მიხეილ ნიკოლსკი

(გადამისამართდა გვერდიდან მიხაილ ნიკოლსკი)

მიხეილ ნიკოლსკი (რუს. Никольский, Михаил Васильевич; დ. 1848 — გ. 2 ივლისი, 1917) — რუსი აღმოსავლეთმცოდნე, ბიბლეისტი, რუსული ასირიოლოგიის ფუძემდებელი. სემიტოლოგი, შუმეროლოგი და ურარტოლოგი. დოქტორი honoris causa (1908 წლედან). ისტორიკოს ნიკოლოზ ნიკოლსკის მამა.

დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია, შემდეგ თავად შეისწავლა რამდენიმე აღმოსავლური ენა და ასურული წარწერები. გამოსცა 900 შუმერული და ასურული წარწერების კორპუსი. ერთ-ერთი პირველი ცდილობდა შეედარებინა შუმერული პიქტოგრამები და ასურული დამწერლობა. 1887 წელს საიმპერატორო მოსკოვის არქეოლოგიურ საზოგადოებასთან დააარსა აღმოსავლეთი კომისია. 1893 წელს ა. ივანოვსკისთან ერთად მონაწილეობდა ამიერკავკასიაში რუსეთის არქეოლოგიური საზოგადოების ექსპედიციაში, რომლის დროსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ურარტუს შესწავლის საქმეში. გამოსცა შუმერული საბუთები.

ასწვლიდა ივრითსა და ასირიოლოგიას მოსკოვის უნივერსიტეტში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 434.
  • Липин, Л.А. Михаил Васильевич Никольский — отец русской ассириологической науки // Учёные записки ЛГУ. — 1954