მოგზაურობანი
მოგზაურობანი, ლიტერატურაში მხატვრული ლიტერატურის ჟანრი, აგრეთვე სამეცნიერო ლიტერატურის სახეობაა. ნაწარმოებები, რომლებშიც მოთხრობილია ნამდვილი ან არანამდვილი მოგზაურობების შესახებ. მოგზაურობანს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. საყოველთაოდ ცნობილია დანიელ დეფოს, ჯონათან სვიფტის, ფენიმორ კუპერის, მაინ რიდის, რობერტ სტივენსონის, მარკ ტვენის, შტეფან ცვაიგის, ალექსანდრე რადიშჩევის, ნიკოლოზ კარამზინის და სხვათა მოგზაურული ჟანრის ნაწარმოებები.
ქართულ ლიტერატურაში ამ ჟანრის თვალსაჩინო ნიმუშია სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“, ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსლვა“, რაფიელ დანიბეგაშვილის „მოგზაურობა ინდოეთში“, გიორგი ავალიშვილის „მგზავრობა თბილისით იერუსალიმისადმი...“, ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“, გიორგი წერეთლის „მგზავრის წიგნი, ანუ ჩიკოლიკი, კიკოლიკი და კუდაბზიკა“ და სხვები.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 55.