მიჯნის ყურის ნამოსახლარი

მიჯნის ყურის ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირას, მიჯნის ყურედ წოდებულ ადგილზე.

მდებარეობს მინგეჩაურის წყალსაცავიდან ჩრდილო-დასავლეთით ორიოდე კილომეტრზე, მაღალ ბორცვზე. თარიღდება ახ. წ. 1 ათასწლეულის II ნახევრით. მიკვლეულია 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური დაზვერვების დროს. ანაკრეფი მასალა ინახება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ლიტერატურა რედაქტირება