საიმირი
(გადამისამართდა გვერდიდან მკვდართავა)
საიმირი, მკვდართავა (ლათ. Saimiri) — ცხვირფართო მაიმუნების გვარი კაპუცინისებრთა ქვეოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 25-27 სმ, კუდისა 36-46 სმ აღწევს. აერთიანებს 2 სახეობას: ჩვეულებრივი საიმირი (Saimiri sciureus), რომელიც გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში ეკვატორის ჩრდილოეთით და ყვითელი საიმირი (Saimiri oerstedii), რომელიც ცენტრალურ ამერიკაში გვხვდება. საიმირები ბინადრობენ ტროპიკულ ტყეებში, იკვებებიან მცენარეთა ნაყოფით, მწერებით, ობობებით, ლოკოკინებით, ბაყაყებით, წვრილი ფრინველებით. შობენ 1, იშვიათად 2 ნაშიერს. ტყვეობას კარგად ეგუებიან, მრავლდებიან ზოოპარკებში. იყენებენ ლაბორატორიული მიზნებისათვის.
საიმირი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Saimiri sciureus | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Saimiri | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 662.