დედოფალი თეოდორა (ბერძნ. Θεοδώρα; (დაახლ. 500 — 28 ივნისი 548) – ბიზანტიის დედოფალი, იმპერატორ იუსტინიან I–ის მეუღლე. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 14 ნოემბერი, ახალი სტილით - 27 ნოემბერი. წმინდა ეკლესიამ იმპერატორთან ერთად წმინდანად შერაცხა მისი მეუღლე და თანამოაზრე თეოდორაც. ნეტარი თეოდორა მიიცვალა 548 წელს.
 516 წელს მდიდრულ კონსტანტინეპოლში მაყურებელთა ბრბო აღტაცებით ესალმებოდა სცენაზე გამოსულ ახალგაზრდა ლამაზ მსახიობს. ძნელია რამის თქმა იმაზე,თუ როგორ ასრულებდა იგი ბიზანტიურ ცეკვებს. ჩვენი წყაროები ამაზე მსჯელობის საშუალება არ გვაძლევენ, ისინი სხვა რამეს აქცევენ ყურადღებას. მსახიობმა დაარღვია მკაცრი განკარგულება ქალაქის ხელისუფლებისა, რომელიც კრძალავდა უტანსაცმლოდ გამოსვლას. წელზე შემორტყმულ ოქროს წმინდა ძეწკვს კი საეჭვოა შეენელებინა საეკლესიო მორალისტთა აღშფოთება. თუმცა მალე მორალისტებმა, როგორც ეს ხშირად ხდება, ენა მოიკვნიტეს. სულ ერთია, მაინც მოსჭრიდნენ მას თავთან ერთად, რაც ყველაზე მეტად იყო მოსალოდნელი. 

მსახიობი ცოლად შეირტო ერთმა მდიდარმა ბიზანტიელმა დიდებულმა. მაგრამ მალე მიატოვა, რადგანაც ვეღარ მოითმინა ამდენი ღალატი და თავშეუკავებელი მფლანგველობა. თეოდორას ( ასე ერქვა მსახიობს ) მერე ძვლივს გაჰქონდა თავი ალექსანდრიაში.

  ერთხელ - მოგვითხრობენ ბიზანტიელი მწერლები - თეოდორამ სიზმარი ნახა, რომელიც უწინასწარმეტყველებდა დიდი მონარქის ცოლობას, თეოდორა კონსტანტინეპოლს დაბრუნდა და თავი ისე დაიჭირა, თითქოს ცოდვებს ინანიებდა. ეს უცოდველი თვალთმაქცი დილიდან დაღამებამდე სახლში იჯდა და ძაფს ართავდა, გამოცდილმა კეკლუცმა მოახერხა იმპერატორის ძმისშვილის, ცნობილი პატრიციუს იუსტინიანეს ყურადღების მიპყრობა. იუსტინიანეს ბიცოლამ, იმპერატორის ცოლმა, ცხადია, ყოფილ მსახიობზე დაქორწინების ფიქრიც კი აუკრძალა. მაგრამ ბიცოლა მალე გარდაიცვალა და იუსტინიანემ თეოდორა ცოლად შეირთო. 527 წელს კი, როცა იუსტინიანე ტახტზე ავიდა, თეოდორამ იმპერატორის ცოლის გვირგვინი დაიდგა. ქმარზე მას დიდი გავლენა ქჰონდა. თეოდორას მმართველობის პირველსავე წლებში გამოვლინდა მისი გონება, უსაზღვრო სისასტიკე და ის, რომ მიზნის მისაწვდომად არაფერს ერიდებოდა. პირველი ქმრისაგან შეძენილმა ვაჟიშვილმა შეიტყო თუ არა დედის აღზევება, კონსტანტინეპოლს მიაშურა და სასახლეში გამოცხადდა. წაბუკი უკვალოდ გაქრა. თეოდორას უახლოეს მეგობარს, ცნობილი მხედართმთავრის ველისარიუსის ცოლს, ამასაც ყოფილ ცნობილ მსახიობს, თავისი ძე ფოტიუსი დილეგში ჰყავდა და სურდა წამებით ეთქმევინებინა, ვინ იხსენიებდა მთავრობას ავად მასთან ერთად.
   ყოფილი მოცეკვავე და მისი მეუღლე ტირანულად მართავდნენ უზარმაზარ იმპერიას, რომელიც მაშინდელი მსოფლიოს ნახევარს მოიცავდა. თავისი ხელისუფლების განსამტკიცებლად თეოდორა იყენებდა უამრავ ჯაშუშს, რომლებიც თვალს ადევნებდნენ მის ყველა მტერს ან უბრალოდ საეჭვო პიროვნებას. თეოდორა განუწყვეტლივ უმეორებდა თავის აგენტებს, როცა ინსტრუქციებს აძლევდა, ,,უკვდავ იესოს გეფიცებით, თუ ჩემს ბრძანებას არ შეასრულებთ, ცოცხლად გაგაძრობთ ტყავსო“. მუქარას თავისი გაჰქონდა: ყველამ კარგად იცოდა, რომ იუსტინიანეს მეუღლე თავისი სიტყვის პატრონი იყო.
  ჯაშუშები წელებზე ფეხს იდგამდნენ. ველისარიუსმა - მხედართმთავარმა, რომელმაც ძლევამოსილი ლაშქრობების შედეგად იმპერატორს კვლავ დაუმორჩილა ჩრ.აფრიკა და იტალიის დიდი ნაწილი - ერთხელ, გაჯავრებულმა, თქვა, ისტინიანეს სიკვდილი წყალობა იქნებაო. თეოდორას ეს მაშინვე აცნობეს. ველარიუსი ბედის კმაყოფილი უნდა ყოფილიყო, რომ განსაკუთრებუკი წყალობის ნიშნად მას სიცოცხლე და ქონების ნაწილი შეუნარჩუნეს.
  თეოდორა გარდაიცვალა 548 წელს, მას შემდეგ, რაც 22 წელი მართა სახელმწიფო.
   წყარო: ხუთასწლიანი ფარული ომი - დაზვერვის ისტორიიდან ( ნაწილი I ). 
ფაილი:დედოფალი თეოდორა - სრული ისტორია
დედოფალი თეოდორა