მიხეილ ყაუხჩიშვილი

მიხეილ ყაუხჩიშვილი (დ. 17 ივლისი, 1889, ქუთაისი — გ. 14 აპრილი, 1948) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი. სოციალისტ-ფედერალისტი. მისი ქალიშვილი — ნინო ყაუხჩიშვილი.

1912 წელს დაამთავრა პეტერბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. მუშაობდა პეტერბურგის მერიაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. მონაწილეობდა სოციალ-ფედერალისტთა პარტიის საქმიანობაში. 1918 წელს სოციალ-ფედერალისტთა სიით გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი. შედიოდა საბჭოს გზათა კომისიაში. 1919 წლის თებერვალში მონაწილეობდა დამფუძნებელი კრების არჩევნებში სოციალ-ფედერალისტური პარტიის სიით, თუმცა, მანდატი ვერ მოიპოვა. საკანდიდატო სიაში 30-ე ნომერი იყო. 1918 წელს მთავრობის დავალებით გაემგზავრა დასავლეთ ევროპაში ენერგეტიკისა და, ზოგადად, ეკონომიკის სფეროების შესასწავლად და რეკომენდაციების შესამუშავებლად. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკური წარმომადგენელი იტალიაში. 1920 წელს დაბრუნდა სამშობლოში და გააცნო სახელმწიფო ეკონომიკის კომისიას თავისი რეკომენდაციები. როგორც ინჟინერი, მონაწილეობდა გორის მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრაში. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა გერმანიაში. კარლსრუეს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მოიპოვა ელექტროინჟინერიის დოქტორის ხარისხი. მუშაობდა „სიმენსის“ ქარხანაში. 1939 წელს ჰიტლერის პოლიტიკური რეჟიმის (ებრაელი ცოლი ჰყავდა) გამო საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა. 1940 წლიდან ხელმძღვანელობდა „სიმენსის“ იტალიურ ფილიალს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება