მისაქ მეწარენცი (ნამდვილი გვარი მეწატურიანი) (დ. 19 იანვარი, 1886, სოფ. ბინკიანი, ხარბერდის ვილაიეთი, თურქეთი — გ. 5 ივლისი [ძვ. სტ. 22 ივნისი], 1908, კონსტანტინოპოლი) — სომეხი პოეტი. ლექსების წერა 1901-იდან დაიწყო. 1903-დან ნაწარმოებებს ბეჭდავდა პერიოდულ პრესაში. 1907 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნები „ცისარტყელა“, „ახალი სიმღერები“. ავტორია ლიტერატურული წერილებისა. მისაქ მეწარენცის პოეზიის მთავარი თემებია პატრიოტიზმი, ბუნება, მიჯნურობა, სოფელი; საგრძნობია პესიმიზმი და მისტიკა. მის შემოქმედებაზე გავლენა მოახდინა ფრანგულმა სიმბოლიზმა.

მისაქ მეწარენცი
დას. სომხ. Միսաք Մեծարենց
დაბადების თარიღი 19 იანვარი, 1886(1886-01-19)[1]
დაბადების ადგილი ბინკიანი, Mamuret-ul-Aziz Vilayet, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 5 ივლისი, 1908(1908-07-05) (22 წლის)
გარდაცვალების ადგილი კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია
დასაფლავებულია Balıklı Armenian Cemetery
საქმიანობა პოეტი
ენა დასავლეთსომხური ენა
ალმა-მატერი მესრობიანის კოლეჯი, მერზიფონის ანატოლიის კოლეჯი და გეტრონაგანის სომხური უმაღლესი სკოლა

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება