მოკოლოდის ნაკრძალი

მოკოლოდის ნაკრძალი — კერძო, არამომგებიანი ნაკრძალი ბოტსვანის სამხრეთ ნაწილში. ნაკრძალი 1994 წელს დააარსა ფონდმა Mokolodi Wildlife Foundation. ნაკრძალი 30კმ²-ის ფართობს მოიცავს. ნაკრძალის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ფრინველი, ცხოველი და რეპტილია ბინადრობს, რომელთა ნაწილი იშვიათ და დაუცველ სახეობას მიეკუთვნება, ხოლო ნაწილი გადაშენების პირასაა. მოკოლოდის ნაკრძალი ეროვნული პროგრამის განხორციელებას უწყობს ხელს, რომლის მიზანის თეთრი მარტორქების პოპულაციის დაცვაა.

მოკოლოდის ველური ბუნების ფონდის უმთავრესი მიზანი გარემოსდაცვითი და კონსერვაციის შესახებ განათლების ამაღლებაა. პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის არსება ბინადრობს: სამხრეთული თეთრი მარტორქები, სამხრეთ აფრიკული ლეოპარდები, სამხრეთ აფრიკული ჟირაფები, ზებრები, ანტილოპები, სპილოები, კუდუები, ლაქებიანი ავაზები, ლეოპარდები და იმპალები. პარკი თავშესაფრის სახით შეიქმნა, სადაც ბილიკთა ქსელია გაყვანილი, რომელიც ველური ბუნების ახლოდან ნახვის შესაძლებლობას იძლევა.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Mokolodi Nature Reserve. Official website of the Botswana Tourism Organisation (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 იანვარი 2011. ციტირების თარიღი: 7 April 2011.