მოლდოვის ადმინისტრაციული დაყოფა

მოლდოვის ადმინისტრაციული დაყოფამოლდოვის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სისტემა. მოლდოვის თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის სისტემა რეგულირდება 2001 წლის 27 დეკემბრის კანონით № 764 „მოლდოვის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ“. ამ კანონის თანახმად, მოლდოვა მოიცავს 32 რაიონს, ავტონომურ ტერიტორიულ წარმონაქმნ გაგაუზიას, დნესტრის მარცხენა სანაპიროს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებსა და 3 მუნიციპალიტეტს: კიშინიოვს, ბელცისა და ბენდერის (კიდევ 2 მუნიციპალიტეტი — კომრატი და ტირასპოლი — შესაბამისად შედის გაგაუზიის ავტონომიური ტერიტორიული წარმონაქმნისა და დნესტრის მარცხენა სანაპიროს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების შემადგენლობაში). ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით მოლდოვა უნიტარული სახელმწიფოა.

მოლდოვის თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფა

რაიონები, მუნიციპალიტეტები და ავტონომური ტერიტორიული წარმონაქმნები იყოფა ქალაქებად, კომუნებად და სოფლებად. კომუნები შედგება ორი და უფრო მეტი სოფლისგან. რაიონებისა და კომუნების ცენტრებს ეწოდებათ ქალაქი-რეზიდენციები ან სოფელი-რეზიდენციები შესაბამისად. მოლდოვის დედაქალაქი — ქალაქი კიშინიოვი — დაყოფილია სექტორებად, რომლებიც იყოფა ქალაქებად, კომუნებად და სოფლებად.[1]

დნესტრის მარცხენა სანაპიროს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები და ბენდერის მუნიციპალიტეტები დე-ფაქტოდ იმართება დნესტრისპირეთის მოლდოვის რესპუბლიკის არაღიარებული სახელმწიფოს მიერ (დმრ). დმრ-ს აქვს საკუთარი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა, რომელიც არ შეესაბამება მოლდოვის რესპუბლიკის კანონის მიერ დაწესებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფას.

მუნიციპალიტეტები რედაქტირება

მუნიციპალიტეტები ქალაქები და კომუნები
კიშინიოვი (Chişinău) სექტორი ბოტანიკა (Botanica): ქ. სინჯერა (Sîngera), კ. ბეჩოი (Băcioi)
სექტორი ბუიუკანი (Buiucani): ქ. ვატრა (Vatra), ქ. დურლეშტი (Durleşti), კ. გიდიღიჩი (Ghidighici), კ. კონდრიცა (Condriţa), კ. ტრუშენი (Truşeni)
სექტორი ჩენტრუ (Centru): ქ. კოდრუ (Codru)
სექტორი ჩოკანა (Ciocana): ქ. ვადულ-ლუი-ვოდე (Vadul lui Vodă), კ. ბუბუეჩი (Bubuieci), ბუდეშტი (Budeşti), კოლონიცა (Coloniţa), კრუზეშტი (Cruzeşti), ტოჰატინი (Tohatin)
სექტორი რიშკანი: ქ. კრიკოვა (Cricova), к. გრეტიეშტი (Grătieşti), კ. სტეუჩენი (Stăuceni), კ. ჩორესკუ (Ciorescu)
ბელცი (Bălţi) კ. ელიზავეტა (Elizaveta), კ. სადოვოე (Sadovoe)
ბენდერი (Bender)[შენიშვნა 1] კ. პროტიაგაილოვკა (Proteagailovca)
კომრატი (Comrat)[შენიშვნა 2]
ტირასპოლი (Tiraspol)[შენიშვნა 3]
მუნიციპალიტეტის სახელწოდება
ქართულად (ორიგინალურ ენაზე)
ქალაქი-რეზიდენცია
ქართულად (ორიგინალურ ენაზე)
ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ადამ. (2004)
სიმჭიდროვე,
კაცი/კმ²
1 ბენდერი (Bender)[შენიშვნა 4] ბენდერი (Bender) 97 93 000 (2011) 958,76
2 ბელცი (Bălţi) ბელცი (Bălţi) 78,01 127 561 1635,19
3 კიშინიოვი (Chişinău) კიშინიოვი (Chişinău) 571,64 712 218 1245,92

რაიონები რედაქტირება

მოლდოვის რესპუბლიკა დაყოფილია 32 რაიონად, რომელთაგან თითოეულსაც საკუთარი ადმინისტრაციული ცენტრი აქვს, რომელსაც ქალაქი-რეზიდენცია ეწოდება. რაიონი — მეორე დონის ერთეულია, ხოლო ქალაქი-რეზიდენცია — პირველი დონის.

რაიონის სახელწოდება
ქართულად (ორიგინალურ ენაზე)
ქალაქი-რეზიდენცია
ქართულად (ორიგინალურ ენაზე)
ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ადამ. (2004)
სიმჭიდროვე,
კაცი/კმ²
1 ანენი-ნოის რაიონი (Raionul Anenii Noi) ანენი-ნოი (Anenii Noi) 887,62 81 710 92,06
2 ბასარაბეასკის რაიონი (Raionul Basarabeasca) ბასარაბეასკა (Basarabeasca) 294,54 28 978 98,38
3 ბრიჩენის რაიონი (Raionul Briceni) ბრიჩენი (Briceni) 814,44 78 027 95,80
4 კაჰულის რაიონი (Raionul Cahul) კაჰული (Cahul) 1545,28 119 231 77,16
5 კანტემირის რაიონი (Raionul Cantemir) კანტემირი (Cantemir) 867,86 60 001 69,14
6 კელერაშის რაიონი (Raionul Călăraşi) კელერაში (Călăraşi) 753,55 75 075 99,63
7 კეუშენის რაიონი (Raionul Căuşeni) კეუშენი (Căuşeni) 1185,16 90 612 76,46
8 ჩიმიშლიის რაიონი (Raionul Cimişlia) ჩიმიშლია (Cimişlia) 923,70 60 925 65,96
9 კრიულენის რაიონი (Raionul Criuleni) კრიულენი (Criuleni) 687,95 72 254 105,03
10 დონდუშენის რაიონი (Raionul Donduşeni) დონდუშენი (Donduşeni) 644,12 46 442 72,10
11 დროკიის რაიონი (Raionul Drochia) დროკია (Drochia) 999,91 87 092 87,10
12 დუბესარის რაიონი (Raionul Dubăsari) კოჩიერი (Cocieri) 309,22 34 015 110,00
13 ედინეცის რაიონი (Raionul Edineţ) ედინეცი (Edineţ) 932,92 81 390 87,24
14 ფელეშტის რაიონი (Raionul Făleşti) ფელეშტი (Făleşti) 1072,60 90 320 84,21
15 ფლორეშტის რაიონი (Raionul Floreşti) ფლორეშტი (Floreşti) 1108,19 89 389 80,66
16 გლოდენის რაიონი (Raionul Glodeni) გლოდენი (Glodeni) 754,18 60 975 80,85
17 ჰინჩეშტის რაიონი (Raionul Hînceşti) ჰინჩეშტი (Hînceşti) 1475, 13 119 762 81,35
18 იალოვენის რაიონი (Raionul Ialoveni) იალოვენი (Ialoveni) 783,49 97 704 124,70
19 ლეოვის რაიონი (Raionul Leova) ლეოვა (Leova) 764,73 51 056 66,76
20 ნისპორენის რაიონი (Raionul Nisporeni) ნისპორენი (Nisporeni) 629,02 64 924 103,21
21 ოკნიცის რაიონი (Raionul Ocniţa) ოკნიცა (Ocniţa) 597,47 56 510 94,58
22 ორჰეის რაიონი (Raionul Orhei) ორჰეი (Orhei) 1228,31 116 271 94,66
23 რეზინის რაიონი (Raionul Rezina) რეზინა (Rezina) 621,79 48 105 77,37
24 რიშკანის რაიონი (Raionul Rîşcani) რიშკანი (Rîşcani) 936,03 69 454 74,20
25 სინჯერეის რაიონი (Raionul Sîngerei) სინჯერეი (Sîngerei) 1033,71 87 153 84,31
26 სოროკის რაიონი (Raionul Soroca) სოროკა (Soroca) 1042,99 94 986 91,07
27 სტრეშენის რაიონი (Raionul Străşeni) სტრეშენი (Străşeni) 729,12 88 900 121,93
28 შოლდენეშტის რაიონი (Raionul Şoldăneşti) შოლდენეშტი (Şoldăneşti) 598,37 42 227 70,57
29 შტეფან-ვოდეს რაიონი (Raionul Ştefan-Vodă) შტეფან-ვოდე (Ştefan-Vodă) 998,38 70 594 70,71
30 ტარაკლიის რაიონი (Raionul Taraclia) ტარაკლია (Taraclia) 673,69 43 154 64,06
31 ტელენეშტის რაიონი (Raionul Teleneşti) ტელენეშტი (Teleneşti) 848,62 70 126 82,64
32 უნგენის რაიონი (Raionul Ungheni) უნგენი (Ungheni) 1082,62 110 545 102,11
სულ 27 821,71 2 387 907 85,83

შენიშვნები რედაქტირება

  1. დე-ფაქტო დმრ-ის შემადგენლობაში
  2. შედის გაგაუზიის შემადგენლობაში
  3. დე-ფაქტო დმრ-ის შემადგენლობაში
  4. დე-ფაქტო დმრ-ის შემადგენლობაში

სქოლიო რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება