ზაალ მიქელაძე

(გადამისამართდა გვერდიდან მიქელაძე, ზაალ)

ზაალ მიქელაძე (დ. 26 თებერვალი, 1967) — ქართველი ექიმი და პოლიტიკოსი.

ზაალ მიქელაძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2016 – აგვისტო, 2020

დაბადებული26 თებერვალი, 1967 (1967-02-26) (57 წლის)
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
მეუღლედიახ
შვილები2

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1967 წლის 26 თებერვალს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტი. 1995-2011 წლებში ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში მუშაობდა პედიატრად. მიქელაძე იყო დირექტორის მოადგილე სამედიცინო დარგში. 2007-2012 წლებში იყო სადაზღვევო კომპანია „იმედი-L-ის“ სამედიცინო მენეჯერი, მოგვიანებით კი - „ჩემი ოჯახის კლინიკის“ ქობულეთის ფილიალის სამედიცინო მენეჯერი. 2013-2016 წლებში იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კოორდინატორი. 2016 წლიდან 2020 წლის აგვისტომდე იკავებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქობულეთი-ხელვაჩაურის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება