ყუდრო (თიანეთის მუნიციპალიტეტი)
(გადამისამართდა გვერდიდან მკერვლიანი)
ყუდრო (ყოფილი მკერვლიანი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული — დაბა სიონი).[1] მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე ივრის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 980 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 40 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
ყუდრო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | სიონი |
კოორდინატები | 41°55′55″ ჩ. გ. 45°04′26″ ა. გ. / 41.93194° ჩ. გ. 45.07389° ა. გ. |
ადრეული სახელები | მკერვლიანი |
ცენტრის სიმაღლე | 980 მ |
მოსახლეობა | 75[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 75 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 119 | 61 | 58 |
2014[1] | 75 | 44 | 31 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 661.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II