მოლა ფანაჰ ვაგიფის ბიუსტი

მოლა ფანაჰ ვაგიფის ძეგლი — ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტის, XVIII საუკუნის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის მოლა პანაჰ ვაგიფისადმი მიძღვნილი ძეგლი. 1992 წელს ქალაქ შუშის ოკუპაციის შემდეგ დაანგრიეს.[1] 2021 წელს ოკუპაციიდან ქალაქის განთავისუფლების შემდეგ რესტავრირებულია.[2]

მოლა ფანაჰ ვაგიფის ბიუსტი

ისტორია რედაქტირება

მოლა პანაჰ ვაგიფის ძეგლი 1957 წელს მოქანდაკე ჰაიატ აბდულაევმა ბრინჯაოსაგან დაამზადა. იგი პოეტის საფლავის ძეგლის სახით დაიდგა შუშაში, ჯიდირდიუზთან ახლოს 1958 წელს.[3] მოგვიანებით, 1976 წელს ბიუსტი გადატანილ იქნა შუშაში ვაგიფის სახლთან. ვაგიფის მავზოლეუმის გახსნის წინ 1982 წელს ბიუსტი და მის გარშემო ტერიტორია გარემონტდა, ხოლო ძეგლის პოსტამენტი შეიცვალა.[4] 1992 წელს შუშის ოკუპაციის დროს ბიუსტი და სხვა მრავალი ძეგლი ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა და ოკუპანტებმა დაანგრიეს.[5]

2021 წელს ოკუპაციიდან ქალაქის განთავისუფლების შემდეგ ძეგლი რესტავრირებულ იქნა მისი ავტორის, ჰაიატ აბდულაევის პირვანდელი საესკიზიო პროექტის მიხედვით და თავის ადრინდელ ადგილსამყოფელს დაუბრუნდა. 2021 წლის 29 აგვისტოს მოლა პანაჰ ვაგიფის ძეგლი ხელახლა გაიხსნა.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. В Шуше открылся бюст гениального азербайджанского поэта Моллы Панаха Вагифа ru. АЗЕРТАДЖ (29.08.2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30.08.2021. ციტირების თარიღი: 02.02.2022.
  2. 2.0 2.1 Dahi Azərbaycan şairi Molla Pənah Vaqifin Şuşada büstü açılıb az. president.az (29.08.2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29.08.2021. ციტირების თარიღი: 02.02.2022.
  3. The bust of Molla Panah Vagif in Shusha en. Фонд Гейдара Алиева. ციტირების თარიღი: 02.02.2022.
  4. Anar Tağıyev. (29.08.2021) Dahi Azərbaycan şairi Molla Pənah Vaqifin Şuşada büstü açılıb az. report.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18.09.2021. ციტირების თარიღი: 02.02.2022.
  5. Dahi Azərbaycan şairi Molla Pənah Vaqifin Şuşada büstünün açılışı olub az. apa.az (29.08.2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29.08.2021. ციტირების თარიღი: 02.02.2022.