მიხეილ კლიმიაშვილი

მიხეილ კლიმიაშვილი (დ. 5 იანვარი, 1874, მჭადიჯვარი, დუშეთის მაზრა ― გ. უცნობია) — ქართველი სოციალ-დემოკრატი. საქართველოს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

განათლება მიიღო თბილისის ალექსანდრეს სახელობის საოსტატო სასწავლებელში, თუმცა, მისი დასრულება ვერ შეძლო. პროფესიით სახალხო მასწავლებელია. მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში მოანგარიშედ. იყო სახალხო იაფფასიანი წიგნის მაღაზიის გამგე. ახალგაზრდობაშივე შეუერთდა მემარცხენე ახალგაზრდებს, გახდა ფილოქსერას ჯგუფის წევრი. მუშაობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გომარეთის სკოლაში. 1898-1900 წლებში მუშაობდა „კვალის“, „ცნობის ფურცელისა“ და „მოამბის“ კორექტორად. 1901 წლიდან მუშაობდა რკინიგზის სახელოსნოში, აქტიურად იყო ჩართული მუშათა გამოსვლებში. 1903 წელს დაიჭირეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1095 წლის მოვლენების შემდეგ, დაითხოვეს რკინიგზის სახელოსნოდან. 1905-1908 წლებში ცხოვრობდა არალეგალურად კავკასიასა და რუსეთში. 1908 წელს დაიჭირეს გორში და გადაასახლეს პერმში. 1916 წელს დაიჭირეს და გადაასახლეს ირკუტსკში. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. შეუდგა აქტიურ პარტიულ საქმიანობას. იყო დუშეთის მაზრის კომისარი. 1918 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით გახდა ეროვნული საბჭოს წევრი. იყო ეროვნული საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სარწმუნოების საქმეთა კომისიის წევრი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 230-231.