მოანდა (ფრანგ. Moanda) — გაბონის ერთ-ერთი მსხვილი ქალაქი, რომელიც მდებარეობს ზემო ოგოუეს პროვინციაში. ის ასევე მანგანუმის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი ცენტრია, რომლის საბადოს დამუშავება დაიწყო 1957 წელს კომპანია COMILOG Cableway-მ. მოანდა, რომლის მოსახლეობის რაოდენობა 2013 წლის აღწერით შეადგენს 59 154 ადამიანს[1][2] მეორე ქალაქია ფრანსვილის შემდეგ ზემო ოგოუეს პროვინციაში. ამას გარდა, ის საზღვრისპირა ქალაქია, რომელიც მდებარეობს კონგოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრიდან 100 კმ-ში.

ქალაქი
მოანდა
ფრანგ. Moanda
გერბი

ქვეყანა გაბონის დროშა გაბონი
პროვინცია ზემო ოგოუე
კოორდინატები 1°34′00″ ს. გ. 13°12′00″ ა. გ. / 1.56667° ს. გ. 13.20000° ა. გ. / -1.56667; 13.20000
მოსახლეობა 59 154 კაცი (2013)
სასაათო სარტყელი UTC+1
მოანდა — გაბონი
მოანდა

გეოგრაფია და კლიმატი რედაქტირება

მოანდა მდებარეობს რამდენიმე ერთმანეთის მეზობელ პლატოზე, რომლებიც მდებარეობენ ჩრდილოეთით არსებულ უფრო მაღალ და დიდ Bangombe-ს პლატოსა და სამხრეთით მდებარე მდინარე მიოსოს ჭაობიან ადგილებს შორის.

ქალაქის კლიმატი ეკვატორულია, იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში დამახასიათებელია ჭექა-ქუხილი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ხოლო ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით — დაბალი ტემპერატურა.

ისტორია რედაქტირება

თავდაპირველად მოანდა იყო სოფელი, რომელიც მდებარეობდა მდინარე მიოსოს ჭაობიან ნაპირზე. უახლოეს Bangombe-ის პლატოზე 1953 წელს მანგანუმის საბადოს აღმოჩენამ გამოიწვია ქალაქის განვითარება. 1959 წელს მოანდის მახლობლად აშენდა რკინიგზა, რომლის საშუალებითაც მადანი ექსპორტზე გადიოდა. 1990-იან წლებში ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა კონგოს რესპუბლიკიდან დევნილი მოსახლეობის ჩამოსვლით.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

მოანდა დაყოფილია სამ ნაწილად. პირველი მდებარეობს მთავარ პლატოზე და მის კალთებზე, აქ მდებარეობს სავაჭრო ცენტრი და მჭიდროდ დასახლებული რაიონები — Ankoula, Montagne Sainte და Fumier. მეორეში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რაიონებია — Alliance, Rio და L’Oasis. მესამე მდებარეობს პლატოს აღმოსავლეთით და შედგება რაიონებისგან Lekolo და Leyima.

ეკონომიკა რედაქტირება

მოანდა მსოფლიოში მანგანუმის მოპოვების ერთ-ერთი მსხვილი ცენტრია. მმართველ კომპანია COMILOG Cableway-ს ექსპორტზე გააქვს საშუალოდ 3,5 მილიონი ტონა მანგანუმის მადანი წელიწადში[3], რითაც გაბონი მანგანუმის ექსპორტის მხრივ მსოფლიოში ყველაზე სამი მსხვილი ქვეყნებიდან ერთ-ერთია. მანგანუმი დღემდე მოიპოვება Bangombeის პლატოზე (42 კმ²).

ტრანსპორტი რედაქტირება

ქალაქში არსებობს აეროპორტი და სარკინიგზო ვაგზალი, რომელიც მდებარეობს Bangombe-ის პლატოს ჩრდილოეთით. ასევე ფუნქციონირებს ავტომაგისტრალი N3, რომელიც ერთმანეთთან აერთებს მოანდას და მბინდას, (კონგოს რესპუბლიკა).

სქოლიო რედაქტირება

  1. 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (RGPL-2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-31. ციტირების თარიღი: 2016-12-24.
  2. 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (geohive). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-06. ციტირების თარიღი: 2016-12-24.
  3. Presentation of Eramet manganese activities. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2011-05-08.