯილდოს იმედით. ხოლო იმათ, ვინც სხვისი შრომით ცხოვრობს, რელიგია საქააო ცხოვრებაში ქველმოქმედებას ასწავლის, მთელი მათი ექსპლოატატორული არსებობის გასამართლებლად ძალიან იაფ საშუალებას აწვდის და ხელსაყრელ ფასად აძლევს ზეციური კეთილდღეობის ბილეთებს. რელიგია ხალხის ბანგია. რელიგია სულიერი მათრობელასმაგვარი რამაა, რომელშიც ახრჩობენ კაპიტალის მონები თავიანთ ადამიანურ სახეს, ადამიანის რაოდენადმე ღირსი ცხოვრების მოთხოვნებს. მაგრამ მონა, რომელსაც თავისი მონობა შეუგნია და თავისი განთავისუფლებისათვის ბრძოლა დაუწყია, სანახევროდ უკვე მონა აღარაა. თანამედროვე შეგნებული მუშა, მსხვილი საფაბრიკო მრეწველობის მიერ აღზრდილი, ქალაქის ცხოვრებით განათლებული. ზიზღით უკუაგდებს რელიგიურ ცრურწმენას; იგი ზეცას ხუცებისა ბურჟუაზიული მუზმუზელების განკარგულებაში სტოვებს, ხოლო თვითონ უკეთესი ცხოვრების მოსაპოვებლად იბრძვის აქვე, დედამიწაზე. თანამედროვე პროლეტარიატი სოციალიზმის  მხარეზე დგება, სოციალიზმი კი მეცნიერებას იშველიებს რელიგიურ ბურუსთან საბრძოლველად და მუშას საიქიო ცხოვრების რწმენისაგან ათავისუფლებს იმით, რომ რაზმავს მას ამქვეყნიური უკეთესი ცხოვრებისათვის ნამდვილად საბრძოლველად. რელიგია კერძო საქმედ უნდა გამოცხადდეს — ჩვეულებრივ ამ სიტყვებით უნდა გამოხატავენ ხოლმე სოციალისტების დამოკიდებულებას რელიგიისადმი. მაგრამ ამ სიტყვების მნიშვნელობა ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, რათა მათ არავითარი გაუგებრობა არ გამოიწვიონ. ჩვენ მოვითხოვთ რელიგია კერძო საქმედ იყოს მიჩნეული სახელმწიფოს მიმართ, მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია რელიგია კერძო საქმედ მივიჩნიოთ ჩვენი საკუთარი პარტიის მიმართ. სახელმწიფოს არავითარი საქმე არ უნდა ჰქონდეს რელიგიასთან, რელიგიური საზოგადოებანი არ უნდა იყვნენ დაკავშირებული სახელმწიფო ხელისუფლებასთან. ყველა სრულიად თავისუფალი უნდა იყოს იწამოს რომელი რელიგიაც უნდა ან არავითარი რელიგია არ იწამოს, იყოს ათეისტი, როგორიც ჩვეულებრივ არის ხოლმე ყოველი სოციალისტი. სრულიად დაუშვებელია მოქალაქეთა რაიმე უფლებრივი განსხვავება მათი სხვადასხვა რელიგიური რწმენის გამო. ოფიციალურ დოკუმენტებში ყოველგვარი ხსენებაც კი მოქალაქეთა ამა თუ იმ სარწმუნოების აღიარების შესახებ აუცილებლად უნდა მოისპოს. არავითარი სახელმწიფო თანხა არ უნდა ეძლეოდეს ეკლესიას, არავითარი სახელმწიფო თანხა არ უნდა ეძლეოდეს საეკლესიო და რელიგიურ საზოგადოებებს, რომელნიც უნდა გახდნენ თავისუფალ, ხელისუფლებისაგან სავსებით დამოუკიდებელ მოქალაქე-თანამოაზრეთა კავშირებად. მხოლოდ ამ მოთხოვნათა ბოლომდე განხორციელებით შეიძლება ბოლო მოეღოს იმ სამარცხვინო და წყეულ წარსულს, როდესაც ეკლესია სახელმწიფოს ყმა იყო, ხოლო რუსეთის მოქალაქენი სახელმწიფო ეკლესიის ყმები იყვნენ, როდესაც არსებობდა და მოქმედებდა შუასაუკუნებრივი, ინკვიზიტორული კანონები (ეს კანონები აქამდე დარჩენილია ჩვენს სისხლის სამართლის დებულებებსა და წესდებებში), რომლებიც სდევნიდნენ რწმენისა ან ურწმუნოებისათვის, ძალას ატანდნენ ადამიანის სინდისს, სახაზინო სამსახურს და სახაზინო შემოსავალს უკავშირებდნენ ამა თუ იმ სახელმწიფოებრივ-საეკლესიო ბანგის ჩამორიგებას. სახელმწიფოსაგან ეკლესიის სავსებით გამოყოფა — აი ის მოთხოვნა. რომელსაც სოციალისტური პროლეტარიატი თანამედროვე სახელმწიფოსა და თანამედროვე ეკლესიას უდგენს. რუსეთის რევოლუციამ უნდა განახორციელოს ეს მოთხოვნა, როგორც პოლიტიკური თავისუფლების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. ამ მხრივ რუსეთის რევოლუცია განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებში იმყოფება, რადგან პოლიციურ-ბატონყმური თვითმპყრობელობის საზიზღარმა ბიუროკრატიზმმა სამღვდელოებაშიც კი უკმაყოფილება, მღელვარება და აღშფოთება გამოიწვია. თუმცა ძალიან დაბეჩავებული. ძალიან უმეცარი იყო რუსეთის მართლმადიდებელი სამღვდელოება, მაგრამ ახლა ისიც კი გამოიღვიძა რუსეთის ძველი შუასაუკუნებრივი წესწყობილების დამხობის ჭექაქუხილმა. ისიც კი მხარს უჭერს თავისუფლების მოთხოვნას, პროტესტს აცხადებს ბიუროკრატიციზმისა და მოხელეთა თვითნებობის წინააღმდეგ, პოლიციური მაძებრობის წინააღმდეგ, «რაც ღვთის მსახურთ» თავს მოახვიეს. ჩვენ, სოციალისტებმა, მხარი უნდა დავუჭიროთ ამ მოძრაობას, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ პატიოსან და გულწრფელ სასულიერო პირთა მოთხოვნები, თავისუფლებაზე ლაპარაკში ჩავიჭიროთ ხოლმე ისინი და მოვთხოვოთ, რომ მათ გადაჭრით გასწყვიტონ ყოველგვარი კავშირი რელიგიასა და პოლიციას შორის. ან თქვენ გულრწფელნი ხართ, და მაშინ მხარი უნდა დაუჭიროთ სახელმწიფოსაგან ეკლესიის და ეკლესიისაგან სკოლის სრულ გამოყოფას, მხარი უნდა დაუჭიროთ სარწმუნოების სავსებით და უსათუოდ კერძო საქმედ გამოცხადებას. ანდა თქვენ არ იზიარებთ თავისუფლების ამ თანმიდევარ მოთხოვნებს, — და მაშინ თქვენ, ცხადია, ჯერ კიდევ ტყვე ხართ ინკვიზიციის ტრადიციებისა; მაშინ, ცხადია, თქვენ ჯერ კიდევ ეტმასნებით სახაზინო ადგილებსა და სახაზინო შემოსავალს; მაშინ, ცხადია, თქვენ არა გწამთ  თქვენივე იარაღის სულიერი ძალა, განაგრძობთ სახელმწიფო ხელისუფლებისაგან ქრთამის მიღებას, — მაშინ მთელი რუსეთის შეგნებული მუშები, დაუნდობელ ბრძოლას გიცხადებენ. სოციალისტური პროლეტარიატის პარტიის მიმართ რელიგია კერძო საქმე არ არის. ჩვენი პარტია მუშათა კლასის განთავისუფლებისათვის შეგნებულ, მოწინავე მებრძოლთა კავშირია. ასეთი კავშირი არ შეიძლება გულგრილად უყურებდეს და არც უნდა უყურებდეს გულგრილად შეუგნებლობას, უმეცრებას ამ ბნელეთის მოციქულობას რელიგიურ რწმენათა სახით. ჩვენ მოვითხოვთ სახელმწიფოსაგან ეკლესიის სრულ გამოყოფას, რათა რელიგიურ ბურუსს წმინდა იდეური და მხოლოდ იდეური იარაღით, ჩვენი პრესით, ჩვენი სიტყვით ვებრძოლოთ. მაგრამ ჩვენი კავშირი რსდმპ რუსეთის სოციალ დემოკრატიული მუშათა პარტია, სხვათა შორის, ჩვენ დავაარსეთ სწორედ მუშების ყოველგვარი სარწმუნოებრივი გაბრიყვების წინააღმდეგ ამგვარი ბრძოლისათვის. ჩვენთვის იდეური ბრძოლა კერძო საქმე კი არა, საერთო პარტიული, საერთო პროლეტარული საქმეა. თუ ასეა, რატომ არ ვამბობთ ჩვენს პროგრამაში, რომ ათეისტები ვართ? რატომ არ ვუკრძალავთ ქრისტიანებსა და ღვთის მორწმუნეთ ჩვენს პარტიაში შემოსვლას? ამ კითხვის პასუხი უნდა განმარტავდეს იმ დიდმნიშვნელოვან განსხვავებას, რომელიც რელიგიის საკითხის ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ და სოციალ დემოკრატიულ დაყენებას შორის არსებობს. მთელი ჩვენი პროგრამა აგებულია მეცნიერულ და, ამასთანავე, სწორედ მატერიალისტურ მსოფლმხედველობაზე. ამიტომ ჩვენი პროგრამის განმარტება აუცილებლად სარწმუნოებრივი ბურუსის ჭეშმარიტი ისტორიული და ეკონომიური ფესვების განმარტებასაც შეიცავს. ჩვენი პროპაგანდა აუცილებლად ათეიზმის პროპაგანდასაც შეიცავს; სათანადო მეცნიერული ლიტერატურის გამოცემა, რომელსაც აქამდე სასტიკად კრძალავდა და სდევნიდა თვითმპყრობელურ-ბატონყმური სახელმწიფო ხელისუფლება, ახლა ჩვენი პარტიული მუშაობის ერთ-ერთ დარგს უნდა შეადგენდეს. ჩვენ, ალბათ, ახლა მოგვიხდება გავყვეთ იმ რჩევას, რაც ენგელსმა ერთხელ გერმანელ სოციალისტებს მისცა: გადმოთარგმნეთ და მასობრივად გაავრცელეთ XVIII მეთვრამეტე საუკუნის ფრანგული საგანმანათლებლო და ათეისტური ლიტერატურაო. მაგრამ ამასთანავე ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ სარწმუნოებრივი საკითხის აბსტრაქტულ, იდეალისტურ «წმინდა გონებრივ» კლასთა ბრძოლის გარეშე დაყენებას, როგორც ამას ხშირად სჩადიან ბურჟუაზიული რადიკალ-დემოკრატები. სისულელე იქნებოდა იმის ფიქრი, თითქოს მუშათა მასების უსაზღვრო ჩაგვრასა და გაუხეშებაზე დამყარებულ საზოგადოებაში შეიძლებოდეს რელიგიურ ცრურწმენათა გაფანტვა ცარიელი ქადაგებით. ბურჟუაზიული შეზღუდულობა იქნებოდა იმის დავიწყება, რომ რელიგიის მიერ კაცობრიობის ჩაგვრა მხოლოდ პროდუქტი და ანარეკლია საზოგადოების შიგნით არსებული ეკონომიური ჩაგვრისა. ვერავითარი წიგნებით და ვერავითარი ქადაგებით ვერ განვანათლებთ პროლეტარიატს, თუ იგი კაპიტალიზმის ბნელი ძალების წინააღმდეგ მისსავე საკუთარმა ბრძოლამ არ გაანათლა. ამ ქვეყნად სამოთხის დასამყარებლად ჩაგრული კლასის ამ ნამდვილი რევოლუციური ბრძოლის ერთიანობას ჩვენთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიდრე პროლეტარებისა აზრთა ერთიანობას ზეციური სამოთხის შესახებ. აი რატომ არ ვაცხადებთ ჩვენს პროგრამაში ჩვენს ათეიზმს; აი რატომ არ ვუკრძალავთ და არც უნდა ვუკრძალავდეთ პროლეტარებს, რომელთაც ძველ ცრურწმენათა ესა თუ ის ნაშთი შერჩენიათ, ჩვენს პარტიასთან დაახლოებას. მეცნიერულ მსოფლმხედველობას ჩვენ ყოველთვის ვიქადაგებთ; რომელიმე «ქრისტიანთა» არათანმიდევრობასთან ბრძოლა ჩვენთვის აუცილებელია, მაგრამ ეს სრულიადაც იმას არ ნიშნავს, თითქოს საჭირო იყოს რელიგიის საკითხი დავაყენოთ პირველ ადგილას, რომელიც მას სრულიადაც არ ეკუთვნის, საჭირო იყოს ნამდვილად რევოლუციური, ეკონომიური და პოლიტიკური ბრძოლის ძალთა დაქსასვა რაღაც მესამეხარისხოვან აზრთა თუ ბოდვათა გულისთვის, რომელთაც ყოველგვარ პოლიტიკურ მნიშვნელობას სწრაფად უკარგავს, სწრაფად გადაისვრის ხოლმე ხარახურის საკუჭნაოში თვით ეკონომიური განვითარების მსვლელობა. რეაქციული ბურჟუაზია ყველგან ზრუნავდა და ახლა ჩვენშიც იწყებს ზრუნვას, რათა გააღვივოს რელიგიური შუღლი, რათა მასების ყურადღება მიმართოს ამ მხრივ და ააშოროს იმ ნამდვილად მნიშვნელოვან და ძირითად ეკონომიურ და პოლიტიკურ საკითხებს, რომელთაც ახლა პრაქტიკულად წყვეტს თავის რევოლუციურ ბრძოლაში გაერთიანებული სრულიად რუსეთის პროლეტარიატი. პროლეტარიატის ძალთა დაქსასვის ამ რეაქციულმა პოლიტიკამ, რომელიც დღეს თავს იჩენს, უმთავრესად, შავრაზმული დარბევებით, შეიძლება ხვალ რაიმე უფრო რეფორმები მოიგონოს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ მას დავუპირისპირებთ პროლეტარული სოლიდარობისა და მეცნიერული მსოფლმხედველობის დინჯად, მტკიცედ და მოთმინებით ქადაგებას, რაც სრულიად თავისუფალია მეორეხარისხოვან უთანხმოებათა გამწვავებისაგან. რევოლუციური პროლეტარიატი მიახწევს იმას, რომ რელიგია სახელმწიფოსათვის მართლაც კერძო საქმედ იქცეს. და ამგვარ, შუასაუკუნებრივი ხავსისაგან გაწმენდილ პოლიტიკურ წყობილებაში პროლეტარიატი გააჩაღებს ფართო, აშკარა ბრძოლას ეკონომიური მონობის — კაცობრიობის რელიგიური გაბრიყვების ამ ნამდვილი წყაროს მოსასპობად.

         ვლადიმირ ლენინი

«ნოვაია ჟიზნ» № 28,

1905 წლის 3 დეკემბერი.

იბეჭდება ვლადიმირ ილიას ძე ლენინის თხზულებათა ტექსტის მიხედვით. მეოთხე გამოცემა., ტომი 10, გვერდი 83 და 89.

https://ok.ru/profile/566490047110/statuses/153160876402054