მიჰრან აკობიანი (სომხ. Միհրան Հակոբյան; დ. 18 თებერვალი, 1984) — სომეხი მოქანდაკე, ვიკიპედიის პირველი მონუმენტის ავტორი[1].

მიჰრან აკობიანი
დაიბადა 18 თებერვალი, 1984 (1984-02-18) (40 წლის)
დაბადების ადგილი სტეფანაკერტი
ეროვნება სომეხი
სფერო ქანდაკება
ცნობილი ნამუშევრები ვიკიპედიის მონუმენტი
საიტი http://mihranhakobyan.com

ბიოგრაფია რედაქტირება

მიჰრან აკობიანი დაიბადა 1984 წლის 18 თებერვალს, სტეფანაკერტში. მისი მამა, მოქანდაკე არმენ აკობიანი (1941-1990) მთიანი ყარაბაღის ომში გარდაიცვალა[2][3]. 2000-2006 წლებში, მიჰრან აკობიანი ერევნის სახელმწიფო სახვითი ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა, სკულპტურის ფაკულტეტზე[4] . შემდეგ, იგი საკუთარი პროფესიით მუშაობდა სომხეთსა და რუსეთში, ამასთანავე, მონაწილეობა მიიღო სტეფანაკერტსა[5][6] და ერევანში გამართულ გამოფენებში[7].

2001 წელს, იგი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მხატვართა კავშირის წევრი გახდა. 2011 წელს, აკობიანმა მონაწილეობა მიიღო შუშაში გამართულ სკულპტურის საერთაშორისო სიმპოზიუმში[8]. მისი შექმნილი მონუმენტები ძირითადად ქვის, ხის ან ბრინჯაოსგანაა შექმნილი. 2010-2013 წლებში, იგი სლუბიცეში, Collegium Polonicum-ში პოლონურ ფილოლოგიას სწავლობდა. 2012 წელს, მან პოლონური „კულჩიკის ფონდიდან“ სტიპენდიები მოიპოვა[9].

აკობიანი ასევე მუშაობს ანიმაციური ფიგურების შექმნაზეც[10]. მისი ერთ-ერთი ნამუშევრისთვის — „ქოლგა“, ლეონიდ ენგიბაროვის მოთხრობის მიხედვით[11][12], 2013 წელს, მოსკოვში, მან მოკლემეტრაჟიან ფილმთა ფონდისგან აუდიტორიის ჯილდო მოიპოვა[13].

ვიკიპედიის მონუმენტი რედაქტირება

Collegium Polonicum-ის დირექტორის, კრისტოფ ვოიჩეხოვსკის დავალებით[14], მიჰრან აკობიანმა სლუბიცეში ვიკიპედიის პირველი მონუმენტი შექმნა[15]. 2014 წლის 22 ოქტომბერს, მონუმენტი ქალაქ სლუბიცეში, ფრანკფურტის მოედანზე აღიმართა. მისი ღირებულება შეადგენს 62 000 ზლოტს (11 000 ევროს), რომელიც გაიღო ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა[16][17][18].

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Katz, Leslie (27 October 2014). „A Wikipedia monument? It's true (we're pretty sure)“. CNET.
  2. „В Карабахе проходит выставка известного скульптора Армена Акопяна“ (რუსული). Memorial Society. 13 December 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 29 მაისი 2016.
  3. Beglaryan, Ashot (24 June 2011). „В Арцахе отметили 70-летие скульптора Армена Акопяна, погибшего 2 января 1990 года“. karabakh-news.com (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 29 მაისი 2016.
  4. Mihran Hakobyan pl. Collegium Polonicum.
  5. „В Степанакерте открылась выставка художников Нагорного Карабаха и Армении“. REGNUM News Agency. 8 May 2007.
  6. „В Степанакерте открылась совместная выставка художников Нагорного Карабаха и Армении“ (რუსული). REGNUM News Agency. 31 August 2007.
  7. Beglaryan, Ashot (9 July 2011). „Две судьбы“. armenianarthall.com (რუსული). Armenian Art Hall.
  8. „Карабахский скульптор доволен прошедшим в Шуши первым международным симпозиумом по скульптуре“. newsarmenia.ru (რუსული). 1 August 2011.
  9. Stypendium Funduszu Rodziny Kulczyków dla Mihrana Hakobyana. Instytut Filologii Polskiej Uniwersytetu im. Adama Mickiewicza w Poznaniu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-10. ციტირების თარიღი: 2016-05-29.
  10. Promo video for the Collegium Polonicum
  11. „Зонтик“ on YouTube
  12. Третий Фестиваль искусств имени Леонида Енгибарова „Звёздный клоун“.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-30. ციტირების თარიღი: 2016-05-29.
  13. „Karabakh sculptor’s Wikipedia monument unveiled in Poland“. ArmeniaNow. 23 October 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 29 მაისი 2016.
  14. „Slubice: Polnische Stadt setzt Wikipedia ein Denkmal“. Spiegel Online (გერმანული). 9 October 2014.
  15. World’s First Wikipedia Monument Designed by Armenian Sculptor Unveiled in Poland. MassisPost. ციტირების თარიღი: 2014-10-25.
  16. Wikipedia in polnischer Grenzstadt Slubice mit Denkmal geehrt. 22 October 2014 on the website of Wiener Zeitung, retrieved at 24 October 2014
  17. Wikipedia bekommt Denkmal. FAZ. ციტირების თარიღი: 2014-10-25.
  18. W Słubicach stanie pierwszy na świecie pomnik Wikipedii. Polska Agencja Prasowa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-25. ციტირების თარიღი: 2014-10-25.